თუ მარტში ქრონიკული დაავადებები გიმწვავდებათ, მაშინ დღესვე მოამზადეთ ეს უებარი საშუალება! ამის ცოდნა ყველას სწირდება!!

1019

თუ მარტში ქრონიკული დაავადებები გიმწვავდებათ, მაშინ დღესვე მოამზადეთ ეს უებარი საშუალება! ამის ცოდნა ყველას სწირდება!!

რჩევები მეტეომგრძნობიარეთათვის!

გაზაფხულის დადგომისთანავე, უპირველეს ყოვლისა, მიხედეთ ქრონიკულ დაავადებებს, ვინაიდან ამინდის ცვლილებები თითქმის ყოველთვის ამძიმებს მათ მიმდინარეობას და პროცესის გამწვავებას აპროვოცირებს. გაასინჯეთ ფარისებრი ჯირკვალი სპეციალისტს, რადგან ორგანიზმში იოდის დეფიციტი საგრძნობლად აძლიერებს მეტეორეაქციებს.

გაიმაგრეთ ნერვული სისტემა. თუ ამინდის ცვლილებები განწყობის დათრგუნვას, სევდას ან უძილობას იწვევს, სჯობს, დამაწყნარებელი საშუალებები მიიღოთ. შეამცირეთ ან საერთოდ აიკრძალეთ კოფეინის შემცველი სასმელების მიღება.

იმუნური სისტემა ადაპტოგენებით — ჟენშენით, ჩინური ლიმონურათი, C და E ვიტამინებით მოიძლიერეთ. კარგია დამზოგველი სპორტი, სიარული ან მსუბუქი სირბილი. 15-წუთიანი დილის ვარჯიში ნამდვილად არ გაწყენდათ. მძიმე დღის შემდეგ კარგია წიწვების აბაზანა (10-15 წუთი 37oC ტემპერატურის წყალში).

გავარჯიშება არც სისხლძარღვებს აწყენდა. მათთვის მარგებელია ცივი პირსახოცით დაზელა, მასაჟი და კონტრასტული შხაპი. იკვებეთ სრულფასოვნად. ნუ დაიცავთ ამ პერიოდში დიეტას, თუმცა არც უზომო ჭამას გირჩევთ. ნუ მიეძალებით ხორცს, ცხიმიან და შემწვარ საკვებს.

დროებით უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ცხარე სანელებლები და ალკოჰოლური სასმელები. უპირატესობა რძის პროდუქტებსა და მცენარეულ საკვებს მიანიჭეთ.

აუცილებლად ჩართეთ რაციონში ჭარხალი, ქიშმიში, გარგრისა და შავი ქლიავის ჩირი, ფორთოხალი, მწვანილი, თხილი, ხახვი, ნიორი, თაფლი. თუ თაფლსა და მის პროდუქტებბზე ალერგიული არ ბრძანდებით, მოსამაგრებლად შეგიძლიათ მიირთვათ თაფლი ან ღეჭოთ ფიჭა. ნებისმიერ ამინდში შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ხანი დაყოთ ჰაერზე.

თვალი ადევნეთ ამინდის პროგნოზს. არახელსაყრელ გეომაგნიტურ დღეებში ეცადეთ შეზღუდოთ როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური დატვირთვა. თუ ჰიპერტონიკი ბრძანდებით, ცივ, ქარიან ამინდში შინიდან გასვლის წინ რამდენიმე წუთით სადარბაზოში შეჩერდით — მიეცით ორგანიზმს აკლიმატიზაციის საშუალება.

თუ ჰიპოტონიკი ხართ, დღე ყოველთვის დაიწყეთ ვარჯიშით, რათა გაიაქტიუროთ სისხლის მიმოქცევა თქვენი ხსნა ამინდის ჭირვეულობისას მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობას შეუძლია.

მეტად მნიშვნელოვანია ნორმალურად გამოძინება ცხოვრების მოუწესრიგებელი რიტმი მეტეომგრძნობელობას 3-ჯერ ზრდის, ამიტომ ეცადეთ, სადილის შემდეგ 30-40 წუთით მაინც დაიძინოთ.

ხალხური რეცეპტი:

კულმუხოს ნაყენი უებარი წამალია მეტეომგრძნობელობის სამკურნალოდ — ეხმარება სისხლძარღვებს გახდეს უფრო ელასტიკური და სწრაფად მოახდინოს რეაგირება ამინდის ცვლილებაზე.

ნაყენი ასე მზადდება:

  • 1,5 ს/კ დანამცეცებულ კულმუხოს ფესვს
  • დაასხით 0,5ლ არაყი,
  • დადგით ბნელ ადგილას 1 კვირით,
  • შემდეგ გადაწურეთ.

სვით თითო ჩ/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. მაგნიტური ქარიშხლებისა და ამინდის მკვეთრი ცვალებადობის პერიოდში ქრონიკული დაავადებების (განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების) მქონე ყველა ადამიანს ვურჩევ, 2-3 კვირის განმავლობაში სვას ეს ნაყენი.

frenis kompensacia
frenis kompensacia