თურმე საკვები სოდა შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ჩვეულებრივი შამპუნი! - ეს საინტერესოა!
ქერტლი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავის თმიანი ნაწილის საფარის აქტიური გამოშრობა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
- ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა;
- სოკოვანი დაავადებების, ფსორიაზის გართულება;
- არასწორი კვება;
- თავის იშვიათი დაბანა;
- ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;
- თმის მოვლის არასწორად შერჩეული საშუალებები;
- თმის ხშირი შეღებვა;
- იმუნიტეტის დაქვეითება;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
- ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
- თავის კანზე ცხიმიანი ან გამომშრალი თეთრი ნადების გაჩენა;
- თმის სიმშრალე, ცხიმიანობა ან მტვრევადობა;
- თმის ფერის გახუნება;
- თავის კანის ქავილი;
- თმის ცვენა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
- სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს;
- თმის მოვლის სამკურნალო საშუალებებს;
- გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს;
- თავის კანის მიკრომასაჟს;
დიეტა
მკურნალობის დროს რაციონში საჭიროა შემდეგი პროდუქტების შეტანა:
- ზღვის პროდუქტები, თევზი;
- ავოკადო, ბანანი;
- სტაფილო, პომიდორი, კომბოსტო;
- თხილი, არაქისი, ფინიკი;
- რძის პროდუქტები.
საჭიროა ცომეულის, ტკბილეულის, ცხარე საკვების გამორიცხვა.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავდების მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს:
- ნაწილობრივი ან სრულად გამელოტება;
- თავის კანის და რბილი ქსოვილების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების განვითარება.
სახლში მომზადებული სოდის შამპუნი! მასში არსებული კომპონენტები ჩვენს თმას ნებისმიერ ჭუჭყს და ქერტლს მოაშორებენ. ცნობილია, რომ ის თავის კანს არ აღიზიანებს, ამიტომ ადამიანების უმრავლესობისთვის ის უსაფრთხოა და თმის ფაქტობრივად ყველა ტიპს უხდება.
სოდა თმას ჭუჭყს, ზედმეტ ცხიმს აშორებს, მაგრამ დამატენიანებელი შამპუნი არ არის. თუმცა საჭიროების შემთხვევაში შამპუნი შეგიძლიათ თმაზე გადაინაწილოთ და 1 წუთში ჩამოიბანოთ. ფრთხილად იყავით, რადგან ამ მეთოდის ხშირად გამოყენება სიმშრალეს იწვევს.
თქვენ დაგჭირდებათ:
- ბოთლი
- საკვები სოდა
- წყალი
მომზადების წესი:
1. აურიეთ ერთმანეთს სოდა და წყალი პროპორციით 1:3 (1 წილი სოდა და 3 წილი წყალი); 2. თმა დაასველეთ; 3. ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეურიეთ, ამისთვის ბოთლი შეანჯღრიეთ; 4. მიღებული მასა თმის კანზე წაისვით და მასაჟი გაიკეთეთ; 5. შამპუნი 1–3 წუთით დაიტოვეთ; 6. თუ საჭიროა, მასა თმის ბოლოებზეც გადაანაწილეთ; 7. სოდა თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სოდა ასევე მშრალი შამპუნის ანალოგად იქცევა. უბრალოდ წაისვით ის თავის კანზე, თმის ბოლოებზე და საშრობი გამოიყენეთ.