ძლიერი ნაყენი, რომელიც უმოკლეს დროში კურნავს საჯდომი ნერვის ანთებას! ამაზე ეფექტური არაფერი მინახავს!

371

ძლიერი ნაყენი, რომელიც უმოკლეს დროში კურნავს საჯდომი ნერვის ანთებას! ამაზე ეფექტური არაფერი მინახავს!

იშიაზი საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვა- დასხვა დონიდან იღებს სათავეს, მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება.

იშიაზის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

  • ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი;
  • მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, რაც ზოგჯერ საჯდომი ნერვის მიჭყლეტას იწვევს;
  • მსხლისებრი კუნთის სინდრომი (მსხლისებრი კუნთი დიდი დუნდულა კუნთის ქვეშ მდებარეობს. საჯდომი ნერვი მასში ან მის ქვეშ გადის.
  • ტკივილს განაპირობებს საჯდომის ნერვის მიჭყლეტა მსხლისებრი კუნთის შეკუმშვის შედეგად, თვით კუნთის სპაზმი კი ხშირად გავა-წელის ოსტეოქონდროზით არის გამოწვეული);
  • მალათაშორისი დისკის დეგენერაცია;
  • ართრიტი;
  • ტრავმა; შეკრულობა;
  • დიაბეტი;
  • ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა.

იშიაზის ძირითადი სიმპტომია დუნდულა კუნთის, თეძოს უკანა ზედაპირისა და წვივის ტკივილი, რომელიც ძლიერდება უხერხული მოძრაობისა და ნერვულ ღეროზე ზეწოლის დროს. აღსანიშნავია, რომ ტკივილს ნერვის დაჭიმვაც იწვევს. სწორედ ამას ეფუძნება იშიაზის სადიაგნოსტიკო სინჯები: ლასეგას სიმპტომი — ზურგზე დაწოლილ ავადმყოფს ნელ-ნელა აწევინებენ გაჭიმულ ფეხს. განსაზღვრულ სიმაღლეზე თავს იჩენს ტკივილი.

წამოჯდომის სიმპტომი — ავადმყოფს გაშლილ ფეხს საწოლზე უფიქსირებენ და წა- მოჯდომას სთხოვენ. წამოჯდომა ძლიერ ტკივილს იწვევს. ავადმყოფი წამოჯდომას მხო- ლოდ მას შემდეგ ახერხებს, რაც მტკივან ფეხს მუხლის სახსარში მოხრის. სიკარას სიმპტომი — ტკივილი ძლიერდება ტერფის მოხრის დროს. იშიაზისთვის დამახასიათებელია კუნთების ჰიპოტონია.

კერძოდ, ეშვება დუნდულა კუნთები, დაზიანების მხარეს დუნდულას ნაოჭები დაბლა იწევს, სუსტდება აქილევსის რეფლექსი. მძიმე ფორმის დროს ავადმყოფი ძლიერი ტკივილის გამო ვერ ახერხებს საწოლიდან წამოდგომას, დაჯდომას, ფეხზე დგომას, სიარულს, დახრას და მიბრუნება-მობრუნებას.

იშიაზი, ჩვეულებრივ, ცალმხრივია. ტკივილი შეიძლება დაიწყოს წელის არეში, შემდეგ გადაინაცვლოს დუნდულა კუნთში, თეძოების გავლით დაეშვას მუხლისკენ, წვივისკენ, ტერფისა და ფეხის თითებისკენ. არც ტკივილის განვითარების სხვა ვარიანტია გამორიცხული. მაგალითად, ზემოხსენებული ლოკალიზაციის სხვადასხვა კომბინაცია წელის ტკივილის გარეშე. იშიაზის დროს ტკივილი სხვადასხვა ხასიათისაა: მჭრელი, მწველი, მჩხვლეტი. შესაძლოა, მხოლოდ დაბუჟების შეგრძნება განვითარდეს.

რამდენიმე თვის განმავლობაში მტკიოდა წელი. ნევროპათოლოგმა დამისვა იშიაზის დიაგნოზი. დანიშნულმა წამლებმა მდგომარეობა შემიმსუბუქა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ტკივილი ისევ გამიძლიერდა. შემთხვევით ხელში ჩამივარდა ხალხუ- რი მედიცინის წიგნი, სადაც ასეთი რეცეპტი წავიკითხე: „კაკლის ფოთოლი მოხარშეთ მარილწყალში, ცხლად დაიდეთ მტკივნეულ ადგილას (როგორსაც გაუძლებთ) და მა- გრად შეიკარით შალით. პროცედურა გააკეთეთ 3 დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ“. ასეც მოვიქეცი და მეორე დღეს უკეთ ვიყავი. სამდღიანმა კურსმა ტკივილი მთლიანად მომიხსნა. ახლა თუნდაც გამიმეორდეს შეტევა, აღარ მეშინია, რადგან უებარ წამალს მივაგენი.

frenis kompensacia
frenis kompensacia