ხვრინვა არა მარტო ოჯახის წევრებს „უწამლავს“ ცხოვრებას, არამედ თვითონ მხვრინავსაც. დაღლილობა, გაღიზიანება, თავის ტვინის ფუნქციონირების გაუარესება, გულის უკმარისობა,- ხვრინვის შედეგებია – გაგიზიარებთ მეთოდებს, რომლებიც ხვრინვის წინააღმდეგ ეფექტურია.

357

ხვრინვა არა მარტო ოჯახის წევრებს „უწამლავს“ ცხოვრებას, არამედ თვითონ მხვრინავსაც. დაღლილობა, გაღიზიანება, თავის ტვინის ფუნქციონირების გაუარესება, გულის უკმარისობა,- ხვრინვის შედეგებია – გაგიზიარებთ მეთოდებს, რომლებიც ხვრინვის წინააღმდეგ ეფექტურია.

თუ ხვრინავთ, ალბათ პარტნიორის ბუზღუნიც ხშირად მოგისმენიათ. მაგრამ არ გეგონოთ, ხვრინვა მხოლოდ თქვენს პარტნიორს უფრთხობდეს ძილს – ის თქვენს ჯანმრთელობასაც ვნებს.

ზრდასრული მოსახლეობის 45% დროდადრო ხვრინავს, 25% კი გამოუსწორებელი მხვრინავია. საინტერესოა, რა იმალება ამ ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომის მიღმა.

ცნობილია, რომ ხვრინავენ უმეტესად მამაკაცები, მეტადრე – ჭარბწონიანები (თუმცა ჭარბი წონა ორივე სქესისთვის რისკფაქტორია). ასაკთან ერთად მდგომარეობა, წესისამებრ, უარესდება. ხვრინვა შესაძლოა სუნთქვის გაძნელების ნიშანი იყოს, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ხვრინვის ანატომიური თუ სხვა მიზეზების დადგენაში ყველაზე უკეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი დაგეხმარებათ.

რატომ ვხვრინავთ?

ალბათ გაინტერესებთ, როგორ ახერხებს მძინარე ადამიანი ასეთი ხმაურის გამოწვევას.

ვხვრინავთ მაშინ, როცა ჰაერი თავისუფლად ვერ მოძრაობს ჰაერგამტარ გზებში, კერძოდ, ძნელად გაედინება ცხვირისა და პირის უკანა გასასვლელებიდან. ეს სასუნთქი გზების ყველაზე მრუდე ნაწილია. აქ თავმოყრილია ენა, ხახა, რბილი სასა და ნაქი. უსიამოვნო ხმიანობა წარმოიშობა მაშინ, როცა სუნთქვის დროს ეს ანატომიური სტრუქტურები ერთმანეთს ეჯახება და ვიბრირებს.

ხვრინვის ხმის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა ხახის კედლების, რბილი სასისა და ენის ძირის რხევითი მოძრაობები. ცხვირსა და ყელში ლორწო არის ძირითადად, ხვრინვის მიზეზი. ამ ლორწოს შემცირება არის ის, რაც უნდა გაკეთდეს.

საშუალებები ხვრინვის წინააღმდეგ

ოცნებობთ ხვრინვისგან გათავისუფლდეთ? სწავლულები თვლიან, რომ რამდენიმე პროდუქტს თქვენი დახმარება შეუძლია.

1. პიტნა-
ცხელი პიტნის ჩაი დაგეხმარებათ სუნთქვის გასუფთავებაში. ასევე სასარგებლოა პიტნის ეთერზეთი: 2-3 წვეთი გახსენით ცხელ წყალში, მიღებული ნაყენი პირში გამოივლეთ.

2. ზეითუნის ზეთი- დაძინებამდე 3-4 საათით ადრე, პიპეტის დახმარებით, ზეითუნის ზეთის ერთი წვეთი ჩაიწვეთეთ ცხვირის თითოეულ ნესტოში. მკურნალობის კურსი სამი კვირაა.

3. კარდამონი –კარდამონი არამარტო არაჩვეულებრივი სანელებელია. არამედ სუნთქვის გამწმენდიც. წყლიან ჭიქაში ჩაამატეთ 1ჩ/კ თაფლი, ცოტაოდენი დარიჩინი და ½ ჩ/კ დაფქული კარდამონი. მიღებული სასმელი დაძინებამდე დალიეთ.

ექიმები გვირჩევენ, რომ ხვრინვისგან თავის დასაღწევად, დაძინებამდე უარი უნდა ვთქვათ რძის პროდუქტებსა და მოწევაზე.

Facebook კომენტარები