საშინაო საშუალება, რომელიც სამუდამოდ ამცირებს ყელის ანთების რისკს! ამის შესახებ დროა ყველამ იცოდეს!!!
უეცრად აღმოცენებული ტკივილი ყელში, ყლაპვის გაძნელება, საერთო სისუსტე და დიაგნოზიც ნათელია ყელის ანთება! რატომ ვითარდება ანთება ყელში?
დღეს შევეცდებით, ამ კითხვას გავცეთ პასუხი. უმეტესად ყელის ანთების მიზეზია ხახის, ნუშურა ჯირკვლების ან ხორხის მწვავე ინფექცია. მედიცინაში ხახის ანთებას ფარინგიტი ეწოდება, ნუშურა ჯირკვლების ანთებას ტონზილიტი, ხოლო ხორხის ანთებას — ლარინგიტი.
მართალია, ზემოთ აღწერილი სიმპტომები სრულიად განსხვავებული მდგომარეობების დროს შეიძლება აღმოცენდეს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ყელის ანთების მიზეზი ყველაზე ხშირად მაინც ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა, რასაც, ჩვეულებრივ, გაციებას ვუწოდებთ.
ცნობილია, რომ ნუშურა ჯირკვლების ანთება უმეტესად მართლაც ვირუსულ ინფექციასთან არის დაკავშირებული და ანტიბიოტიკების გარეშე, სიმპტომური (ტკივილის შემამცირებელი და ტემპერატურის დამაქვეითებელი) საშუალებების მიღების შედეგად, გაჯანსაღებით მთავრდება. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ბაქტერიული ანგინა, რომელსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობენ.
რა და რა სახის ტონზილიტი არსებობს?
ტონზილიტი ზოგადი სახელწოდებაა, რომელიც ნუშურა ჯირკვლების ანთებას აღნიშნავს. ის დაავადების მიზეზზე არ მიუთითებს. ამისგან განსხვავებით, ტერმინი „სტრეპტოკოკული ფარინგიტი“ აღნიშნავს ყელისა და ნუშურა ჯირკვლების ანთებას, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით — ა ჯგუფის სტრეპტოკოკით.
ხშირად მემართებოდა ანგინა. მეზობელს შევჩივლე და მან ასეთი რამ მიამბო:
მცენარის ფოთლების ნაყენს ბებია გამუდმებით სვამდა თურმე. მისი ჯანმრთელობის მთელი საიდუმლო ევკალიპტის ხე ყოფილა. ამ ევკალიპტის ნახარშის აბაზანას იღებდა ყოველთვის. როცა ვინმე გაცივდებოდა ან ყელი ეტკინებოდა, ბებია ყველას ევკალიპტის ნაყენს უნიშნავდა ყელში გამოსავლებად ან დასალევად.
მეზობლის რჩევას ყური ვუგდე და დავიწყე ევკალიპტის ნახარშით ყელის გამორეცხვა:
- 100 გ ფოთოლი უნდა ხარშოთ 1 ლიტრ წყალში.
- გაცივების შემდეგ გაწურეთ.
- გამოვლების წინ გააცხელეთ.
შედეგი გასაოცარია — მას შემდეგ ყელის ტკივილს აღარ შევუწუხებივარ.
ექიმის კომენტარი:
ევკალიპტი მართლაც საოცარი მცენარე გახლავთ. მისი ფოთლების ნაყენს აქვს ანტიანთებითი და ანტისეპტიკური მოქმედება. ამასთანავე, მას მოქმედების მეტად ფართო სპექტრი აქვს — თრგუნავს ოქროსფერ სტაფილოკოკს, ეშერიხიას, ტუბერკულოზის ჩხირის, დიზენტერიის, ამების და ტრიქომონიდების ზრდასაც კი.
ფიტოთერაპიაში ევკალიპტის პრეპარატებს ფართოდ იყენებენ დაჩირქებითი პროცესების — აბსცესის, ფლეგმონის, ჩირქოვანი მასტიტების, დუნედ მიმდინარე ქრონიკული წყლულების, კანის სხვადასხვა დაჩირქებითი დაავადების დროს. გინეკოლოგიაში მისი ნაყენი საშოს გამოსარეცხად გამოიყენება, ხოლო სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ევკალიპტი გინგივიტების (ღრძილების ანთე- ბის), სტომატიტების დროს ინიშნება.