ახლა გაგიმხელთ ჩემს საიდუმლო რეცეპტს, რომელსაც დიდხანს ვმალავდი – დროა ყველამ გაიგოს…

1231

ახლა გაგიმხელთ ჩემს საიდუმლო რეცეპტს, რომელსაც დიდხანს ვმალავდი - დროა ყველამ გაიგოს...

 

გაგანდობთ ჩემს „საფირმო“ რეცეპტს. ეს არის მწარე წითელი წიწაკის ნაყენი, რომელსაც ვიყენებ სხვადასხვა შემთხვევაში:

მადის გასაძლიერებლად; მსუბუქი მოწამვლის დროს, თუ საკვებმა მაწყინა; თმის ცვენისას (თმაში შესაზელად); სახსრების დასაზელად (ტეხისას).

ნაყენი ძალიან ადვილი მოსამზადებელია:

წვრილად დაჭერით 50 გ მწარე წიწაკა და დაასხით 0,5 ლიტრი 70%-იანი სამედიცინო
სპირტი ან არაყი. დააყენეთ 10 დღით, დროდადრო ურიეთ, შემდეგ გაწურეთ. 10-20 წვეთ ნაყენს დაასხით ცოტაოდენი წყალი და მიიღეთ ჭამის წინ, დღეში 2-3-ჯერ.

გაითვალისწინეთ:

კუჭის წყლულის დროს ამ ნაყენის მიღება არ შეიძლება!

შესაზელად ნაყენი ასე მზადდება:

წმინდად დაფქულ წიწაკას შეურიეთ მცენარეული ზეთი (2 მლ ზეთი 1 გ წიწაკაზე). ეს ნარევი დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში.

გამოიყენეთ სახსრების ანთების, ნევრალგიის, რადიკულიტის დროს.

ამ ზეთის მიღება შეიძლება შინაგანადაც, როცა საჭმლის მონელება დუნეა. დოზა ასეთია:  10-20 წვეთი ჭამის წინ, დღეში 2-3-ჯერ.

რაც შეეხება ტკბილი (ბულგარული) წიწაკის
წვენს, მას ჩემი მეუღლე სახეზე პიგმენტური ლაქების გასაქრობად იყენებს:

წურავს წვენს, ურევს მას იმავე ოდენობის სტაფილოს წვენს და მიღებული ნარევით იწმენდს სახეს. შედეგი მართლაც შთამბეჭდავია.

საერთოდ, მე დიდი ხანია დავასკვენი, რომ ყველაფერი, რაც საკუთარი ხელით მოგვყავს და ვამზადებით, საოცრად მარგებელია.

წი­წა­კა ხში­რად უნდა ჩარ­თონ რა­ცი­ონ­ში მათ, ვი­საც გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, დერ­მა­ტი­ტი, სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი, ანე­მია, უძი­ლო­ბა აწუ­ხებს.

1. წი­წა­კა არე­გუ­ლი­რებს კუ­ჭი­სა და კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის მუ­შა­ო­ბას, აქ­ვე­ი­ტებს არ­ტე­რი­ულ წნე­ვას, ამ­ცი­რებს თრომ­ბო­ზე­ბის რისკს, აძ­ლი­ე­რებს ორ­გა­ნიზ­მის გამ­ძლე­ო­ბას რა­დი­ა­ცი­ის მი­მართ.

2. ტკბი­ლი წი­თე­ლი წი­წა­კა ას­თმი­სა და ბრონ­ქი­ტის დროს, აუმ­ჯო­ბე­სებს სუნ­თქვას.

3. წი­წა­კა აუმ­ჯო­ბე­სებს მეხ­სი­ე­რე­ბას, არე­გუ­ლი­რებს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას, ამაღ­ლებს შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და ებ­რძვის სტრესს.

სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით, რეკორდსმენია ცხარე წითელი წიწაკა. მასში ცხიმებისა და კაროტინის შემცველობაა 10-15%. იგი ასევე შეიცავს ვიტამინებს A, B1, B2, P, C. ეს ბოლო ორი, ამაგრებს და წმენდს სისხლძარღვებს, დაბლა წევს ცუდი ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, უხდება მხედველობას და ამაგრებს ძვლებს.

წითელ ცხარე წიწაკას აქვს ძლიერი ბაქტერიოციდული თვისებები, ამის გამო სასარგებლოა ნაწლავების სხვადასხვა ინფექციებისას და აშლილობისას. წითელი წიწაკა ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ცხიმების წვას (პუტკუნების საყურადღებოდ, რომელთაც აღარ უნდათ პუტკუნობა), შეიცავს ძალიან ცოტა ნახშირწყლებსა და კალორიას.

წიწაკის ჭამისას ტვინი გამოყოფს ბუნებრივ ნარკოტიკებს - ენდორფინებს, ამიტომ ადაბლებს სტრესის შეგრძნებას, თუ სტრესში არა ვართ, ქმნის კომფორტულ გუნება-განწყობილებას. თუ 3-5 კილოგრამ წითელ ცხარე წიწაკას ხელის ხორცსაკეპი მანქანით გაატარებთ ხელთათმანების გარეშე და გატარებულ მასასაც შიშველი ხელებით შეაზავებთ, იწვევს კანის წვას და ძლიერ გაბრუებას სიცილის ეფექტით (საკუთარ თავზე გამოვცადე გასულ შემოდგომაზე ოჯახში აჯიკის კეთებისას).

frenis kompensacia
frenis kompensacia