თუ ამას გააკეთებთ 1 ჭიქაც საკმარისი იქნება, რომ შეაჩეროთ გაციება უმოკლეს დროში!! ექიმები გაოცებულნი არიან!!!
ზამთარი გაციების გარეშე იშვიათად ჩაივლის. გაციება სხვადასხვანაირად ვლინდება, მაგრამ ხველა მისი მუდმივი თანამგზავრია. ხველა ორგანიზმის რთული დამცველობითი რეაქციაა. იგი სასუნთქი გზების, კერძოდ, მათი მგრძნობიარე რეცეპტორ-უჯრედების გაღიზიანების შედეგად წარმოიშობა.
ეს რეცეპტორები განლაგებულია ხახის, ხორხის, ტრაქეის, ბრონქების ლორწოვან გარსებზე, გამღიზიანებლის როლი კი შეიძლება შეასრულოს აქროლადმა ქიმიურმა ნივთიერებამ, მშრალმა ჰაერმა, მტვერმა...
სავსებით ჯანმრთელმა ბავშვმა დღეში შესაძლოა რამდენიმეჯერ წამოახველოს. ამან არ უნდა შეგვაშინოს. ასეთი ხველა მხოლოდ ყელის ჩაწმენდას ემსახურება. ხველის დროს სასუნთქ გზებში საგრძნობლად იმატებს ჰაერის წნევა და ამოსუნთქვისას წარმოიქმნება ჰაერის ნაკადი, რომელიც გამოაძევებს დაგროვილ ნახველს (მასთან ერთად კი ბაქტერიებს, ვირუსებს), მტვრის ნაწილაკებს, მცირე ზომის უცხო სხეულებს და სხვა.
ამიტომ ყოველთვის როდია სასურველი ხველის დათრგუნვა. იგი, გარდა იმისა, რომ დაავადების ნიშანია, გამღიზიანებელთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებასაც წარმოადგენს დეგოდ: ხშირად ფილტვების ანთების ან ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ ხანგძლივად რჩება ხოლმე ხველა, რომელსაც ვერაფერს ვშველით.
არადა, ეს არც ისე ძნელი ყოფილა:
2 ჭიქა რძეში უნდა მოხარშოთ 4 ცალი დაქუცმაცებული ლეღვის ჩირი.
სვით თითო ჭიქა და დაამატეთ ცოტაოდენი თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ ჭამის დროს 1-2 ს/კ დღეში 3-ჯერ. მე ამ რეცეპტებს ხშირად ვიყენებ და თითქმის ყოველთვის კარგ შედეგს ვიღებ.
ექიმის კომენტარი:
1. ლეღვი შეიცავს დიდი ოდენობით B და C ვიტამინებს, აგრეთვე პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს:
- რკინას,
- კალიუმს,
- კალციუმს,
- მანგანუმს,
- ფოსფორს,
- ბრომს,
- გოგირდს,
- ცოტაოდენ დარიშხანს,
- აგრეთვე პექტინებს,
- უჯრედისს,
- ცხიმებს,
- ცილებს,
- ყველაზე დიდი რაოდენობით კი შაქრებს.
თუ დაკრეფილ ნაყოფს ჭურჭელში მოვათავსებთ და რამდენიმე ხანს მზის ქვეშ დავდგამთ, მასში შაქრის რაოდენობა მოიმატებს, შესაძლოა, 30-40%-საც კი მიაღწიოს. ლეღვი იოლი მოსანელებელია. თუ მას ძირითად საკვებთან ერთად მივირთმევთ, საჭმლის მომნელებელ ტრაქტს გაგვიაქტიურებს.
მადას გაგვიძლიერებს, ხელსაყრელ პირობებს შექმნის საკვების მოსანელებლად და აუთვისებელი ნარჩენების გამოსა- ყოფად. ამრიგად, ლეღვი კარგი საშუალებაა კუჭის გასაწმენდ-გასასუფთავებლად.
მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს — ინტენსიურად გამოდევნის წიდებს და ნივთიერებათა ცვლის ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს. ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე. ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, კარგი ეფექტი