ჩემ მეუღლეს ყოველდღე იჟოგა ტანჯავდა სანამ ეს რეცეფტები არ სცადა

5600

ჩემ მეუღლეს ყოველდღე იჟოგა ტანჯავდა სანამ ეს რეცეფტები არ სცადა

გულძმარვა ეს არის წვის ან სიმჟავის უსიამოვნო შეგრძნება საყლაპავის გასწვრივ. თქვენს შემთხვევაში თუ რამ გამოიწვია იგი, მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ.
თუმცა, შესაძლოა, ჩივილის მაპროვოცირებელი ერთ-ერთი ფაქტორი იყოს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს მჟავიანობის მომატებას, საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას.

მჟავის ამოსვლის მიზეზს წარმოადგენს საყლაპავის ბოლოში არსებული სფინქტერის, ე.წ. ჩამკეტის სისუსტე ან ნაკლოვანება, რომელიც ვეღარ ახერხებს საკვების შეკავებას კუჭში.
გასტროეზოფაგური რეფლუქსის ყველაზე ხშირი სიმპტომებია გულძმარვა და კუჭიდან საყლაპავში სიმჟავის ამოსვლა.

ამ დაავადებას შეიძლება, ახასიათებდეს სხვა სიმპტომები, როგორიცაა:

  • საყლაპავის ტკივილი და ანთება (ეზოფაგიტი);
  • უსიამოვნო გემო პირში;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • მუცლის შებერილობა;
  • ბოყინი;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • ყლაპვის გაძნელება – რომელიც შეიძლება იწვევდეს ისეთ შეგრძნებას, თითქოს ყელის ქვედა ნაწილში გაჭედილია საკვების ნაწილი;
  • ტკივილი ყლაპვის დროს;
  • ყელის ტკივილი;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • კბილების კარიესი;
  • ღრძილების დაავადება.

როგორ ვუშველოთ გულძმარვას?

გახეხეთ ნიგოზი ან ნუში. საკმარისია მხოლოდ 1 ს.კ. და გულძმარვა გაქრება!

უზმოზე მირთმეული 1 თეფში წიწიბურა დაგიცავთ გულძმარვისგან მთელი დღის განმავლობაში.

მცენარეული ზეთიც ეხმარება. გულძმარვის შეტევის დროს მიიღეთ 1 ჩ.კ. ზეთი.

სტაფილო, ვაშლი, გოგრის უმი თესლი ან მზესუმზირა – მიირთვით ამ პროდუქტებიდან რომელიმე მცირე რაოდენობით. შვებას უმალვე იგრძნობთ.

მოხალეთ წიწიბურა, დაფქვით და გაცერით. მიიღეთ ეს საშუალება დღეში სამჯერ 1 მწიკვი.

ასევე კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ ქვემოთ მოცემულ რჩევებს. აღკვეთავთ გულძმარვას.

  • ძილის დროს აღმოცენებული გულძმარვის მოსახსნელად უნდა წამოდგეთ, გაიარ-გამოიაროთ, მოსვათ რამდენიმე ყლუპი წყალი.
  • ყურადღება მიაქციეთ კუჭის მოქმედების რეგულარულობას. არასასურველია შეკრულობა, ჭინთვები – ეს ზრდის მუცლის შიდა წნევას და იწვევს გულძმარვას.
  • სადილის შემდეგ დასასვენებლად ნუ წამოწვებით. უმჯობესია, გაიარ-გამოიაროთ. ეს ხელს შეუწყობს საკვების კუჭიდან ნაწლავებში სწრაფად გადასვლას.
  • დაიცავით კვების რეჟიმი. მიირთვით დღეში 5-7-ჯერ, მცირე ულუფებით, ერიდეთ ძღომას.
  • რაციონში შეიტანეთ ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტები: რძე, ნაღები, არაჟანი, ხაჭო, ორთქლზე მომზადებული კატლეტი, ძროხის, ქათმის, თევზის მოხარშული ხორცი, ნაღებისა და მცენარეული კარაქი, თეთრი პური (სასურველია, უსაფუვრო).
  • მოამზადეთ ბოსტნეული ორთქლზე ან გახეხეთ, გააკეთეთ პიურე. ვაშლი უმჯობესია ჩაშუშული მიირთვათ.

გულძმარვის დროს რეკომენდებული არ არის:

  • ცხიმიანი, შემწვარი ხორცი, ქათამი, თევზი;
  • შაშხი და ლორი;
  • ცხარე სოუსები და სანელებლები;
  • მჟავე ხილის წვენები და კომპოტები;
  • უხეში უჯრედისის შემცველი ბოსტნეული (თეთრთავა კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, ხახვი, ნიორი);
  • სოკო;
  • შავი პური;
  • გაზიანი სასმელები, მაგარი ჩაი, ყავა.
Facebook კომენტარები