ასთმის ეფექტური მკურნალობა ამ მეთოდით ყველაზე ეფექტურია! ეს რომ აქამდე მცოდნოდა, ამდენს არ ვიწვალებდი!

166

ასთმის ეფექტური მკურნალობა ამ მეთოდით ყველაზე ეფექტურია! ეს რომ აქამდე მცოდნოდა, ამდენს არ ვიწვალებდი!

მაწუხებს ასთმა და ავდარში მდგომარეობა მიმწვავდება ხოლმე. მრავალწლიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ორგა- ნიზმის იმუნიტეტის გაძლიერება, ამიტომ ხშირად ვიყენებ ხალხური მედიცინის ნაცად რეცეპტებს. გვიან შემოდგომაზე ვაგროვებ ველური ჟოლოს ფესვებს. 1ს/კ გამომშრალი დანამცეცებული (ან წვრილად დაჭრილი) ჟოლოს ფესვები ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 0,5ლ მდუღარე წყალი და ორი საათი გააჩერეთ. 1/3 ჭიქა ნაყენი სვით სამჯერ დღეში.

თუ პერიოდულად ჩაიტარებთ მკურნალობის ორკვირიან კურსს, მოგეხსნებათ ყვე- ლანაირი ალერგიული რეაქცია, გაგიმაგრდებათ ორგანიზმი. მე ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვსვამ ამ წამალს და ვგრძნობ, რომ ჩემი მდგომარეობა თანდათან უმჯო- ბესდება ასთმის შეტევა იშვიათად მემართება და თანაც, ადრინდელთან შედარებით, ნაკლები ინტენსიურობით.

მეორე უებარი საშუალება ასე მზადდება:

100 გ ვარდის ხმელ ფურცლებს და 0,5 კგ გახეხილ უმ გოგრას შეურიეთ 1 ჩ/კ გამხმარი მრავალძარღვა, 2 ს/კ თაფლი და დაასხით 1 ლ მშრალი წითელი ღვინო. მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით. როცა შეგრილდება, დაი- წყეთ მიღება — თითო ს/კ 4-5-ჯერ დღეში. ეს ნაყენი მხოლოდ ასთმიანებს როდი რგებს, იგი ორგანიზმისთვის უებარი საშუალებაა, კარგად მოქმედებს ღვიძლსა და საჭმლის მო- ნელებაზე.

ექიმის კომენტარი:

ჟოლოს ნაყოფი, ფოთლები და ფესვები მდიდარია C, B1, B2, PP ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, კალიუმისა და სპილენძის მარილებით, ორგანული მჟავებით, უჯრედისით. ეს ბიოაქტიური ნივთიერებები ჟოლოს სამკურ- ნალო თვისებებს განაპირობებს — ჟოლოს პრეპარატებს ანთების და ღებინების საწი- ნააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი ეფექტი აქვთ. ვარდის ფურცლების ნაყენი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება გულის, ღვიძლის, ელენთის და კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ. გოგრა მდიდარია კალიუმით, ვიტამინებით და მინერალური მარილებით. ისიც აუმ- ჯობესებს საჭმლის მონელებას. ეფექტიანია ღვიძლის დაავადებათა სამკურნალოდ.

მრავალძარღვა მრავალმხრივი სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეა. მის პრეპარატებს გააჩნია ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი), საძილე ეფექტი, აძლიერებს სასუნთქი გზების წამწამოვანი ეპითელიუმის აქტიურობას, რაც აადვილებს ბრონ- ქებში დაგროვილი ლორწოს გამოყოფას, ათხელებს ნახველს და ამცირებს ხველას. მრავალძარღვას ფოთლების ექსტრაქტი აჩერებს სისხლდენას, ახორცებს ჭრილო- ბას, აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას, ხსნის სპაზმებს.

frenis kompensacia
frenis kompensacia