დღეს გაგიზიარებთ ერთ საიდუმლოს, რომლის საშუალებითაც, თქვენს მთას ნატურალურ ფერს დაუბრუნებთ და შეღებვა აღარ მოგიწევთ

995

დღეს გაგიზიარებთ ერთ საიდუმლოს, რომლის საშუალებითაც, თქვენს მთას ნატურალურ ფერს დაუბრუნებთ და შეღებვა აღარ მოგიწევთ.

თმის ზრდა და ფერი დამოკიდებულია თმის ფოლიკულის, უფრო სწორად მელანოციტების უჯრედებზე, რომლებიც გამოიმუშავებენ მელანინს, რაც თმის სტრუქტურასა და ხარისხს განსაზღვრავს. ასაკთან ერთად ან სხვა მიზეზების გამო, მელანინის აქტივობა მცირდება და ასე იწყება ძირებიდან ჭაღარა თმის ზრდა. განსაკუთრებულად აჩქარებს პროცესს ნერვიულობა.

დღესდღეობით ჭაღარა თმის პრობლემა არა მარტო ხანში შესულებას, არამედ ახალგაზრდა ადამიანებსაც აწუხებთ. სტრესი, ცუდი ეკოლოგია, ჯანსაღი კვების უგულებელყოფა, სერიოზული დაავადებები – აი რა იწვევს ჭაღარას 25-30 წლის ასაკში.

დღეს გაგიზიარებთ ერთ საიდუმლოს, რომლის საშუალებითაც, ნატურალურ ფერს დაიბრუნებთ, შეღებვა კი არ მოგიწევთ. ეს საშუალება უზრუნველყოფს სპეციალური პიგმენტის – მელანინის გამომუშავებას, რომელიც ჩვენი თმის ფერზეა პასუხისმგებელი.

როგორ გავთავისუფლდეთ ჭაღარისგან?


დაგჭირდებათ:

• 3 თავი ნიორი

• 1 ლ თაფლი

• 4 ლიმონი

• 200 მლ სელის ზეთი

მომზადება:

1. დაჭერით ნიორი და ლიმონი პატარა ნაჭრებად.

2. დაამატეთ თაფლი და სელის ზეთი.

3. აურიეთ ეს კომპონენტები იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

დღეში ეს წამალი ორჯერ 1 ს/კ-ით უნდა მიიღოთ, საჭმლის შემდეგ. მკურნალობის კურსი 3 თვე უნდა გაგრძელდეს. შემდეგ 30 დღე აუცილებლად უნდა შეისვენოთ.

მითები ჭაღარაზე

თუ ერთ ღერს მოიგლეჯთ, ექვსი ახალი ჭაღარა ამოვა? - ჭაღარა თმის რაოდენობა ამის გამო არ მოიმატებს, პირიქით, შეიძლება შემცირდეს კიდეც.

იცვლება თუ არა ჭაღარა თმის სტრუქტურა? - ის შეიძლება გახდეს უფრო წვრილი. ბევრი ჩივილი, რომელიც დაკავშირებულია თმის სიმშრალისა და გაუხეშების მომატებასთან, წარმოადგენს მხოლოდ თავის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის შემცირების შედეგს.

ჭაღარა თმა რუხი ფერისაა - ეს არ არის მართალი, სინამდვილეში ჭაღარა თმა გამჭირვალეა. მელანინის აქტივობის შემცირებისას მას შეიძლება მოყვითალო ფერიც კი გადაჰკრავდეს. რუხი ფერის ჭაღარა მხოლოდ ოპტიკური ილუზიის გამო ჩანს.

როგორ დავამარცხოთ ჭაღარა

შეცვალეთ კვების რაციონი და ჩართეთ მასში ბოსტნეული, ხილი და პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ვიტამინით B12 (თევზი, რძე, ხაჭო, კვერცხი, ქათამი), B9 (ბრინჯი, ლობიო, ოსპი), სპილენძითა და რკინით (კეშიუ, ღვიძლი, ნუში). ცილისა და ვიტამინების დიდი რაოდენობა დაეხმარება არა მხოლოდ თქვენს თმას, არამედ სხეულსაც, რომ შეინარჩუნოს ფორმა.

frenis kompensacia
frenis kompensacia