საბედნიეროდ არსებობს საშუალებები, რომელთა სახლის პირობებში გამოყენება დაგეხმარებათ ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობაში და აგაცილებთ თავიდან ამ უსიამოვნო შეგრძნებას. 

627

საბედნიეროდ არსებობს საშუალებები, რომელთა სახლის პირობებში გამოყენება დაგეხმარებათ ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობაში და აგაცილებთ თავიდან ამ უსიამოვნო შეგრძნებას. 

ონიქოკრიპტოზი ეწოდება ფრჩხილის ფირფიტის ფრჩხილის მორგვში ჩაზრდას (გვერდით კიდეში). ყველაზე ხშირად ჩაზრდილი ფრჩხილი ფეხის დიდ თითზე აღინიშნება. ვითარდება ანთებითი პროცესი, შეშუპება, სიწითლე და მტკივნეულობა.

მიზეზები:

  • პედიკიურის წესების დაუცველობა. ონიქოკრიპტოზის ძირითადი მიზეზი სწორედ მანიკიურის მაკრატლის არასწორი ხმარებაა ფრჩხილის მოჭრისას. შეიძლება, შემთხვევით მოვჭრათ ფრჩხილის კუთხე, დავტოვოთ მახვილი კიდე, ფრჩხილი ზედმეტად მოვიჭრათ. ყველაფერი ეს საშიშია და უმეტეს შემთხვევაში ანთების პროვოცირებას ახდენს.
  • ფეხებზე ზედმატად დიდი დატვირთვა.
  • მოუხერხებელი და ვიწრო ფეხსაცმლის ტარება.
  • ვალგუსური ტერფი და ბრტყელტერფიანობა. ტერფი დეფორმირდება და მეორე თითის ზეწოლის შედეგად მრუდდება დიდი თითი.
  • ორსულობა და მშობიარობისშემდგომი პერიოდი.
  • დაავადებები, რომლებიც უკავშირდება ფრჩხილის ფირფიტის არასწორ კვებას, მათ შორის შაქრიან დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ენდოკრინულ დაავადებებსა და სიმსუქნეს.
  • ქიმიო- და სხივური თერაპიის ჩატარება.

სიმპტომები:

  • ფრჩხილის მიდამოში მუდმივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხსაცმლის ჩაცმისა და სიარულისას.
  • შეწითლება, შესივება, მტკივნეული პულსაცია და ჩირქოვანი გამონადენი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შიგნით შეაღწია ინფექციამ.
  • ფრჩხილის ირგვლივ ქსოვილის ზედმეტი ზრდა.
  • ფრჩხილის ფირფიტის სიმკვრივის გაზრდა, დეფორმირება, ჩირქის გაჩენა, რბილი ქსოვილის გაუხეშება.

ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ჩაბრუნებული ფრჩხილის პრობლემა, იცის, რომ მიუხედავად მცირე დაზიანებული უბნისა, საშინლად მტკივნეული და მტანჯველია.

პრობლემის წინაშე ვგდებით, როდესაც ფრჩხილი კანის შიგნით იწყებს ჩაზრდას, ეს კი იწვევს სიწითლეს, ტკივილს და ინფექციას. ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემას ბევრი მიზეზი იწყვევს: გენეტიკური ფაქტორი, ფეხის ტრავმა, არასწორად მორგებული ფეხსაცმელი და ა. შ

საბედნიეროდ არსებობს მეთოდები, რომლის სახლის პირობებში გამოყენება დაგეხმარებათ დაზიანებული უბნის მკურნალობაში და აგაცილებთ თავიდან ამ უსიამოვნო შეგრძნებას. (აუცილებლად უნდა მიმართოდ ექიმს სანამ თვით მკურნალობას გადაწყვეტთ)

ჩაყავით ფეხი თბილ აბაზანაში, რომელშიც გახსნილი იქნება ინგლისური მარილი.

ინგლისური მარილი დაგეხმარებათ დეზინფექციაში და დაგიმშვიდებთ კანს. გამოიყენეთ საშუალო ტემპერატურის წყალი და არა ძალიან ცხელი. გააჩერეთ ფეხი 15-20 წუთის განმავლობაში. წყალი დაგირბილებთ ფრჩხილსაც.

გამოიყენეთ ბაბმბის ტამპონი რათა შეამციროთ ზეწოლა ფეხის თითსა და ფრჩხილს შორის.

გამოიყენეთ პინცეტი ან კბილის საწმენდი ძაფი რათა ძალიან ფრთხილათ აწიოთ ფრჩხილი და მის ქვეშ მოათავსოთ სტერილური ბამბის ტამპონი. აუცილებელია ტამპონის რეგულარული გამოცვლა. გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ დროებით მოგიგვარებთ პრობლემას.

გამოიყენეთ ანტიბიოტიკის შემცველი მალამო

 

რეგულარულად წაისვით მტკივნეულ ფრჩხილზე ანტიბიოტიკის შემცველი მალამო, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის შეჭრა. გქონდეთ ფეხის თითი სუფთად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი კანი დაზიანებულია. შემოიხვიეთ სამედიცინო ლეიკოპლასტირი.

შგეიძლიათ გამოიყენოთ ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთი ნატურალური დეზინფექციის საშუალებაა. გამოიყენეთ მხოლოდ რამდენიმე წვეთი, რათა მოიშოროთ ბაქტერიები და არ გაიუარესოთ ფრჩხილის მდგომარეობა.

ეს რამდნეიმე რჩევა მოგიხსნით ჩაბრუნებული ფრჩხილით გამოწვეულ დისკომფორტს. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ ჩაზრდილი ფრჩხილის მოჭრა, სანამ ექიმის რჩევებს არ მოისმენთ.

Facebook კომენტარები