ექსპერტების აზრით, რეჰანი უნიკალური მცენარეა. მას აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
ექსპერტების აზრით, რეჰანი უნიკალური მცენარეა. მას აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის ინფექციებს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და თმისთვის, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
თავის ტკივილი
რეჰანს შესანიშნავი ანტისპაზმატიური თვისებები აქვს და ძველი დროიდან გამოიყენება კუნთებისა და სისხლძარღვების მოდუნებისთვის. ძლიერი თავის ტკივილის დროს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვების სპაზმებით, საკმარისია მიიღოთ მცენარის რამდენიმე ღერი და 5-7 წუთში შესამჩნევ გაუმჯობესებას იგრძნობთ.
იმუნიტეტის გაძლიერება
ვისაც სურს, აღადგინოს ძალები და გაიძლიეროს იმუნიტეტი, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და ოპერაციების შემდგომ, სახალხო მკურნალები გვირჩევენ, ყოველდღიურად, ყოველი ჭამის წინ მივიღოთ 50 მილილიტრი ახლადგაწურული წვენი 10-12 დღის განმავლობაში.
გაციება
თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო რეჰანის ნაყენი ეფექტურია გაციების, მაღალი სიცხისა და ძლიერი ხველების დროს. 1 სადილის კოვზ გამხმარ რეჰანის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30-40 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. ძლიერი გაციებისა და ხველების დროს მიიღეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
დეპრესია
დეპრესიებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც მუდმივად იმყოფება სტრესის ქვეშ რეკომენდებულია რეჰანის ფოთლების დამატება ჩვეულებრივ ჩაიში, ვინაიდან ეს მცენარე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია და აქედან გამომდინარე არა მხოლოდ ხსნის დაღლილობას, არამედ აუმჯობესებს განწყობას. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ თავისი ეფექტურობით ამ მცენარის ერთი ფინჯანი ჩაი უდრის შავი შოკოლადის რამდენიმე ფილას.
თვალის ანთება
თვალის დაავადებების (კონიუქტივიტი, კატარაქტა, გლაუკომა) სამკურნალოდ 1 ს.კ. რეჰანის მშრალ ბალახსა დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ 40 წუთით. როდესაც გაგრილდება, მიღებული სითხით დაიბანეთ თვალები რამდენჯერმე დღეში.
რეჰანის თესლი გვხვდება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო წამლების შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენდა სურნელოვან წასასმელ წამალს და იხმარებოდა კბილების და ღრძილების გამოსაწმენდად.
ეს მცენარე კეთილსურნელოვან მცენარეებს ეკუთვნის და, ამის გამო გამოყენებული იყო ახლად გამოჯანსაღებული ადამიანისათვის სასუნებლად. ფიქრობდნენ აგრეთვე, რომ რეჰანის წასმა ხელს უწყობდა თმის ზრდას.