ქაცვის ფოთლები- წლების განმავლობაში დადასტურებული წამალი! ეს მცენარე მართლა ღვთის საჩუქარია!

724

ქაცვის ფოთლები- წლების განმავლობაში დადასტურებული წამალი! ეს მცენარე მართლა ღვთის საჩუქარია!

ქაცვი, ბიოქიმიური შემადგენლობით, უნიკალური მცენარეა. ნაყოფი შეიცავს 4%-მდე ორგანულ მჟავებს, 7%-მდე შაქარს, ფლავონოიდებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს, 5%-მდე ცხიმს, ხოლო თესლი - 8-12%-მდე. ფოთლებში უფრო მეტი C ვიტამინია, ვიდრე თვით კენკრაში.

ხალხურ და თანამედროვე მედიცინასა და კოსმეტიკაში გამოიყენება ნაყოფის როგორც წვენი და რბილობი, ასევე ზეთი. მცენარე აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს, კუჭის წვენის სეკრეციას, აქვს ანტიბიოტიკური თვისება. უჯერი ცხიმმჟავების, ცხიმის გამხსნელი ვიტამინების (A, K, D, E), ფოსფოლიპიდებისა და სტერინების წყალობით, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.

ქაცვის ფოთლები შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა: ომეგა 3, 6,7 და 9; კაროტინოიდები, ტოკოტრინეოლი, ტოკოფეროლი, ფენოლი, ტერპენი, გლუკოზიდები, ბეტა-კაროტინი, ოლეინი, ლინოლენი, პალმიტინის მჟაავა, სტრეანის მჟავების გლიცერიდები, სტერინები, ფლავინოიდები, კუმარინები,

ვიტამინები: შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს; სამჯერ მეტ A ვიტამინს , ვიდრე სტაფილო; 12-ჯერ მეტ C ვიტამინს, ვიდრე ფორთოხალი და იმავე რაოდენობის E ვიტამინს რასაც ხორბლის მარცვალი.

მიკროელემენტები: სპილენძი, რკინა, სელენი, მანგანუმი.

ქაცვის ხმელი ფოთლებით ადუღებენ ჩაის და სვამენ ჰიპერტენზიის, ნაწლავის დარღვევების, ჰიპოვიტამინოზის, გაციების დროს, ხოლო ახალი სახით ზოგჯერ იყენებენ ოხრახუშის ან კამას ნაცვლად, თუ ამა თუ იმ კერძს მწვანილი სჭირდება.

1. ქაცვის  ფოთლების ინფუზია გამოიყენება სახსრების დაავადებების დროს (1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში ჭიქა წყალში, მიიღეთ 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში).

2. ქაცვის ფოთლების  ჩაი ჰიპოვიტამინოზის დროს ძალიან ეფექტურია.  5 გ ხმელი ფოთოლი მოხარშეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში.

3.კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებისთვის გამოიყენება ქაცვის ფოთლებისა და ტოტების ნახარში.

4. Კანის დაავადებების დროს აბაზანებს იღებენ ქაცვის ტოტებისა და ფოთლების ინფუზიით.

5. მცენარის ფოთლები და ნაყოფი შეიცავს კუმარინებს, რომლებიც ხელს უშლიან სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას.

6. გაციების დროს შეგიძლიათ მოადუღოთ ჩაი თანაბრად აღებული ქაცვის ფოთლებითა და გვირილის ყვავილებით.

7. ქაცვის ჩაი ეფექტურია სტომატიტისა და პაროდონტიტის სამკურნალოდ.

8. ქაცვის ფოთლების ნახარშს იყენებენ შაქრიანი დიაბეტის (მათ შორის სისხლძარღვთა გართულებების), ანემიის, კუჭის წყლულების, ღვიძლის დაავადებების, გაციების, ათეროსკლეროზის და ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

9. ქაცვის ფოთლებს იყენებენ მაღალი ქოლესტერინის, ასევე სიმსუქნის დროს.

frenis kompensacia
frenis kompensacia