5 პროდუქტი, რომელიც საუკეთესოა ჩიყვის სამკურნალოდ!

500

5 პროდუქტი, რომელიც საუკეთესოა ჩიყვის სამკურნალოდ!

დღესდღეობით 430 მილიონ ადამიანს აქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. რომლის მთავარი მიზეზი ორგანიზმში იოდის ნაკლებობაა.

იოდი სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტია. ადამიანის ორგანიზმში ის არ წარმოიქმნება, ორგანიზმს ის უმთავრესად ცხოველური და მცენარეული საკვებით მიეწოდება. თუ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის იოდი ვერ მიიღო, ვითარდება იოდდეფიციტური მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა დაავადებას აძლევს დასაბამს. იოდის ნაკლებობისას ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქმნის საჭირო ოდენობის ჰორმონებს და კომპენსატორულად დიდდება – ყალიბდება ჩიყვი.

ჩიყვის ჩამოყალიბებას იოდდეფიციტის პირობებში 6-12 თვე სჭირდება. იოდდეფიციტი და, შესაბამისად, თირეოიდულ ჰორმონთა ნაკლებობა ხელს უწყობს იოდდეფიციტური დაავადებების განვითარებას. არსებობს ამ დაავადებათა მთელი სპექტრი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პათოლოგიას, მუცლადყოფნის პერიოდიდან დაწყებული სიცოცხლის ბოლომდე.

ხშირად ჩიყვის მცნების ქვეშ მხოლოდ “შხამიან ჩიყვს”, ანუ თირეოტოქსიკოზს გულისხმობენ, რაც არასწორია. ჩიყვი ფარისებური ჯირკვლის გადიდებას ჰქვია. დღეს ამ ორგანოს ზომების განსაზღვრის ყველაზე მიღებული მეთოდია მისი ულტრაბგერითი გამოკვლევა, ანუ ექოსკოპია. მისი საშუალებით იზომება ჯირკვლის თითოეული ნაწილის ზომა სამ განზომილებაში.

ჩიყვი შეიძლება განვითარდეს ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის როგორც დაქვეითებით, ისე მომატებით მიმდინარე დაავადებების ფონზე. ხშირად ჩიყვი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გარეშეც ვითარდება, ამას ეუთირეოიდული ჩიყვი ეწოდება.

ზომაში მნიშვნელოვნად მომატებული ფარისებური ჯირკვალი შეიძლება დააწვეს მის გარშემო ქსოვილებსა და ორგანოებს, რაც იწვევს ყლაპვის გაძნელებას, კისერში ზეწოლის შეგრძნებას და სხვა ჩივილებს. ჩიყვი, როგორც წესი, შესამჩნევია კისრის დათვალიერებისას და ხელით ისინჯება.

არსებობს რამდენიმე სიმპტომი იმისა, რომ თქვენ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გაქვთ:

  • ქრონიკული დაღლილობა;
  • უძილობა;
  • გარემო ფაქტორების ზემოქმედება (გარემოს დაბინძურება, არაჯანსაღი საკვები პროდუქტები, არასრულფასოვანი კვება, რადიაციული ფონი და ა.შ.);
  • მენსტრუალური ციკლის ცვლილება (ნაკადის ზრდა ან შემცირება);
  • ქრონიკული ტკივილი სახსრებში.

ჩიყვის სახეობები:

ჰიპერტირეოდიზმი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება. (იშვიათად ხდება)
ჰიპოტირეოდიზმი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. (ხშირად ხდება)

იმისთვის, რომ ჩიყვი არ გაგიჩნდეთ გირჩევთ, რომ ეს 5 პროდუქტი ხშირად მიირთვათ:

  • ზღვის პროდუქტები;
  • იოგურტი, კვერცხი, ყველი;
  • ქოქოსის ზეთი;
  • მოცვის და შტოშის წვენი;
  • მოხარშული კარტოფილი;

5 ყველაზე საზიანო პროდუქტი ფარისებრი ჯირკვლისთვის:

  • სოიო;
  • სოდა,
  • ალკოჰოლი,
  • დიდი რაოდენობით ყავა;
  • შაქარი;
frenis kompensacia
frenis kompensacia