ეს რეცეპტი ბევრ ადამიანს ვასწავლე და სხვათა შორის, ნევროპათოლოგებთან ნამკურნალები რამდენიმე უკმაყოფილო პაციენტიც მოვარჩინე!!!

1133

ეს რეცეპტი ბევრ ადამიანს ვასწავლე და სხვათა შორის, ნევროპათოლოგებთან ნამკურნალები რამდენიმე უკმაყოფილო პაციენტიც მოვარჩინე!!

ყველას, ვისი გუნება-განწყობილებაც ამინდსა და წელიწადის დროზეა დამოკიდებული, ვურჩევ, გამოიყენოს უძველესი ხალხური რეცეპტი, რომელიც მოგიხსნით უგუნებობას, მოგიწესრიგებთ საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას. რეცეპტი იმითაა კარგი, რომ არა აქვს უკუჩვენებები და არც ასაკობრივი შეზღუდვა.

რეცეპტი:

შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით შემდეგი ინგრედიენტები:

  • ცერეცო
  • ძირა
  • კამა
  • ქინძის თესლი.

ნარევის 1 ს/კ-ს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე 2 წუთი, შემდეგ გადმოდგით და გადაწურეთ. სვით ნახარში ჩაის მაგივრად დღის განმავლობაში მანამდე, ვიდრე არ იგრძნობთ, რომ არა მხოლოდ განწყობილება გაგიუმჯობესდათ, არამედ თავსაც ძალიან კარგად გრძნობთ და ჯანმრთელობის მდგომარეობაც უწინდელთან შედარებით უკეთესია.

ეს რეცეპტი ბევრ ადამიანს ვასწავლე და სხვათა შორის, ნევროპათოლოგებთან ნამკურნალები რამდენიმე უკმაყოფილო პაციენტიც მოვარჩინე. ზოგიერთი მათგანის დიაგნოზი დეპრესია იყო, ზოგისაც — ნევროზი.

განვიხილოთ რეცეპტის თითოეული კომპონენტი:

ცერეცოს თესლი მდიდარია ეთერზეთებით, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო, სპაზმების მომხსნელი და ამოსახველებელი ეფექტი აქვს, აწესრიგებს საჭმლის მონელებას. ამ მცენარის ექსტრაქტი შედის ზოგიერთი დამამშვიდებელი ეფექტის მქონე კომპლექსური პრეპარატის შემადგენლობაში.

ძირაც მდიდარია ეთერზეთებით, ცილებით, ფლავონოიდებით, ცხიმოვანი ზეთით. ძირას ნაყენი აუმჯობესებს მადას, ზრდის კუჭ-ნაწლავის მოტორულ და სეკრეციულ აქტივობას, ხსნის სპაზმებს, აქვს შარდმდენი, ლაქტოგენური (მეძუძურ დედებში ააქტიურებს რძის გამოყოფას) ეფექტი. მასაც ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაში კომპლექსური მკურნალობისას.

კამის თესლს აქვს სპაზმოლიზური, მსუბუქი დამამშვიდებელი, საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი და მეტეორიზმის საწინააღმდეგო ეფექტი.

ქინძი მდიდარია სხვადასხვაგვარი ვიტამინით, მინერალებით, მარილებით, ეთერზეთებით, ფლავონოიდებით, გლიკოზიდებით. ასეთი ბიოაქტიური ნივთიერებები მცენარეს მრავალმხრივ სამკურნალო ეფექტს ანიჭებს. იგი გამოიყენება ავიტამინოზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ასთენიური მდგომარეობების, საჭმლის მონელების დარღვევის დროს.

ამ მცენარეთა კომპლექსური გამოყენება უდაოდ ძალიან სასარგებლოა ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ნერვული სისტემისათვის.

მოამზადეთ ეს ნაყენი და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

frenis kompensacia
frenis kompensacia