ნახეთ რა უნდა მოამზადოთ დიაბეტიკებმა, რომ სწრაფად შეძლოთ სისხლშ შაქრის დაწევა მედიკამენტების გარეშე!

2872

ნახეთ რა უნდა მოამზადოთ დიაბეტიკებმა, რომ სწრაფად შეძლოთ სისხლშ შაქრის დაწევა მედიკამენტების გარეშე!

ჭინჭარი რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის:

  1. ანემია;
  2. ბუასილი;
  3. საშვილოსნოს, კუჭ-ნაწლავის, ფილტვის, თირკმლის, ღვიძლის, ცხვირის სისხლდენა;
  4. სახსრების დაავადებები;
  5. ჭრილობები, დამწვრობა, კანის ინფექციები;
  6. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (კოლიტი, ყაბზობა, დარღვევები, ღვიძლის ანომალიები, სანაღვლე გზების დაავადებები);
  7. დიაბეტი;
  8. ბრონქიტი;
  9. მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
  10. წყალმანკი;
  11. საშვილოსნოს ინვოლუცია;
  12. ღრძილების, ყელის დაავადებები

იცოდით, რომ ჭინჭარში ექვსჯერ მეტი კალციუმია, ვიდრე ძროხის რძეში და შვიდჯერ მეტი ც ვიტამინი, ვიდრე ფორთოხალში?

მოდი, გავიგოთ, რითია მდიდარი ეს მცენარე (მონაცემები მოყვანილია 100 გრამზე გათვლით)

კვებითი ღირებულება – 42 კილოკალორია

  • ცხიმი – 0,6 გ
  • ნახშირწყლები – 1,3 გ
  • ცილები – 7,3 გ

ჭინჭარს ჯერ კიდევ ავიცენა იყენებდა სისხლდენის შესაჩერებლად – მასში შემავალი K ვიტამინი ააქტიურებს ღვიძლში პროთრომბინის სინთეზს, რაც სისხლის შედედების აუცილებელი ფაქტორია.

სახალხო მკურნალები ჭინჭრის მიღებას რკინის დეფიციტით გამოწვეული დაღლილობისა და ზოგადი სისუსტის დროს გვირჩევენ. ის თითქმის ოთხჯერ მეტ რკინას აწვდის ორგანიზმს, ვიდრე სტეიკი და სამჯერ მეტს, ვიდრე ისპანახი.

ჭინჭარი წმენდს ორგანიზმს წიდისგან. უხდება ღვიძლს, ნაღველს და საჭმლის მომნელებელ სისტემას. ჭინჭრის წვენს პარაცელსუსი ჰეპატიტიან პაციენტებს ასმევდა.

ჭინჭარი დადებითად მოქმედებს პანკრეასზე – ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის მოწესრიგებას, აუმჯობესებს ნერვული და ენდოკრინული სისტემების მუშაობას.

ჭინჭრის ჩაი საუკეთესოა სახის გამწმენდად, როცა კანქვეშ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს (მაგალითად, აკნეს დროს). ამცირებს ალერგიულ გამონაყარს, უხდება ეგზემას.

ჭინჭარი (როგორც შინაგანი, ისე გარეგანი გამოყენებისას) ხელს უშლის უჯრედებზე თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აფერხებს დაბერების პროცესს.

მოდი, უფრო დეტალურად გავეცნოთ მის სამკურნალო თვისებებს.

შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ინფექციები

ჭინჭარი კარგი შარდმდენია. მისი ჩაი საუკეთესოა საშარდე გზების ინფექციებისა და შარდის ბუშტის გაღიზიანების დროს: შარდი მალ-მალე გამოიყოფა და ინფექციის გამომწვევი მიკრობებიც თან მოჰყვება. რაც უფრო მაგარია ჩაი, მით უფრო ინტენსიურად მოქმედებს.

ჭინჭარი ხელს უშლის შარდის ბუშტსა და თირკმელში ქვების ჩამოყალიბებას – მისი წყალობით ქვის წარმომქნელი მინერალური მარილები შარდში აღარ კრისტალიზდება.

თუ მტკივან ადგილზე რამდენჯერმე დაირტყამთ ახალმოკრეფილ ჭინჭარს ან დაისრესთ მის ფოთლებს, სისხლის მიმოქცევა გააქტიურდება, კუნთები მოეშვება და ტკივილი იკლებს.

frenis kompensacia
frenis kompensacia