მე ვიპოვე მკურნალობის მეთოდი, რომელმაც მიხსნა ნერვული აშლილობისგან! გირჩევთ თქვენც სცადოთ, არ ინანებთ!

1055

მე ვიპოვე მკურნალობის მეთოდი, რომელმაც მიხსნა ნერვული აშლილობისგან! გირჩევთ თქვენც სცადოთ, არ ინანებთ!

ზამთრობით ქალბატონებს ხშირად ემართებათ დეპრესია. ჩვენ ყველაფერზე მწვავედ ვრეაგირებთ და ადვილადაც ვიღლებით. კანი კი ცვლილებას განიცდის არა მხოლოდ შინაგან დაავადებათა გავლენით, არამედ გარემოს ფაქტორთა ზემოქმედებითაც, ამიტომ გაზაფხულის პირზე კანი უხეშდება და ადვილად იქერცლება.

ქალი ყოველთვის ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს. თუ გსურთ ნერვები გაიმაგროთ და გაზა ფხულის დეპრესია ადვილად გადაიტანოთ, აუცილებლად გაიკეთეთ ცაცხვის ყვავილის აბაზანები:

რეცეპტი

  • 200-300 გ ცაცხვის ყვავილი
  • ჩაყარეთ დიდ ქვაბში,
  • დაასხით 3 ლ ცივი წყალი,
  • დადგით დაახლოებით ერთი საათი,
  • შემდეგ 5 წუთით წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე.
  • ნახარში შეაგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე,
  • გადაწურეთ და
  • ჩაასხით 37-38°C-იანი წყლით სავსე აბაზანაში.

ასეთ აბაზანას ვიღებთ 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ვწვებით დასაძინებლად. მეორე დღეს კი ვიღებთ ჰერკულესის ნახარშის აბაზანას.

  • ნახევარი კოლოფი ჰერკულესი მოხარშეთ 2 ლ წყალში,
  • შემდეგ საცერში გაატარეთ
  • და ჩაასხით აბაზანაში,
  • დაამატეთ 1 ჩ/ჭ ვაშლის ძმარი.

ეს ნარევი კანს გლუვსა და ხავერდოვანს ხდის. ჰერკულესის ნაცვლად კარტოფილის სახამებლის გამოყენებაც შეგიძლიათ. მოხარშეთ სახამებელი კისელის მსგავსად, შეაგრილეთ, შემდეგ წყლით გაათხელეთ და ჩაასხათ აბაზანაში. ხუ დაიზარებთ, ჩაიტარეთ 8-10-დღიანი კურსი (მონაცვლეობით — ჰერკულესისა და ცაცხ- ვის აბაზანები) და საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ: ნერვებიც დაგიმშვიდდებათ და კანიც გაგიახალგაზრდავდებათ.

ექიმის კომენტარი:

ცაცხვის ყვავილის ნაყენს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა აღმდგენი თვისებები აქვს. მას იყენებენ ყელში გამოსავლებად, ხახა-სასის ანთებების, ანგინის დროს. ცაცხვის ნაყენი რეკომენდებულია, აგრეთვე, კანის დამწვრობის, წყლულების, ჰემოროიდული კვანძების, სახს- რების რევმატიული და პოდაგრული ტკივილისას.

კარგია ცაცხვის ჩაის მიღება გუ ლის პათოლოგიების დროს. გაციებისა და ბრონქიტების შემთხვევაში კი ცაცხვის ჩაის იყენებენ, რომელიც საუცხოო ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალებაა.

ცაცხვის ნახარში ინიშნება, როგორც დამამშვიდებელი საშუალება. ამ მცენარის ნაყენი აწესრიგებს საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლასაც. ვადების დროს. შვრიის მარცვალში ოპტიმალური რაოდენობითაა ცილები, ნახშვრია ღირებული კვების პროდუქტია.

შვრიის ფაფას ნიშნავენ სხვადასხვა დააშირწყლები, ცხიმები და B ჯგუფის ვიტამინები, რაც ამ მცენარეს შეუცვლელ ტურ და სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. საუკეთესოდ მკურნალობს კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებს (წყლულები, გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ვირუსული ჰეპა- ტიტი).

ფართოდ გამოიყენება შვრია დერმატოლოგიურ პრაქტიკაში კანის ნორმალური ტროფიკის (კვების) შესანარჩუნებლად. მასში შემავალი B ვიტამინი და სხვა კომპონენტები დადებით შედეგს იძლევა ეგზემის, ქრონიკული დერმატიტის, დიათეზის დროს. საამისოდ იყენებენ შვრიის მარცვლის ნახარშის აბაზანებს. ფართოდ გამოიყენება შვრია კოსმეტოლოგიაშიც.

მისი მარცვლის ნახარში აცო- ცხლებს მოშვებულ, მოდუნებულ კანს. შვრიას რთავენ იმ პაციენტთა რაციონში, რომელთაც აწუხებთ ნერვული სისტემის დაავადებები, ნაწლავის ატონია, გულის რიტმის დარღვევა, რკინადეფიციტური ანემია

Facebook კომენტარები