რეცეპტი, რომელიც უებარია კალციუმის დეფიციტის შესავსებად – ყველასთვის სასარგებლო ინფორმაცია!

679

 რეცეპტი, რომელიც უებარია კალციუმის დეფიციტის შესავსებად – ყველასთვის სასარგებლო ინფორმაცია!

კალციუმი – პირველი, რასთანაც ეს ელემენტი ასოცირდება, ძვლებია. მართლაც, ძვლების სიმტკიცისთვის კალციუმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ მისი წყალობით დავდივართ, დავრბივართ, ვეზიდებით ტვირთს…

ძვლების სიმაგრის შენარჩუნება კალციუმის ერთადერთი დანიშნულება არ არის. ამ ელემენტს გაცილებით მეტი ევალება: სისხლძარღვების შეკუმშვა და გაფართოება, სისხლის შედედება, კუნთების შეკუმშვა, ნერვული იმპულსების გადაცემა, ჰორმონების სეკრეცია…

თუმცა ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესრულებას ორგანიზმში არსებული კალციუმის 1%-ზე ნაკლები ჰყოფნის. დანარჩენი 99% ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი და მათი სტრუქტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

კალციუმის ნაკლებობა ანუ ჰიპოკალცემია ასევე ასოცირებულია სხვადასხვა დაავადებებთან და მდგომარეობებთან, როგორიცაა მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის, პარათირეოიდული ჯირკვლის, თირკმლის და სიმსივნური დაავადებები.

ჰიპოკალცემიის დამახასიათებელი სიმპტომები უმეტეს შემთხვევაში არ ვლინდება, თუ კონცენტრაციის ცვლილება არ ხდება ძალიან სწრაფად ან მკვეთრად. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს: კუნთების ტკივილი და სპაზმი; ხელების კანკალი; დაბუჟების შეგრძნება პირის გარშემო, ხელებისა და ფეხების მიდამოებში.

როგორ მივიღოთ?

კალციუმს განუწყვეტლივ მოვიხმართ, შესაბამისად, ორგანიზმში მისი მარაგი დღიდან დღემდე ილევა. კალციუმის წარმოქმნა ორგანიზმს თავად არ შეუძლია, ამიტომ ის გარედან უნდა მივაწოდოთ. ამისთვის საუკეთესო საშუალება საკვებია. კალციუმი არაერთი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში შედის.

კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ადამიანმა უნდა მიიღოს ამ ელემენტის შემცველი პროდუქტები: რძე, ხაჭო, ყველი, თეთრი კვერცხის ნაჭუჭი.

კარგად გარეცხეთ სოფლის კვერცხი, 2-3 წუთი ჩააგდეთ მდუღარე წყალში, გააშრეთ,
ნაჭუჭს შიდა მხრიდან მოაშორეთ აპკი, როდინში დაფქვით პუდრივით. აიღეთ ჩაის კოვზის წვერით, დააწვეთეთ ლიმონის წვენი და მიირთვით.

შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის ნაჭუჭისგან მომზადებული ხსნარი. კარგად გარეცხილი უმი კვერცხის ნაჭუჭი მოათავსეთ ქილაში და დაასხით ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი ისე, რომ დაიფაროს და გააჩერეთ 8-12 საათი. კალციუმი ნაწილობრივ გადადის ხსნარში, რომელიც მზა კერძს შეგიძლიათ მოასხათ გემოვნების მიხედვით.

დიდი რაოდენობით კალციუმის მიღება არ ნიშნავს უფრო ჯანმრთელ ძვლებს, დღიური მაქსიმალური ლიმიტის გადაჭარბება ქმნის ჰიპერკალცემიის საფრთხეს, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა დარღვევების განვითარებასთან. მაგალითად, გულის რითმის ცვლილებები, თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ძვლების ტკივილი, მეხსიერების დაქვეითება, კუნთების ტკივილი, ქრონიკული სისუსტე და დაღლილობა.

Facebook კომენტარები