ჩემი მეუღლე ძალიან ემადლიერება ამ მცენარის ნაყენს! ეს გახლავთ ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი! ნეტავ აქამდე მცოდნოდა!

15398

ჩემი მეუღლე ძალიან ემადლიერება ამ მცენარის ნაყენს! ეს გახლავთ ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი! ნეტავ აქამდე მცოდნოდა!

თირკმლის ექოსკოპიამ და ანალიზებმა აჩვენა, რომ ჩემს მეუღლეს თირკმელებში ოქსალატური კენჭები ჰქონდა. ექიმმა უთხრა, ეს ორგანიზმში მჟაუნმჟავას კალციუმიანი მარილების ჭარბად დაგროვების შედეგიაო.

დაუნიშნა დიეტა, რაციონიდან ამ მჟავის უხვად შემცველი მჟაუნას, ბარდის ამოღება, ხოლო ორგანიზმიდან მჟაუნმჟავას მარილების გამოსადევნად — ვაშლის, კომშის, მსხლის, ყურძნის შეტანა. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

დავიწყეთ ოქსალატური მარილების გამოსადევნი მცენარეული საშუალებების ძებნა. მეუღლეს ვასმევდი კამის, პიტნის, ბირკავას ნაყენს — ამ მცენარეთა უწყობს კენჭების უმტკივნეულოდ გამოსვლას. ნაყენი აგლუვებს ოქსალატური კენჭების კონტურებს, ამცირებს ტკივილს და ხელს განსაკუთრებით ეფექტიანი გამოდგა ბრტყელეკალა. ეს მცენარე ძალიან ძლიერი შარდმდენი ყოფილა.

რეცეპტი:

  1.  1 ს/კ გამხმარ ბრტყელეკალას დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი,
  2. დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით,
  3. გადმოდგით, შეაგრილეთ,
  4. გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ჩემს მეუღლეს საკმაოდ დიდი ზომის კენჭები ჰქონდა და რამდენიმე პატარაც. პატარები გაქრა, ხოლო დიდები — მნიშვნელოვნად დაპატარავდა. ტკივილი, რომელიც გამუდმებით აწუხებდა, საერთოდ მოეხსნა.

ბრტყელეკალას კიდევ ერთი მიზეზის გამო ვემადლიერები: მისი ნაყენი უებარი საშუალება ყოფილა გაციების დროს. შველის ხველას, ყელის ტკივილს, სიცხეს.

რეცეპტი:

  1. 4ს/კ ბრტყელეკალას ყვავილს უნდა დაასხათ
  2. 300 მლ წყალი და
  3. დააყაროთ 4 ს/კ შაქარი,
  4. დადგით ცეცხლზე და ადუღეთ, ვიდრე წყლის ნახევარი აორთქლდება.
  5. ნახარში გადაწურეთ და შეინახეთ გრილ ადგილას.
  6. უნდა მიიღოთ 1 ჩ/კ 4-6-ჯერ დღეში გაციების დროს.

მერწმუნეთ, ყველა წამალს სჯობს.

გახსოვდეთ: წნევიანებისთვის ბრტყელეკალას ნაყენის მიღება არ შეიძლება.

ექიმის კომენტარი:

ბრტყელეკალა ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რთულყვავილოვანთა ოჯახს ეკუთვნის, 2მ-მდე სიმაღლისაა, ფოთლები ოვალური, დაკბილული და ეკლიანია. ყვავილები — იასამნისფერი, მილაკოვანია და ტოტების ან ღეროს ბოლოშია განლაგებული. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე.

სამკურნალოდ მცენარეს ყვავილობის დასაწყისში აგროვებენ. მცენარის ქიმიური შემადგენლობა ცუდადაა შესწავლილი. აქვს მწარე გემო, ბრტყელეკალას პრეპარატები ნაკლებტოქსიკურია. ხანგრძლივი მიღების დროსაც კი არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. დიდი დოზით მიღებისას მცენარე თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მცირე დოზით კი აღაგზნებს.

ბრტყელეკალას აქვს გულის მატონიზებელი ეფექტი, ზრდის გულის კუნთის შეკუმშვის ძალას, ავიწროებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, ზრდის არტერიულ წნევას, აქვს სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული მოქმედება.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia