მინდა გაგაცნოთ სხვადასხვა დაავადების სამკურნალო რამდენიმე რეცეპტი სადაც მთავარი ინგრედიენტია ვაშლის ძმარი! 

210

მინდა გაგაცნოთ სხვადასხვა დაავადების სამკურნალო რამდენიმე რეცეპტი სადაც მთავარი ინგრედიენტია ვაშლის ძმარი! 

ვენების ვარიკოზული დაავადების დროს: ვაშლის ძმარს დილა-საღამოს ისხამენ ვარიკოზულ ვენებზე და იზელენ. დაახლოებით ერთ თვეში ვენები შესამჩნევად შევიწროვდება. ამასთან ერთად დღეში 2-ჯერ სვამე ერთ ჭიქა წყალში გახსნილ 2 ჩ/კ ვაშლის ძმარს.

ტონზილიტის დროს: 1 ჩაის კოვზი ძმარი ერთ ჭიქა წყალში გახსენით და საათში ერთხელ ყელში გამოივლეთ. ძმრიანი წყალი არ გადმოღვაროთ, ჩაყლაპეთ. ყლაპვის დროს ნარევი რეცხავს ყელის უკანა მხარეს, სადაც გამოვლებისას ვერ აღწევს. ტკივილი რომ შესუსტდება, ინტერვალი შეიძლება ორ საათამდე გავზარდოთ. ნუშისებრ ჯირკვალზე ნალექი 12 საათში ქრება.

 საკვებით მოწამვლისას: ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი და 5 წუთში
ერთხელ თითო ყლუპი სვით. მთელი ჭიქის გამოსაცლელად დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ. შემდეგ მეორე ჭიქა მოამზადეთ და ამჯერად ყოველ 5 წუთში 2 ყლუპი მიიღეთ, მესამე ჭიქა კი სვით 15-წუთიანი შუალედებით.

თუ ფაღარათი და გულისრევა გაგიგრძელდათ, სვით წყალში გაზავებული ვაშლის ძმარი მთელი დღის განმავლობაში, ვახშმად კი ცოტაოდენი მსუბუქი საკვები მიირთვით. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის მოსაწესრიგებლად ორი ან სამი დღე ყოველი ჭამის დროს სვით თითო ჭიქა ნარევი.

ვაშლის ძმრის მომზადების წესი:
ვაშლი გარეცხეთ, დამპალი და ჭიანი ნაწილები ამოაჭერით, დაწნეხეთ ან გახეხეთ მსხვილად. ფაფა მოათავსეთ სათანადო ზომის მომინანქრებულ ქვაბში. დაასხით თბილი ანადუღარი წყალი (0,5ლ 0,4 კგ ვაშლზე). ყოველ ლიტრ წყალზე დაუმატეთ 100 გ თაფლი ან შაქარი, 10 გპურის საფუარი და 20 გგამომშრალი შავი პური. ჭურჭელი შეიძლება იყოს მინის ქილები, ხის (თავღია კასრი) ან მომინანქრებული, მაგრამ აუცილებლად სიბნელეში უნდა დადგათ, რადგან მზის ულტრაიისფერი სხივები დუღილს აბრკოლებს.

ფერმენტაციის პირველი სტადია: ჭურჭელი 10 დღით დადგით სითბოში (20-30 გრადუს ტემპერატურაზე). ვაშლის ფაფა დღეში 2-3-ჯერ აურიეთ ხის კოვზით, შემდეგ მოათავსეთ დოლბანდის ტომარაში და გაწურეთ. მიღებული წვენი კიდევ ერთხელ გაწურეთ დოლბანდში, აწონეთ და ჩაასხით ფართოყელიან ჭურჭელში. თითოეულ ლიტრ წვენს შეიძლება დავუმატოთ 50-100 გრამი თაფლი ან შაქარი, ვურიოთ, ვიდრე მასა სრულიად ერთგვაროვანი არ გახდება.

ფერმენტაციის მეორე სტადია: ქილას გადააფარეთ დოლბანდი, პირი მოუკარითდა დუღილის გასაგრძელებლად სითბოში დადგით. დუღილი დასრულებულად ითვლება, როცა სითხე დაწყნარდება და დაიწმინდება. ვაშლის ძმრის დასამზადებლად 40-60 დღეა საჭირო. ჩაასხით ბოთლში (გაფილტრეთ დოლბანდგადაფარებულ ძაბრში), თავი დაუცეთ და სიგრილეში შეინახეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia