მე ვიცი რამდენიმე რეცეპტი, რომელიც უებარია ბრონქიტის დროს: ჩემი შვილები ყოველჯერზე ამით მოვარჩინე!

246

მე ვიცი რამდენიმე რეცეპტი, რომელიც უებარია ბრონქიტის დროს: ჩემი შვილები ყოველჯერზე ამით მოვარჩინე!

აცივდა და გახშირდა ბრონქების გაციების შემთხვევებიც. მე დიდ პატივს ვცემ ხალხურ მედიცინას და გული მწყდება, რომ საქართველოში, სადაც ამდენი ბუნებრივი სიმდიდრე გვაქვს, სათანადოდ არ ვაფასებთ მცენარეულ რეცეპტებს. არასწორი მგონია იმ ექიმთა ქცევაც, რომლებიც ნებისმიერი მსუბუქი დაავადების დროს ძლიერ ქიმიურ საშუალებებს უნიშნავენ პაციენტებს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ანტიბიოტიკებს, რომელიც სულ ახალ-ახალი დასახელებებითა და შემადგენლობით შემოდის ყოველდღიურად და, რომელსაც იმდენი უკუჩვენება და გართულება ახლავს თან, რომ მისი სამკურნალო ეფექტი რაღა მოსატანია.

არადა, ზოგიერთ შემთხვევაში ხომ შეგვიძლია უფრო უვნებელი, ჩვენი წინაპრების მიერ გამოცდილი საშუალებებითაც ვიმკურნალოთ?

აი, მაგალითად, მე ვიცი რამდენიმე რეცეპტი, რომელიც უებარია ბრონქიტის დროს:

  1. მწვავე ბრონქიტისას დღეში 4-5-ჯერ მიიღეთ თითო ს/კ სტაფილოს წვენისა და თაფლის ნარევი: 1 ჭიქა წვენს 2-3 ს/კ თაფლი უნდა დაუმატოთ.
  2. დაჭყლიტეთ კანიანად მოხარშული კარტოფილი, დაამატეთ 1 ს/კ მცენარეული ზეთი, 2-3 წვეთი იოდი. ნარევი წაუსვით ორფა დოლბანდზე (ან ბამბის ქსოვილზე) და დაიფინეთ მკერდზე, ზევიდან კი ცელოფანი და შალის ქსოვილი დაიფარეთ.
  3. სასარგებლოა თალგამის ახალგამოწურული წვენიც, მიიღეთ 1-2 ს/კ 5-ჯერ დღეში. თუ ბრონქიტი გაგიხანგრძლივდათ, ათქვიფეთ 2 ს/კ კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩ/კ ხორბლის ფქვილი და 2 ჩ/კ თაფლი. ნარევი მიიღეთ 4-5-ჯერ დღეში.

ექიმის კომენტარი:

რეცეპტთა უმრავლესობა შეიცავს კომპონენტებს, რომე- ლიც ძლიერი ანტიანთებითი, ამოსახველებელი, ანტიბაქტერიული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებებით ხასიათდება. მსგავსი რეცეპტები, რომლის გამოყენება ბრონქიტის დროსაა ნაჩვენები, მრავლად მოიპოვება ხალხურ მედიცინაში.

რაც შეეხება მკითხველის შენიშვნას, რომ მას შეუძლია, მთლიანად შეცვალოს ანტიბიოტიკოთერაპია, ეს მთლად ასე არ გახლავთ. დღეისათვის მომრავლდა ანთების გამომწვევ ბაქტერიათა ახალი შტამები, რომელიც მსუბუქი ანტიანთებითი ეფექტის მქონე საშუალებების მიმართ მდგრადობას იჩენს და თუ ასეთ შემთხვევაში არ იქნა დანიშნული „ძლიერი“ ანტიბიოტიკები, შესაძლოა, შედეგად სერიოზული გართულებები მივიღოთ.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში ექიმებიც თავის დაზღვევის მიზნით ჰიპერდიაგნოსტიკასა და ჰიპერთერაპიას ახდენენ ანუ ნიშნავენ ისეთ პრეპარატებს, რომლის დანიშვნის აუცილებლობა მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. თუ მაგრამ, როცა გამოცდილი მკურნალი დაჟინებით ითხოვს პაციენტისთვის ამა იმ პრეპარატის დანიშვნას, გირჩევთ, ნუ შეიტანთ თვითნებურად ცვლილებებს და- ნიშნულებაში, ფიტოთერაპია კი ამის პარალელურად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia