აი, რა უნდა იცოდეთ ფსორიაზზე-სასარგებლო რჩევები თქვენთვის!

2287
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ფსორიაზი კანის დაავადებაა, რომელიც ხშირად გამოწვეულია უჯრედების არანორმალური გამრვალებით, ის ძრითადად მუხლებზე, კისერზე, თავის სკალპზე, ხელებსა და ტერფებზე ჩნდება.

სიმპტომები:

– დაიზანებული, დაწითლებული კანი
– ფრჩხილის პრობლემები
– აქერცლილი კანი, ლაქები

რა არ უნდა გააკეთოთ ფსორიაზის დროს

#1 არ იყოთ აგრესიული!

მიუდექით პრობლემას ფრთხილად, ერიდეთ ქავილს და ხშირ შეხებას.

#2 ნუ დაისტრესებით

სტრესი ცუდად მოქმედებს ფსორიაზის განვითარებაზე, ეცადეთ განიტვირთოთ და მოიწესრიგოთ ღამის ძლი.

#3 ნუ დააიგნორებთ

ფსორიაზი მარტივად არ იკურნება, შესაბამისად არ ღირს ზედმეტად მსუბუქი მიდგომა ამ პრობლემასთან.

#4 არ დანებდეთ

სამწუხაროდ ეს დაავადება ინდივიდუალურია და საშუალება, რომელიც დადებითად მოქმედებს ერთ ადამიანზე, შესაძლოა საპირისპირო შედეგი ქონდეს მეორეზე. ნუ დანებდებით, სცადეთ ყველა გზა!

რა უნდა გააკეთოთ ფსორიაზის დროს

#1 კონსულტაცია დერმატოლოგთან

ნუ გადადებთ შეხვედრას, პროფესიონალთან კონსულტაცია აუცილებელია მკურნალობის გეგმის შესადგენად.

#2 ხშირი დატენიანება

გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი ან ზეთი ხშირად.

#3 მოამზადეთ სამკურნალო საშუალება

ავოკადოს ზეთი, ალოე ვერას გელი და წიწაკის კრემი შეგიმცირებთ სიწითლეს, ქავილს და წვას.

#4 დაიბანეთ

შხაპი და დაზიანებული ადგილის დასველება მოგიხსნით ქავილის შეგრძნებას 15 წუთით მაინც.

#5 მიიღეთ ცოტაოდენი მზის აბაზანა

მითი, რომ ფსორიაზის დროს საჭიროა მზის სხივებისგან სრული იზოლაცია სიცრუეა, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი და მიიღეთ მზის აბაზანა 15 წუთით.

frenis kompensacia
frenis kompensacia