ხალხური რეცეპტები, რომლებიც უდაოდ დაგეხმარებათ სტენოკარდიის დროს! სასწაული შედეგი აქვს!

392

ხალხური რეცეპტები, რომლებიც უდაოდ დაგეხმარებათ სტენოკარდიის დროს! სასწაული შედეგი აქვს!

დიდხანს დავდიოდი ექიმებთან, მაგრამ არავის უთქვამს, რომ სტენოკარდია მქონდა, ვიდრე ერთ დღეს გულის შეტევა არ დამემართა. ფილტვებიც შემიშუპდა. მთელი თვე ვიწექი საავადმყოფოში. სწორედ იქ დამიდგინეს სტენოკარდიის დიაგნოზი. ექიმმა მითხრა, ეს დაავადება ქრონიკულია და არ იკურნებაო.

საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთი შეტევა დამემართა, საშინლად ვქოშინებდი, ჰაერი არ მყოფნიდა. წამლები დამინიშნეს, მაგრამ გადავწყვიტე, თვი- თონ მეშველა საკუთარი თავისთვის.

მივაგენი კიდეც ხალხურ რეცეპტებს:

  1. 1 ს/კ კუნელის ნაყოფს ვასხამდი
  2. 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალს
  3. და ნაყენს ვსვამდი.

გარდა ამისა, ვამზადებდი ასეთ ნარევს:

საღამოს ერთლიტრიან თერმოსში ვყრიდი 5 ს/კ კუნელს, 2 ს/კ ასკილს და ნახევარ ჩ/კ შავბალახას. ვავსებდი მდუღარე წყლით. დილას ვწურავდი და ვსვამდი თითო ჭიქას ჭამამდე, 3-ჯერ დღეში, ერთი წლის განმავლობაში. როცა უკეთ გავხდი — 1/2 ჭიქა ნაყენს 2-ჯერ დღეში, დილა-საღამოს.

ქოშინისა და ჰაერის უკმარისობისთვის ვსვამ კაკლის უღლის არყიან ნაყენს:

1 ჩ/ჭ კაკლის უღელს უნდა დაასხათ 1 ჩ/ჭ არაყი და თავდახურული 2 კვირა გააჩეროთ. შემდეგ გადაწურეთ. უნდა მიიღოთ 30-30 წვეთი 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. ქოშინი მალე გაივლის. ამ მკურნალობის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა და სტენოკარდიას აღარ შევუწუხე- ბივარ. მაგრამ პროფილაქტიკისთვის ხანდახან მაინც ვსვამ კუნელის ნაყენს. ყოველ შემოდგომაზე ვიმარაგებ კუნელს, ასკილს და შავბალახას. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე ცხოვრება გავიარე და უკვე 80-საც გადავაბიჯე, თავს მშვენივრად ვგრძნობ.

ექიმის კომენტარი:

კუნელი და ასკილიც ვარდისებრთა ოჯახის მცენარეებია. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული და მოსახლეობაც ხშირად იყენებს სამკურნალო მიზნით. კუნელი შეიცავს ფლავონოიდებს. უნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულებს, როგორც კუნთის მატონიზებელ საშუალებას.

აქვს წნევის დამწევი თვისებაც. აწესრიგებს გულის რიტმს და აუმჯობესებს გულის კუნთის კვებას. ასკილი, როგორც ვიტამინთა და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებათა წყარო, უამრავი დაავადების დროს გამოიყენება ხალხურ თუ მეცნიერულ მედიცინაში.

ამ კერძო შემთხვევაში ასკილის ეფექტიანობა უკავშირდება მის ჰიპოტენზიურ (წნევის დამწევ), არტერიოსკლეროზის საწინააღმდეგო და გულის კუნთის მატონიზებელ მოქმედებას. შავბალახა ვეგეტატიური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი საშუალებაა. მისი ეფექტი მნიშვნელოვანია სტენოკარდიის მკურნალობისას.

Facebook კომენტარები