როგორ შევაჩეროთ გულის დაავადებები? პასუხს შეუდარებელ ხალხურ რეცეპტებში იპოვით!

641

როგორ შევაჩეროთ გულის დაავადებები? პასუხს შეუდარებელ ხალხურ რეცეპტებში იპოვით!

ეს რეცეპტები მართლაც გასაოცარია

საჭირო ინგრედიენტები და მომზადების წესი: 

აიღეთ 10 ს.კ  კუნელი, 5 ს.კ. ასკილი (წინასწარ დაქუცმაცებული ნაყოფი), მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი. ქვაბი შეფუთეთ და მოათავსეთ თბილ ადგილას 24 საათით. შემდეგ გაწურეთ დოლბანდში. მიიღეთ 200 გრ. 3–ჯერ დღეში, ჭამის წინ. ეს წამალი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მიოკარდის ინფარქტგადატანილებზე.

აურიეთ ორი ლიმონის წვენი და 3 საშუალო ზომის ალოეს ფოთლის წვენი. დაამატეთ 500 გრ. თაფლი და დააყენეთ კარგად დახურულ ჭურჭელში მაცივარში 7 დღის განმავლობაში, პერიოდულად მოურიეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3–ჯერ დღეში, ჭამამდე ერთი საათით ადრე. ჩაატარეთ მკურნალობის 3–4 კურსი ერთთვიანი შესვენებებით.

როდესაც ტკივილები გულის არეში შეგაწუხებთ, არყის სირჩაში ჩააწვეთეთ 30–40 წვეთი კატაბალახას ნაყენი და გაიჩერეთ პირში 1–2 წუთი. უკეთესად მოქმედებს კატაბალახას ფესვის და კუნელის სპირტზე ნაყენი.

გახშირებული გულისცემის და გულის არეში ტკივილის დროს მიიღეთ შემდეგი ნარევი:
კატაბალახას ფესვი — 2 წილი, შავბალახას ბალახი ფარსმანდუკის ბალახი — 1 წილი, ანისულის ნაყოფი – 1 წილი. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 300 მლ. მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათით. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 3–4–ჯერ დღეში.

ბალახები ჰიპოტონიის წინააღმდეგ

დაბალი წნევა გაქვთ? მოამზადეთ კრაზანას, კულმუხოს, ასფურცელას, ბრტყელეკალას ფოთლების ნახარშები. ბრტყელეკალა მცირე დოზებით აღაგზნებს
ნერვულ სისტემას, დიდი რაოდენობით კი, პირიქით, თრგუნავს.

ისეთი მცენარე, როგორიცაა თავკომბალა, მცირე დოზებით ამაღლებს წნევას, დიდი დოზით კი ამცირებს. როგორც სამკურნალო მცენარე რეკომენდებულია ეკალზე მანჯურიული. მისი ფესვების სპირტზე ნაყენი მატონიზებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. იგი ინიშნება ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის, ჰიპოტონიის და ასტენიის დროს.

მკურნალობის პარალელურად საჭიროა  იგივე პრევენციული ღონისძიებები და ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების დაცვა, რომლებიც გულის დაავადებათა განვითარების რისკსაც ამცირებს:

* არტერიული წნევის კონტროლი – მაღალი წნევა გულის დაავადებების მთავარი რისკფაქტორია, ამიტომ ვისაც ის არ აწუხებს, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიზომოს, ვისაც პერიოდულად აქვს მაღალი წნევა – უფრო ხშირად;

* სისხლში ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონის პერიოდული შემოწმება;

* ჯანსაღი წონის შენარჩუნება;

* ჯანსაღი კვება;

* რეგულარული ვარჯიში – ის აძლიერებს გულს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აადვილებს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, ქოლესტეროლის დონისა და არტერიული წნევის დაქვეითებას.

მოძრაობის უამრავი საშუალება არსებობს: სიარული, სირბილი, ცურვა, იოგა, ცეკვა, ბაღში ფუსფუსი… მთავარია მონდომება.

Facebook კომენტარები