3 მიზეზი რატომ უნდა გქონდეთ მუდმივად სახლში ჰიმალაის მარილი
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჰიმალაის ვარდისფერი მარილი პირდაპირ ჰიმალაის მთებთანაა კავშირში, ცდებით.
მას პაკისტანში, Khewra-ს მარილის საბადოში მოიპოვებენ, რაც ჰიმალაის მთებიდან დაახლოებით 300 კმ-ითაა დაშორებული.
ლეგენდა ამბობს, რომ ალექსანდრე მაკედონელის აზიური ლაშქრობისას მისი ცხენი შემთხვევით მიადგა ვარდისფერი მარილის საბადოებს, თუმცა ამ მარილს ადამიანები მანამდეც, უხსოვარი დროიდან მოიპოვებდნენ და თევზისა და ხორცის ხანგრძლივად შესანახად იყენებდნენ.
ძველ ეგვიპტურ და ბერძნულ წყაროებში კი მის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებებზეცაა საუბარი.
ჰიმალაის მარილი საკვებადაც გამოიყენება და საუკეთესო სპა-საშუალებაცაა.
მისი აბაზანა ამშვიდებს დაძაბულ კუნთებს დ სასიამოვნო რელაქსაციას იწვევს, აგლუვებს კანს. განსხვავებით ჩვეულბრივი მარილისაგან, რომლიც ნატრიუმის ქლორიდს წარმოადგენს, ჰიმალაის მარილი კალიუმის ქლორიდს, კალციუმის და სხვა მინერალების მარილებსაც შეიცავს.
თუმცა იმისათვის, რომ ამ მინერალებმა თავისი დადებითი ეფექტი გამოიწვიონ, ისინი დიდი რაოდენობით უნდა იქნეს მიღებული. ს
აკვებად გამოყენებისას კი ამ რაოდენობის მარილის მიღება არც დაშვებულია და შეუძლებელიცაა.
ამ ეტაპზე არის საკმარისი მტკიცებულებები, რომელებიც ადასტურებს, რომ ჰიმალაის მარილის გამოყენება ამცირებს ამათუიმ დაავადების განვითარების რისკს და ზემოქმედებს დადებითად უკვე დაავადებულ ორგანიზმზე.
Მაშ ასე, როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობა თუ სუფრის მარილს ჰიმალაის მარილით შეცვლით.
1. კუნთების კრუნჩხვების პრევენცია.
ჰიმალაის ვარდისფერი მარილის ჭამამ აჩვენა, რომ ხელს უწყობს ელექტროლიტების დამატებით დაკარგვას ვარჯიშის დროს. ამ პროდუქტის ერთი კვირის გამოყენების შემდეგ, თქვენ იგრძნობთ განსხვავებას - კუნთების კრუნჩხვები აღარ შეგაწუხებთ.
2. ეფექტურია ჰიპერტენზიის მკურნალობისას.
როგორ ფიქრობთ, მარილის ჭარბი მიღება მხოლოდ ზრდის ჰიპერტენზიის რისკს? ჰიმალაის მარილის უნიკალური თვისებაა მისი არტერიული წნევის დაქვეითება.
3. წყლის ბალანსი.
ჰიმალაის ვარდისფერი მარილი ინარჩუნებს წყლის ბალანსს ორგანიზმში, რაც აუცილებელია კუნთების, ნერვებისა და ქსოვილების ფუნქციონირებისათვის.
ორგანიზმში ამ მარილის რაოდენობა გავლენას ახდენს სითხის მიღების სიჩქარეზე, რაც ხელს უწყობს ელექტროლიტების გადაჭარბებული დაკარგვის თავიდან აცილებას.