მოცვი ფაღარათის  საუკეთესო მკურნალია –  თავი დააღწიეთ უსიამოვნო შეგრძნებებს და თამამად გადით სახლიდან

135

მოცვი ფაღარათის  საუკეთესო მკურნალია –  თავი დააღწიეთ უსიამოვნო შეგრძნებებს და თამამად გადით სახლიდან

დიარეა, იგივე ფაღარათი, ხალხში კუჭის აშლილობასაც რომ ეძახიან, არის დღე-ღამეში სამი ან მეტი დეფეკაცია (ნაწლავების მოქმედება) თხიერი ან ფაფისებრი განავლით.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ფართოდ ხმარებული ტერმინი “კუჭის აშლილობა” არ არის სწორი და არ გამოხატავს დაავადების არც მექანიზმს და არც არსს.

დიარეის დროს არა იმდენად კუჭის, რამდენადაც ნაწლავთა ფუნქციის დარღვევასთან გვაქვს საქმე. შედეგად იზრდება ნაწლავთა მოქმედების სიხშირე, დღეღამური განავლის საერთო მოცულობა და მისი წყლიანობა.

უფრო ზუსტი განმარტებით, ფაღარათად მიიჩნევა მდგომარეობა, რომლის დროსაც განავლის სადღეღამისო მოცულობა აღემატება 200 მლ-ს, ხოლო მასში წყლის შემცველობა აღწევს 85-95%-ს.

ზოგიერთი ინფექციური წარმოშობის დიარეის დროს ნაწლავთა მოქმედების სიხშირემ დღე-ღამეში შესაძლოა 20-30-საც კი მიაღწიოს (დაახლოებით 30 წუთში ერთხელ).

2-3-კვირიან დიარეას მწვავე ეწოდება, უფრო მეტად გახანგრძლივების შემთხვევაში ქრონიკული დიარეის სინდრომზე საუბრობენ.

ეს უკანასკნელი ვითარდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, კრონის დაავადების, სხვადასხვა ტიპის ენტეროპათიის, ქრონიკული პანკრეატიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ცელიაკიის (გლიადინის აუტანლობის), მსხვილი ნაწლავის (კოლორექტული) ზოგიერთი სახეობის სიმსივნის დროს და სხვა.

ფაღარათის დროს აიღეთ 2 სუფრის კოვზი ხმელი მოცვი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 8 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

მოცვის სამკურნალო თვისებებს სათრიმლავი ნივთიერებების შემცველობა განაპირობებს, საუცხოო გემოს კი – ვაშლის, ლიმონმჟავას, რძის, ქარვისა და სხვა ორგანული მჟავების შემცველობა. გარდა ამისა, მოცვის შეიცავს კაროტინს, შაქარს, B ჯგუფის ვიტამინებს, გლიკოზიდებს, კუჭუკანა ჯირკვლის სეკრეციის (გამომყოფი ფუნქციის) მასტიმულირებელ და ბაქტერიოციდულ ნივთიერებებს, პექტინებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავების დაცლას მავნე, ლპობადი შიგთავსისგან.

მოცვი განსაკუთრებით მდიდარია რკინის მარილებით, რომლებსაც ორგანიზმი უფრო უკეთ ითვისებს, ვიდრე აფთიაქში შეძენილ რკინის პრეპარატებს. რკინის შეთვისებას ხელს უწყობს ჩ ვიტამინის (ასკორბინის მჟავას) თანაარსებობა, ეს კომბინაცია კი მოცვში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი.

 მოცვის ნაყოფს მანგანუმის შემცველობით ხილსა და კენკრას შორის პირველი ადგილი უკავია. მისი ფოთლები მდიდარია სათრიმლავი ნივთიერებებით, ფლავონოიდებით, ტრიტერპენული შენაერთებით (ოლეინის მჟავა და სხვა), C ვიტამინით (250მგ%-მდე), კაროტინით, ჰიდროქინონით და სხვა სასარგებლო ნაერთებით.

Facebook კომენტარები