იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ შეკრულობა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ რძის შრატი! მე არ ვიცი უფრო ღირებული პროდუქტი!

272

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ შეკრულობა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ რძის შრატი! მე არ ვიცი უფრო ღირებული პროდუქტი!

ხშირად მაწუხებდა შეკრულობა. კოლიტიაო, მითხრა ექიმმა. დამინიშნა წამლები — არ მიშველა, თუმცა ჩემი ბრალიცაა, რადგან დანიშნულება ბოლომდე არ შევასრულე. შეკრულობამ მეტისმეტად რომ შემაწუხა, კეთილი ვინებე და ისევ დამინიშნა წამლები, თან საოცარი ბურახის მომზადებაც მასწავლა — შეკრულობას შველისო. წამლები არ დამილევია, სამაგიეროდ, ბურახს ვსვამდი და კუჭ-ნაწლავის მოქმედება სავსებით მომიწესრიგდა.

გასწავლით ამ საოცარი ბურახის მომზადების წესს:

აიღეთ 3 ლ რძის შრატი, დაამატეთ 1 ჭიქა შაქარი. 1 ჭიქა დაჭრილი ქრისტესისხლა (შეიძლება ნედლიც და ხმელიც) გაახვიეთ დოლბანდში, სიმძიმისთვის მიამაგრეთ მომცრო ტვირთი და ჩაუშვით შრატიანი ქილის ფსკერზე. ქილას გადააფარეთ დოლბანდი და სიბნელეში დადგით. ორი კვირის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ, ჩაასხით მინის ქილაში, თავი პოლიეთილენით მოუკარით და მაცივარში შედგით. სვით 0,5-0,5 ლ დღეში 2-ჯერ, დილა-სა- ღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა, შემდეგ 10 დღე უნდა შეისვენოთ, მერე კი დარჩენილი ნაყენიც იმავე წესით დალიოთ.

დილით, გაღვიძებისთანავე, ვიხეხავ კბილებს ზღვის მარილით, ენიდან ნადებს ვიშორებ ჩაის კოვზით, ვწუწნი მცენარეულ ზეთს (კანფეტივით) რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოვაფურთხებ და პირში თბილ წყალს ვივლებ. ამის შემდეგ ვსვამ ქრისტესისხლას ბურახს და ნახევარ საათში ვსაუზმობ. ასე იწყება ჩემი დილა ამ უებარი ბურახით მკურნალობის პერიოდში.

გარდა ამისა, ვჭამ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, მეტწილად — გახეხილს, მაგალითად, ვხეხავ ჭარხალს, სტაფილოს და ვაზავებ მცენარეული ზეთით. ახლა ჩემი კუჭ-ნაწლავი საათივით მუშაობს.

თუ შეკრულობა დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, დაყოვნებული მასის ნაწილი გამკვრივდეს და განავლის ქვაც კი ჩამოყალიბდეს. ასეთ ქვებს კოპროლითებს უწოდებენ. ისინი იზრდიან გაუვალობისა და პერფორაციის (ნაწლავის გახვრეტის) რისკს.

შეკრულობა სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და შესაძლოა გართულდეს ბუასილით, ანალური ნაპრალით, ნახეთქით, რომელიც ძალიან შემაწუხებელია. ტკივილი ვრცელდება კუდუსუნის მიდამოში, დუნდულებზე, ბარძაყების უკანა ზედაპირზე. ადამიანი, რომელსაც შეკრულობა აწუხებს, უხალისოდაა, ადვილად იღლება, უჩივის პირში უსიამოვნო გემოს, გულისრევას და უმადობას.

frenis kompensacia
frenis kompensacia