მე ვჩქარობ ჩემი გამოცდილების გაზიარებას, რათა სწრაფად და ეფექტურად დავეხმარო ყველას!

1188

მე ვჩქარობ ჩემი გამოცდილების გაზიარებას, რათა სწრაფად და ეფექტურად დავეხმარო ყველას!

იოდის სპირტხსნარსა და წყალხსნარს ბავშვობიდანვე ვიცნობთ. ისინი, როგორც ეფექტიანი ანტისეპტი-კური საშუალებები, არაერთხელ გამოგვიყენებია ჭრილობების დასამუშავებლად, მაგრამ ასეთი იოდი ტოქსიკურობის გამო შინაგანი მიღებისთვის უვარგისია.

მისგან რადიკალურად განსხვავდება ლურჯი იოდი, რომელიც არატოქსიკურია. ლურჯი იოდი ამილოიოდინს – სახამებელთან იოდის ნაერთს – წარმოადგენს.

სახამებელი ანეიტრალებს იოდის ტოქსიკურ ზემოქმედებას ადამიანის უჯრედებზე, აძლიერებს მიკროორგანიზმების წინააღმდეგ მისი ბრძოლის უნარს. ამილოიოდინი არც კუჭნაწლავის ტრაქტის სასარგებლო მიკროფლორას ვნებს.

პირიქით, მასში შემავალი სახამებელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის წყლულებს და დაზიანებულ ადგილებს ზემოდან ედება და ერთგვარ დამცავ შრეს ქმნის, რითაც ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას.

გარდა ამისა, ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას და ზრდის ორგანიზმის დამცავ ძალებს. ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია საკმაოდ დიდი დოზებით და დიდხანს. ის იმდენად უვნებელია, რომ შეიძლება, ახალშობილს თვალებიც კი ამოვბანოთ.

ლურჯი იოდის ყველაზე გავრცელებული სააფთიაქო პრეპარატია იოდინოლი, რომელიც დამზადებულია პოლივინილის სპირტზე და ასევე სპირტზე დამზადებული ბეტადინის ხსნარი. ლურჯი იოდის პრეპარატებით მკურნალობენ:

  • დიზენტერიას და სტომატიტს;
  • – კუჭის წყლულსა და ხანგრძლივად შეუხორცებელ ჭრილობებს;
  • – კონიუნქტივიტს;
  • – სისხლიან დიარეას, კოლიტსა და ენტეროკოლიტს;
  • –  ტონზილიტს;

სხვადასხვა სახის ინტოქსიკაციასა და დამწვრობას (განსაკუთრებით – მაშინ, როდესაც კვალიფიციური სამედიცინო დახმარება იგვიანებს).

ლურჯი იოდი:

  • აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიკურობას, რაც ინსულტის შედეგების სამკურნალოდ მისი გამოყენების საშუალებას იძლევა;
  • აადვილებს სისხლის წნევის ნორმალიზებას როგორც ჰიპერტონიკებში, ისე ჰიპოტონიკებში;
  • სედაციური თვისებების გამო გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება.

ლურჯი იოდის პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება:

  • ფარისებრი ჯირკვლის უქონლობისას (ამოკვეთის, დაშლის შემთხვევაში). თუ ჯირკვალი ნაწილობრივ არის დაშლილი, მისაღები დოზა უნდა დადგინდეს მეტად სანდო მეთოდით;
  • თრომბოფლებიტის დროს;
  • მენსტრუაციის პერიოდში;
  •  შინაგანი თუ გარეგანი სისხლდენისას – მოსალოდნელია სისხლდენის გაძლიერება;
  •  სხვა ქიმიური წარმოშობის პრეპარატებთან ერთად, განსაკუთრებით – ისეთ საშუალებებთან, რომლებიც სისხლის წნევას აქვეითებს.

ანგინა და ტონზილიტი

დაავადების პირველივე სიმპტომების დროს უნდა გამოივლოთ  წყალში გაზავებული „იოდინოლი“ 1:1 თანაფარდობით. ამის გაკეთება 4-5-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. ქრონიკული ტონზილიტის დროს ნუშისებრი ჯირკვლები და პარატონზილარული სივრცე ირეცხება შპრიციდან განუზავებელი პრეპარატით 2-3 დღის ინტერვალით.

ჩირქოვანი შუა ოტიტი

2-4 კვირის განმავლობაში ყოველდღე, 5 წვეთი „იოდინოლი“ უნდა ჩაიწვეთოთ თითოეულ ყურში. ამ დაავადების დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაციები ანტიბაქტერიული საშუალებების შიდა გამოყენების შესახებ.

Ჩირქოვანი ჭრილობები 

დაზიანებულ ადგილზე უნდა დაიტანოთ წამლით გაჟღენთილი რბილი მარლის სახვევი. ბინტი უნდა გამოიცვალოს 1-2-ჯერ დღეში გამოჯანმრთელებამდე.

Სოკო, დამსკდარი ქუსლები

ფეხის თბილი აბაზანა დაგეხმარებათ ამ პრობლების მოგვარებაში.  გ 50 მლ იოდინოლი და 2 ს.კ. სოდა თბილ წყალში გააზავეთ. ჩაიტარეთ პროცედურა მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში, სასურველია საღამოს. აბაზანის შემდეგ დაზიანებულ ადგილებზე (ფრჩხილების ჩათვლით) წაისვით იოდინოლი და გააშრეთ.  ღამით წამლით უნდა დაიფაროს ბინტით.

 

Facebook კომენტარები