ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია  მათთვის, ვისაც დღის განმავლობაში ძილი უყვარს!

216

ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია  მათთვის, ვისაც დღის განმავლობაში ძილი უყვარს!

დღის Ძილს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი განწყობა მთელი დღის განმავლობაში

სეროტონინი პასუხისმგებელია ბედნიერების განცდაზე. ის გამოიყოფა დიდი რაოდენობით ძილის დროს. ასე რომ, ძილმა შეიძლება მკვეთრად გაზარდოს ხელმისაწვდომი სეროტონინი, რაც გახდის უფრო მოდუნებულს და თავდაჯერებულს..

Დადასტურდა, რომ ძილი ზრდის ინფორმაციის მართვის უნარს

კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქტიულობა მცირდება, თუ მონაწილეები მუშაობენ შეუჩერებლად. კვლევის მონაწილეებს მიეცათ ნახევარსაათიანი ძილის შესაძლებლობა, შედეგად  მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი ქმედითუნარიანობა. ერთსაათიანმა ძილმა კიდევ უფრო მაღალი პროდუქტიულობა გამოიწვია.

Ძილიანობამ შეიძლება გაზარდოს სიფხიზლე

თუ  დღეს გაანაწილებთ ისე რომ  სამუშაოც შეასრულოთ  და დაისვენოთ კიდეც, მაშინ  შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს თქვენი სიფხიზლე. როგორც NASA-ს კვლევამ აჩვენა, 100%-ით გაიზარდა სიფხიზლე იმ ადამიანებში, რომლებიც 40-წუთი იძინებდნენ დღისით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 20-წუთიან ძილს შეუძლია გაზარდოს საბრძოლო მზადყოფნა. დღის ძილის ეფექტი შეიძლება შევადაროთ 200 მგ კოფეინის გამოყენებას.

Ძილმა შეიძლება მკვეთრად გაზარდოს კრეატიულობა

კვლევების თანახმად საკმაო კრეატიულობა გამომჟღავნდა იმ ადამიანებში ვინც დღის განმავლიბაში 30 წუთი მაინც შეძლო გამოძინება. განსაკუთრებით ის ადამიანები ვინც ხელოვნების სფეროში არიან, მათთვის აუცილებელიც კია დღისით ცოტაოდენი გამოძინება, რომ ტვინმა შეძლოს ადექკვატური მუშაობა.

აქვე გაგიზიარებთ რა ხდება ბავშვების შემთხვევაში, რამდენად საჭიროა დღის ძილი! 

შუადღის ძილის საჭიროება ასაკის მიხედვით:

რამდენ ხანს უნდა ეძინოს ბავშვს შუადღისას? – საყოველთაო ნორმა არ არსებობს. გააჩნია ბავშვის ასაკს, მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და იმასაც, რამდენ ხანს სძინავს ღამით.

მაგალითად, ერთ ბავშვს ღამით შესაძლოა 13 საათი ეძინოს, დღისით კი სულ რამდენიმე წუთით ხუჭავდეს თვალებს, ხოლო მეორის ღამის ძილი სულ 9 საათი გრძელდებოდეს, სამაგიეროდ, დღისით იძინებდეს 2-3 საათით – საბოლოო ჯამში, ორივე ბავშვი გამოძინებული და დასვენებული იქნება.

როგორ მივხვდეთ, სჭირდება თუ არა ბავშვს შუადღის ძილი

ზოგიერთ მშობელს შუადღის ძილი არც ისე მნიშვნელოვნად მიაჩნია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მისი ნაკლებობა უარყოფითად აისახება ბავშვის არა მარტო განწყობაზე, არამედ საერთო განვითარებაზეც.

დააკვირდით:

დღის განმავლობაში ძილმორეული, მოთენთილი ხომ არ გეჩვენებათ ბავშვს;

* განსაკუთრებით გაღიზიანებული ხომ არ გეჩვენებათ შუადღისას;

* დილით გაღვიძება ხომ არ უჭირს;

* ყურადღება ხომ არ ეფანტება, ადვილად ხომ არ ბეზრდება დაწყებული საქმე;

* ხომ არ უჭირს საშინაო დავალებაზე ან სხვა საქმიანობაზე ყურადღების კონცეტრირება.

თუ ამ კითხვებიდან ორს მაინც დადებითად უპასუხეთ (იმ პირობით, რომ ბავშვს არ აქვს ჯანმრთელობის დარღვევა, რომელმაც შეიძლება აღნიშნული პრობლემები გამოიწვიოს), აშკარაა, ძილი აკლია და მისი ძილის რეჟიმი უნდა გადაიხედოს.

frenis kompensacia
frenis kompensacia