სახლში მომზადებული ეს წამალი საუკეთესო გზაა სიცხის სწრაფად დასაწევად!

198

სახლში მომზადებული ეს წამალი საუკეთესო გზაა სიცხის სწრაფად დასაწევად!

ორგანიზმის ტემპერატურული რეაქცია ერთ-ერთი დამცველობითი მექანიზმია. ეს
არის ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმი აქტიურად ებრძვის მასში მიმდინარე ანთებით თუ სხვა სახის პროცესებს.

აქედან გამომდინარე, ტემპერატურული რეაქციის შესუსტება-შენელება, მისი დათრგუნვა (ანუ სიცხის ხელოვნურად სხვადასხვა მედიკამენტით დაწევა) ხშირ
შემთხვევაში ორგანიზმისთვის მავნებელია.

როგორც სპეციალისტები იუწყებიან: 38,5 გრადუსამდე ტემპერატურისმატება საგანგაშოდ არ უნდა მივიჩნიოთ და სასურველია მის დაწევაში ხელოვნურად არ ჩავერიოთ, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს არ აღენიშნება კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება.

ცხელებას, საზოგადოდ, უმჯობესია ნატურალური სიცხის დამწევი (ანტიპირეზული) საშუალებებით ვებრძოლოთ. ამ საშუალებებს შორისაა სხვადასხვა მცენარის ნაყოფი, კვირტი, ფოთოლი, ყვავილი და სხვ.

 

კერძოდ, სიცხის დამწევი ეფექტი განსაკუთრებით კარგად აქვს გამოხატული
ჟოლოს, მარწყვის, ალუბლის, წითელი და შავი მოცხარის, ქლიავისა და ფორთოხლის ნაყოფს.

ჩამოთვლილი ნაყოფი თუ კენკრა სალიცილის მჟავას გარდა შეიცავს ვიტამინებს, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელ ნივთიერებებს. შესაბამისად, უფრობეფექტური და სასარგებლოა, ვიდრე ხელოვნური მედიკამენტები.

მითითებული ხილი თუ კენკრა ნებისმიერი სახით შეიძლება გამოიყენოთ, ნატურალური ან მურაბის სახით. მურაბა შეგიძლიათ ჩაის დაამატოთ.

სიცხის დამწევი მოქმედებით გამოირჩევა შემდეგი მცენარეებიც თავშავა, არყის
კვირტები, გულყვითელა და ცაცხვის ყვავილი. ყველა მათგანს იმავდროულად ოფლმდენი ეფექტიც აქვს.

აღნიშნულ მცენარეთა გამოყენებისას უმჯობესია მოამზადოთ მათი ნაყენი. ამისათვის 2 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ.

გაითვალისწინეთ, რომ სიცხის დამწევი და ოფლმდენი ეფექტი აქვს თაფლსაც. ბუნების ეს საოცრება იმავდროულად აძლიერებს იმუნურ სისტემას, გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება.

ცნობილია, რომ სხვადასხვა ადგილას გაზომვისას მიღებული მაჩვენებლები ერთმანეთისგან განსხვავდება. როდის მიიჩნევა ტემპერატურის მომატება სიცხედ?

– ბავშვს სიცხე აქვს, თუ:

* რექტალურად, ყურში და შუბლზე ტემპერატურის გაზომვისას მიღებული მაჩვენებლები აღემატება 38 გრადუსს;

* ორალურად (პირში გაზომვისას)  – 37,8 გრადუსს;

* იღლიის ფოსოში – 37,2 გრადუსს.

თუმცა ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი სულაც არ მიანიშნებს დაავადების სიმძიმეზე. ჩვეულებრივმა ვირუსულმა ინფექციამ, რომელიც არცთუ სერიოზულ პრობლემად მიიჩნევა, შესაძლოა, ტემპერატურის 40 გრადუსამდე მატებაც კი გამოიწვიოს, ხოლო მართლაც მძიმე ინფექციების დროს, განსაკუთრებით – ჩვილებთან, ტემპერატურა შესაძლოა არათუ მომატებული, არამედ დაქვეითებულიც კი იყოს და თერმომეტრი 36.1 გრადუსზე ნაკლებს აჩვენებდეს.

Facebook კომენტარები