დღეს გასწავლით როგორ მოამზადოთ იდეალური ცომი და რა დაგჭირდებათ ამისათვის?!
რა გვჭირდება ცომისთვის?
იმის მიხედვით, თუ რისი მომზადება გვსურს, არსებობს საფუვრიანი, უსაფუვრო,
მოხარშული, ფხვიერი, გახეხილი, ჰაეროვანი და ა.შ. ცომი. ნებისმიერი ცომის
შემადგენელი ნაწილია: გამტკიცული, უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი. აგრეთვე
წყალი, რძე, მაწონი, რომლითაც მოზელილი ცომი კარგად ამოდის. თუ მაწონი
ძალიან მჟავეა, დაამატეთ მწიკვი მარილი, თუ გამოიყენებთ რძის ფხვნილს
გაითვალისწინეთ პროპორცია 1/2 ლ წყალზე საჭიროა 50გრ რძის ფხვნილი.
შაქარი წმინდა შაქარი - შეგიძლიათ ფქვილში პირდაპირ ჩაყაროთ, მსხვილი ან
ნატეხი გახსენით სითხეში. ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ, რადგან ცომი ცუდად
ამოვა და უხარისხოც იქნება ცხობისას შეიძლება ჩავარდეს ანუ საფუარი კარგავს თავის თვისებებს.
კვერცხი
გამოიყენება გული და ცილა ან მხოლოდ გული. გული ცომს ჰაეროვნებას ანიჭებს, ცილა უფრო ამაგრებს. კვერცხის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის ფხვნილიც (1 კვერცხი შეესაბამება 1ს/კ ფხვნილს გახსნილს 3ს/კ წყალში).
ცხიმი (გამდნარი) – ნაღების კარაქი ან ერბო, მარგარინი, ღორის ქონი, მცენარეული ზეთი, ცომს სირბილეს ანიჭებს, მაგრამ ზედმეტი ხელს უშლის ცომის აფუებას და მზა ნაწარმი მძიმე და უხეში გამოდის ანუ ცხიმი ხელს უშლის საფუარის უჯრედებში წყლისა და საკვები ნივთიერებების შეწოვის პროცესს, ურომლისოდაც საფუარი კარგად ვერ იმოქმედებს ცომზე.
საფუარი
არსებობს ახალი ან მშრალი. ძირითადად გამოიყენება საფუვრის ფხვნილი
არცთუ ისე შორეულ წარსულში, საფუარს საოჯახო პირობებში ამზადებდნენ. ე.წ-
პურისცომს 2-3 დღე აჩერებდნენ და დამჟავებულს იყენებდნენ ცომის ხელახლა
მოსაზელად. ამგვარად მოზელილი ცომი ბევრად სჯობს ქიმიურ გამაფუებელს,
მაგრამ დღეს ეს პროცესი მთლიანად შეცვალა საფუვრის ფხვნილმა. - სანამ ცომს
მოზელვას დაიწყებთ, მოამზადეთ საფუარი. კერძოდ, ცოტა რძე, ფქვილი და საფუარი
ერთმანეთში აურიეთ და გააჩერეთ 30-35 გრადუს ტემპერატურაზე, როგორც კი
ამოვა, მზადაა ცომში გამოსაყენებლად.
მარილი რეკომენდებულია ჯერ სითხეში გაიხსნას და მერე მოიზილოს ცომი
(1კგ ფქვილზე საჭიროა 0,5 ლ წყალში გახსნილი 10გრ მარილი, მარილიანი
ნაწარმისთვის 20გრ). არ დაამატოთ მარილი - აფუებული ცომს, რადგან ის კლავს
საფუვრის სოკოს.
სანელებლები
ვანილი, ვანილინი ან ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა, მუსკატის კაკალი, მიხაკ-დარიჩინი, ცუკატები, სხვადასხვა ხილის ესენცია. ცომს შეგიძლიათ დაამატოთ წმინდად გახეხილი წინა დღის მოხარშული კარტოფილი, აფუების პროცესში ცომი უფრო რბილი და ჰაეროვანი ხდება.
სამახსოვრო რჩევები
ცომს უფრო ადვილად გააბრტყელებთ, თუ პერგამენტის ქაღალდს გადააფარებთ და ზედ
ცხელი წყლით სავსე კარგად თავდახურულ ბოთლს გადაატარებთ.
ცომი უკეთ გამოცხვება, თუ თუნუქის ტაფაზე გარშემო ცოტა ადგილს დატოვებთ.
საფუვრიანი ცომი ხელზე არ მიგეკრობათ, თუ ხელზე მცენარეულ ზეთს წაისვამთ.
საფუვრიანი ცომი კარგად აფუვდება და ნაწარმიც ფუმფულა გამოგივათ, თუ ნახევარ კგ
ფქვილზე 1ჩ/კ მშრალ საფუარს ავიღებთ და ცომს მოზელვისას 4 სადილის კოვზ უცხიმო
ხაჭოს ან 2ჩ/კ არაჟანს შეურევთ.
ცომი ზომიერად გაფუვდება, თუ მასში რამდენიმე მაკარონს ჩაარჭობთ.
მომზადებულმა საფუარმა დიდხანს რომ გაძლოს, ფქვილში ან წმინდა მარილში უნდა
ამოავლოთ და მაცივარში შეინახოთ.