ამის წყალობით გადაურჩებით პნევმონიას! ბუნებრივი საშუალება, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს!!
დაავადების ზოგადი დახასიათება:
პნევმონია, ფილტვის ანთება, დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და სხვა დაავადებასაც დაერთოს გართულებად. მას იწვევს ბაქტერიები (პნევმოკოკები, სტაფი- ლოკოკები, სტრეპტოკოკები) და ვირუსები (გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი), რომლებიც ფილტვებში უმთავრესად ბრონქებიდან ხვდება. პნევმონია ზოგჯერ ინფექციის ლიმფო- გენური ან ჰემატოგენური გზით (ანუ ლიმფითა და სისხლით) გავრცელების შედეგადაც ვითარდება.
პნევმონიის განვითარებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უწყობს:
- გაციება.
- განსაკუთრებით ჰაერის მომატებული ტენიანობის პირობებში.
- ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა.
- გულმკერდის ტრავმული დაზიანება.
- ორგანიზმის ზოგადი გადაღლა, არასრულფასოვანი კვება.
- ფილტვის გადატანილი დაავადებები.
ბავშვებში, მოხუცებსა და მძიმე ავადმყოფებში მოძრაობითი და სუნთქვითი აქტივობის უკმარისობის გამო პნევმონია შესაძლოა შეგუბებითმა მოვლენებმაც გამოიწვიოს. განასხვავებენ პნევმონიის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
მწვავეთა რიცხვს მიაკუთვნებენ კრუპოზულ და კეროვან პნევმონიებს. ცალკე გამოყოფენ ინტერსტიციულ ფორმას, რომლის დროსაც ანთებითი პროცესი ფილტვის შემაერთებელ ქსოვილს მოიცავს. ეს ფორმა უმეტესად გრიპისა და მისი მსგავსი დაავადებების გართულებად ვითარდება.
სოფელში ჩვენს ბაღში მრავლადაა ღვიის ბუჩქები. აზრად არასოდეს მომსვლია, რომ მისი გამოყენება შემეძლო. შევნიშნე, ერთი ქალბატონი საგულდაგულოდ აგროვებდა ღვიის ნაყოფს. ვკითხე — რად გინდა-მეთქი. ღვია ბრონქიტის და გაციების საუკეთესო მკურნალიაო, მიპასუხა.
ნაყოფი ნაძვის და ფიჭვის გირჩებს წააგავს, მოლურჯო ფერისაა და შიგნით რბილობი აქვს. მისგან მზადდება ჩაი, რომელიც ბრონქიტის დროს არბილებს ხველას და ნახველის ამოღებას აადვილებს. მე ქრონიკული ბრონქიტი მაქვს და ეს ნაყენი ძალიან დამეხმარა, ბავშვები კი გაციებისას უწამლოდ მოვარჩინე.
ჩაი ასე მზადდება:
1 ჩ/კ ღვიის კენკრას დაასხით 0,5 ლ წყალი და ადუღეთ 20 წუთი. შემდეგ დადგით ნახევარი საათი. შეგრილდება თუ არა, გადაწურეთ. ნახარში მომწაროა, კარგი იქნება თუ თაფლით დაატკბობთ.
უნდა მიიღოთ 1 ჭიქა დღეში 4 მიღებაზე. 2-3 დღეში ბრონქიტის ნიშნები ქრება. ბავშვებს ყელის ტკივილის დროს ნახარშს ყელშიც ავლებენ. ღვიის ნაყოფი უნდა მოაგროვოთ შემოდგომაზე და გამოაშროთ. მისი გამოყენება ზამთრის განმავლობაში და გაზაფხულზეც შეგიძლიათ.