ამ სტატიაში გაგიზიარებთ  როგორ აღმოაჩინოთ თქვენი უძილობის გამომწვევი მიზეზები  და როგორ შეებრძოლოთ მარტივად მცენარეული ნაყენით

756

ამ სტატიაში გაგიზიარებთ  როგორ აღმოაჩინოთ თქვენი უძილობის გამომწვევი მიზეზები  და როგორ შეებრძოლოთ მარტივად მცენარეული ნაყენით

უძილობას შეუძლია თქვენი დღეები ნამდვილ კოშმარად აქციოს და გამოიწვიოს დაღლილობა, მოთენთილობა, ასევე გავლენა მოახდინოს ემოციურ მდგომარეობაზე.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში უძილობა იწვევს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს, როგორიცაა - გულის, გასტროენტეროლოგიური და მეტაბოლური დაავადებები.

მინდა, უძილობასთან ბრძოლის ჩემეული მეთოდი გაგაცნოთ. თავიდან სისხლის გან-
დევნას ძილის წინ საყელოს ზონის მასაჟი აუმჯობესებს. უმჯობესია, ის გააკეთოთ სპეციალური იპლიკატორით, რომელიც აფთიაქებში იყიდება. დაიორთქლეთ ტერფები.

ამისთვის წყალი უნდა იყოს ძალიან ცხელი. ფეხები თანდათანობით ჩაყავით წყალში. დაიწყეთ ქუსლებით. პროცედურა მოითხოვს 20-30 წუთს. ამის შემდეგ ძილის კლანჭებისგან თავს ვეღარ დაიძვრენთ.

თუ თვალები დაგიმძიმდათ, დროს ნუ დაკარგავთ, მაშინვე ჩაწექით, რადგან ძილი
მატარებელს ჰგავს — თუ ჩაიქროლა, ვეღარ დაეწევით. ძილის წინ გაიკეთეთ თბილი,
36-37 გრადუსიანი მარილის (უმჯობესია ზღვის მარილის აბაზანა. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში საპირისპირო ეფექტს მიიღებთ.

განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ძილის წინ კატაბალახას ნაყენის შესუნთქვა ასეთი წესით: იყიდეთ კატაბალახას ნაყენი ფართოყელიანი ბოთლით და კარგად შეანჯღრიეთ. თითით დაიცეთ ცალი ნესტო, მეორით კი რაც შეიძლება დიდხანს შეისუნთქეთ
ნაყენის სურნელი. არ იჩქაროთ. ამოისუნთქეთ მეორე ნესტოთი. იგივე გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. ამ პროცედურიდან 20 წუთის შემდეგ რული მოგეკიდებათ.

ნერვული სისტემის გასაძლიერებლად ძალიან სასარგებლოა ასეთი კოქტეილი:

  • შავბალახას ნაყენი 1 ფლაკონი;
  •  კატაბალახას ნაყენი 1 ფლაკონი;
  •  კუნელის ნაყენი — 1 ფლაკონი;
  • ჰიორდასალმის ნაყენი - 1 ფლაკონი.

ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, ერთი საჩაროზე კოვზი გააზავეთ 1/2 ჭიქა წყალში
და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, აუცილებლად — ძილის წინ. ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ
კორვალოლის წვეთებიც. მკურნალობის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ სრულიად გამიქრა კარდიონევროზი, რომელიც არ დაექვემდებარა ქიმიურ პრეპარატებს.

დაავადებებს წლების განმავლობაში ვიმკით, მათგან მორჩენა კი სწრაფად გვსურს. ასე არ ხდება, გზა პირველი ნაბიჯით იწყება და ამ ნაბიჯს თქვენ გარდა ვერავინ გადადგამს.

კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ძილის დარეგულირებაში. საკვები პირდაპირ კავშირშია სეროტონინის გამომუშავებასთან. ეს ჰორმონი ვიტამინებთან B6, B12 და ფოლიუმის მჟავასთან ერთად გვეხმარება ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბებაში. ამიტომ ეცადეთ მიირთვათ საკვები, რომელიც გაზრდის სეროტონინის დონეს თქვენს ორგანიზმში - რთული ნახშირწყლები როგორიცაა - ხორბლის პური და მაკარონი; ცილები - ქათმის ან ინდაურის ხორცი, მცენარეული ცხიმები - კაკალი; სასმელები - როგორიცაა თბილი რძე ან გვირილის ჩაი.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia