ბებია 85 წლისაა და არასდროს ჰქონია მაღალი წნევა და ქოლესტერინი! აი რას აკეთებს ამისთვის!
ნაყოფი უხსოვარი დროიდან გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, მატონიზებელი, საფაღარათო და შარდმდენი საშუალება.
ამჟამად მეცნიერულ მედიცინასაც მოეპოვება კლინიკური ცდებით დადასტურებული მონაცემები იმის შესახებ, რომ უნაბის ნაყოფს ჰიპოტენზიური და შარდმდენი თვისება გააჩნია.
ცალკეული ექიმი-მკვლევარები წარმატებით მკურნალობენ ჰიპერტონიით შეპყრობილ ავადმყოფებს. ხშირ შემთხვევებში სისხლის წნევა მნიშვნელოვნად და მყარად შეუმცირდა ბევრ ავადმყოფს უნაბის ნაყოფით ჩატარებული სპეციფიკური მკურნალობის შედეგად.
უნაბის ფოთლები 10-20 მგ პროცენტამდე C ვიტამინს შეიცავს და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებიც გააჩნია.
ფოთლის კარგად დაღეჭვის შემთხვევაში, ადამიანი დროებით ჰკარგავს მწარე და ტკბილი გემოს შეგრძნების უნარს.
ქერქი ტყავის გასათრიმლად და შესაღებად, ხოლო მკვრივი, მოწითალო გულიანი მერქანი წვრილი სახარატო ნაკეთობისათვის გამოიყენება.
ნაყოფი 40 პროცენტამდე ნახშირწყლებს, 5 პროცენტზე მეტ პროტეინს, 1,5 პროცენტზე მეტ ქარვის და ვაშლის მჟავებს, 2,5 პროცენტამდე პენქტინოვან ნივთიერებს, 2 პროცენტზე მეტ ფისებს, 1,2 პროცენტ მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს.
საკმაოდ მდიდარია C ვიტამინით (880 მგ პროცენტამდე). იჭმევა როგორც უმი, ასევე დამჭკნარი, გამომშრალი და დაკონსერვებული.
უნაბი, იგივე ანაპი, ზიზიფუსი, ჩინური ფინიკი, ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში გავრცელებული მცენარეა. ველურად იზრდება ხმელთაშუაზღვისპირა და აღმოსავლეთის ქვეყნებში - ირანში, ინდოეთში, მონგოლეთში, ჩინეთსა და იაპონიაში. გვხვდება აგრეთვე კავკასიასა და შუა აზიაში. ჩინეთში უნაბის 400-ზე მეტი სახეობაა ცნობილი.
კულტურული ფორმების ნაყოფი, ჩვეულებრივ, ოვალურია, მსხვილი, საშუალო ან მცირე ზომის, 2-3 სმ-დან 5 სმ-მდე სიგრძისა. მე-19 საუკუნის ბოლომდე უნაბის ნაყოფის ნახარშს, "გულმკერდის ჩაის" სახელწოდებით ცნობილს, იყენებდნენ როგორც დამარბილებელ საშუალებას ყელის ტკივილისა და კატარით მიმდინარე დაავადებათა დროს. უნაბი გამოიყენება როგორც ცოცხალი (უმი), ასევე გამომშრალი (დაჩირებული) სახით. უშუალოდ ხეზე გამომშრალი (დაჩირებული) ნაყოფი დიდხანს ინახება და მეტად სასარგებლოა.
უნაბი შეიცავს 9,8-40,5% ნახშირწყლებს, 1,74% ორგანულ მჟავებს (ქარვისა და ვაშლის მჟავებს), C ვიტამინს - 880 მგ/%-ს. C ვიტამინის შემცველობით უნაბი ასკილსა და ნიგოზს უახლოვდება. გარდა ამისა, შეიცავს B და K ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, სათრიმლავ ნივთიერებებს და სხვა.
რეკომენდებულია ჰიპოვიტამინოზების, მათ შორის - სურავანდის სამკურნალოდ. გამომშრალი უნაბი კარგად გარეცხეთ ცივ წყალში, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში (მსხვილი ნაყოფი სასურველია 3-4 ნაწილად გაიყოს), დაასხით მდუღარე წყალი (1 კგ-ზე - 2 ლიტრი), მჭიდროდ დაახურეთ სახურავი, შეფუთეთ და 8-12 საათით გააჩერეთ სითბოში. შემდეგ გადაწურეთ.
ნაყენი გადაღვარეთ, ნაყოფს კი ხელმეორედ დაასხით მდუღარე წყალი, 10-12 საათი გააჩერეთ და ისევ გადაწურეთ. ნაყოფი და ნაყენი ცალ-ცალკე მიირთვით. ერთ ჯერზე დალიეთ ერთი ჭიქა. კარგია ჰიპერტონიის დროს