ამ განსაკუთრებული ინგრედიენტების კომბინაცია კურნავს ქრონიკულ დაავადებებს! ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!
ცუდია, როცა ადამიანების ნაწილი უარს ამბობს ხალხურ რეცეპტებზე. ნატურალური საშუალებები ბუნებრივად ერწყმის ადამიანის ორგანიზმს, თრგუნავს სენს. გასწავლით უებარ რეცეპტს ბრონქიტისა და ფილტვების ანთების სამკურნალოდ.
საჭირო ინგრედიენტები და მომზადების წესი:
დაფქული ძირტკბილას ფესვი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ერთმანეთში არეული ნახევარ-ნახევარი კგ თაფლი და ღორის მუცლის ქონი, 5 ს/კ. გადმოდგით, დაუმატეთ ერთი ჭიქა (250 მლ) კონიაკი, კარგად აურიეთ და ჩაასხით ქილებში. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ეს არის ერთი კურსი. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეგიძლიათ გააგრძელოთ.
ექიმის კომენტარი:
თაფლის შესახებ „კარაბადინში“ არაერთხელ გვისაუბრია. ამჯერად მოკლედ ვიტყვით, რომ ქრონიკული ანთებითი პათოლოგიების დროს მართლაც უნიკალურია თაფლი. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა რეგენერაციული, იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ანტიბაქტერიული თვისებები.
ღორის ქონს ხალხურ მედიცინაში ფართოდ იყენებენ ფილტვებისა და ბრონქების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. იხმარეთ მხოლოდ მუცლის ქონი, რადგან სწორედ მას აქვს სამკურნალო თვისებები.
ძირტკბილა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მისი ფესვი და ფესურები. ძირტკბილას ფესვის შემადგენლობაში შედის საპონინი გლიცირიზინი, გლიცირიზინის მჟავას მარილები, რომლებიც მას ატკბობენ, 2%-მდე ფლავონოიდები, სტეროიდები, ეთერზეთი, ასპარაგინი, ასკორბინის მჟავა და სხვა.
ხალხურ მედიცინაში ძირტკბილას ნახარში ამოსახველებელი საშუალებაა სასუნთქი გზების ანთების, ფილტვების იმ დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ხველა — ფესვებში არსებული საპონინები არბილებენ და აადვილებენ ხველას. ძირტკბილას ნახარში და ნაყენი იხმარება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადების დროს. მცენარეს აქვს სპაზმების მომხსნელი და შარდმდენი მოქმედება. ამ ეფექტის გამო მას იყენებენ წინამდებარე ჯირკვლის ადენომით გამოწვეული შარდის შეკავების დროს.
კონიაკს, არაჩვეულებრივ საგემოვნო თვისებებთან ერთად, გააჩნია უამრავი სამკურნალო თვისებაც. იგი ახდენს ორგანიზმის ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების კორექტირებას, დადებითად მოქმედებს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში იცნობდნენ მის სამკურნალო თვისებებს — მცირე დოზით კონიაკის მიღება კურნავს ბევრ ქრონიკულ დაავადებას. კონიაკი აუმჯობესებს მონელებას, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, უნარჩუნებს ადამიანს ახალგაზრდობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, სმენას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ხსნის კარდიოლოგიურ სპაზმებს, აფართოებს სისხლძარღვებს, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს ძილს, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.