ბევრი ადამიანისთვის  ჭარბი ოფლიანობა გადაუჭრელი პრობლემაა , თუმცა ამ ნაყენის დახმარებით შეძლებთ ოფლზე გამარჯვებას !  

1358

ბევრი ადამიანისთვის  ჭარბი ოფლიანობა გადაუჭრელი პრობლემაა , თუმცა ამ ნაყენის დახმარებით შეძლებთ ოფლზე გამარჯვებას !  

“ჯანმრთელი” ოფლი, ჩვეულებრივ, ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას, სიცხეში, ნერვიულობისას გვდის. ამ დროს ყველაზე ხშირად სახე, იღლიები, ხელისგულები და ფეხისგულები გვიოფლიანდება.

ხოლო ის, რამდენ ოფლს გამოვყოფთ და რამდენად მძაფრი სუნი აგვივა, ჰორმონების დონეზე, მიღებულ საკვებზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, გუნებგანწყობაზეც კია დამოკიდებული.

ოფლის გამოყოფა ორგანიზმისთვის ძალზე საჭირო პროცესია და თერმორეგულაციის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს. მარტივად რომ ვთქვათ, არამც და არამც არ შეიძლება, გადახურებული ორგანიზმიდან ოფლი არ წამოვიდეს, რადგან კანის ზედაპირიდან ოფლის აორთქლების შედეგად ორგანიზმი გრილდება.

ზოგჯერ საოფლე ჯირკვლებს მეტისმეტი მოსდით და ზომაზე მეტი ოდენობის ოფლს გამოყოფენ. ამ მდგომარეობას ჰიპერჰიდროზი ეწოდება.

ზოგჯერ საოფლე ჯირკვლებს მეტისმეტი მოსდით და ზომაზე მეტი ოდენობის ოფლს გამოყოფენ. ამ მდგომარეობას ჰიპერჰიდროზი ეწოდება.

ჭარბ ოფლიანობას იწვევს:

 ჰორმონული პრობლემები: ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დონის კლება);

მედიკამენტები: ანტიდეპრესანტები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგალითად, ასპირინი), დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი წამალი, თეოფილინის, კოფეინის შემცველი პრეპარატები;

. ნერვული სისტემის პრობლემები: ტრავმა, ავტომატური ნერვული სისტემის სხვა სახის ფუნქციური დაზიანება;

. ინფექციები: ტუბერკულოზი, ენდოკარდიტი, სოკოვანი დაავადება, რომელიც მთელ სხეულზეა მოდებული.
სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია ორსულობა და მენოპაუზა.

ჭარბი ოფლიანობა ერთი პრობლემაა, ხოლო მძაფრი სუნი – მეორე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი. სუნის მიზეზი მიღებული საკვებიც შეიძლება იყოს, მედიკამენტებიც და კანზე მობინადრე ბაქტერიებიც.

ზაფხულში თავს იმის უფლებასაც კი ვერ ვაძლევდი, სხვების თანდასწრებით ცხელი ჩაი ან ყავა დამელია, რადგან მაშინვე ძლიერი ოფლდენა მეწყებოდა.

ძლიერ ვოფლიანდებოდი მაშინაც, როცა ვნერვიულობდი. ვერავინ დამეხმარა, ვიდრე თავად არ მივაგენი ხალხურ საშუალებას, რომლის წყალობითაც ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი.

როგორც კი თბილი ამინდები დადგება, მაშინვე ვიწყებ სპეციალური ჩაის სმას,
რომელიც იოლად მზადდება სალბის ფოთლებისგან:

უნდა აიღოთ 1 ჩაის კოვზი სალბი და დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგათ 20 წუთი, გაწუროთ და სვათ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ.

ცხელი ამინდების დადგომამდე ორი-სამი კვირით ადრე ვიწყებ და ერთი თვის განმავლობაში ვსვამ ტყის მარწყვის ფოთლების ჩაის. მისი დამზადებაც საკმაოდ ადვილია:

– 1 სადილის კოვზ ფოთოლს უნდა დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე, ნახევარი საათი გააჩეროთ და დღის განმავლობაში სვათ. ყველას, ვისაც გაძლიერებული ოფლდენა პრობლემად ქცევია, ვურჩევ, ზაფხულობით დღეში ორჯერ მიიღოს კონტრასტული შხაპი.

საღამოობით სასარგებლოა მცენარეთა აბაზანები. ბუნებრივ ანტიპერსპირანტად გამოგადგებათ მწვანე ჩაი: 2 ჩაის კოვზს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ, დაუმატეთ 1 ლიმონის წვენი, გაფილტრეთ და ამ ნაყენით დაიზილეთ სხეულის ის პრობლემური ადგილები, რომლებიც ყველაზე ძლიერ გიოფლიანდებათ.

ამგვარი პერსპირანტის გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ, მთელი დღე მშვიდად
იყოთ. სწორედ ასე დავამარცხე ჩემი პრობლემა, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლებად მაწუხებს.

Facebook კომენტარები