მუცლის ჭიები: რა სიმპტომებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და როგორ დავაღწიოთ თავი.

7883
frenis kompensacia
frenis kompensacia

მუცლის ჭიები: რა სიმპტომებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და როგორ დავაღწიოთ თავი.

გსმენიათ ხუმრობა, რომ ჩვენ არასდროს ვართ მარტო, რადგან ასობით სხვადასხვა პარაზიტულ ჭიას შეუძლია იცხოვროს ჩვენს სხეულში? მასში ნამდვილად არის სიმართლე. პრობლემა ის არის, რომ ძალიან რთულია ჰელმინთების არსებობა. ხშირად ხდება ისე, რომ სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ბევრმა ადამიანმა გაიგო, რომ თურმე სინამდვილეში მათ პარაზიტები ყავთ. განასხვავებენ მრგვალ, მწოველ და ლენტისებურ ჭიებს, გარემოში ჰელმინთის კვერცხის ან ლარვის განვითარებისა და გადაცემის მექანიზმის მიხედვით – კონტაქტურ ჰელმინთებს, გეოჰელმინთებს და ბიოჰელმინთებს.

პრაქტიკულად ყველა ადამიანს ცხოვრების მანძილზე გადატანილი აქვს ესა თუ ის პარაზიტული დაავადება. ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით, გაცილებით უფრო ხშირია პარაზიტებით ინვაზია. სხვადასხვა პარაზიტებით დასნებოვნება შესაძლოა ამოვიცნოთ ზოგადი სიმპტომებით:

ჭიებით დაავადებულ ბავშვს უმეტესად მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, უმადობა, წონის კლება, სიფერმკრთალე, უმიზეზო დაღლილობა და საერთო სისუსტე აღენიშნება. იმ ადამიანებს, ვისაც ჭიები ჰყავთ, აქვთ რკინის დეფიციტი. ინფექცია შეიძლება მრავალი გზით მოხდეს. აქ არის მოცემული ყველაზე გავრცელებული გზები:

•არასრულად მომზადებული თევზი და ხორცი.

•ჭუჭყიანი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა.

•შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა

•წყლის დალევით ან ზღვაში, აუზში ცურვით.

პარაზიტული ინფექციის სიმპტომები ასევე განსხვავებულია:

•შუილი მუცელში ან გაზები

•მუცლის ტკივილი

•უმიზეზოდ, მოულოდნელი წონის დაკლება.

•უძილობა

•კბილების კრაჭუნი ძილში.

•კანის აუხსნელი გამონაყარი

•შფოთვა ან დეპრესია

•ჰალუცინაციები

•და ბოლოს, ყველაზე აშკარაა ჭიების გაჩენა განავალში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან რთულია პარაზიტული ინფექციის დიაგნოზი. პარაზიტებს შეუძლიათ მთელ სხეულში იმოძრაონ დიდი ხნის განმავლობაში და შეუმჩნეველი დარჩნენ. გარდა ამისა, ბევრმა ექიმმა უბრალოდ არ იცის როგორ დაადგინოს გყავთ თუ არა პარაზიტები. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის მისაღებად, კარგი ინფექციონისტი უნდა იპოვოთ. იმის გამო, რომ განავლის ანალიზიც კი არ არის დამაჯერებელი მეთოდი ჭიების გამოვლენისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს რენტგენის სხივები ან სხვა პროცედურები.

როგორ მოვიცილოთ პარაზიტები ბუნებრივი გზით?

მოერიდეთ რაფინირებულ საკვებს და შაქარს. შემდეგი სიიდან მიღებული პროდუქტები თქვენს კვების რაციონს უნდა დაემატოს, რადგან ისინი კლავენ მრავალი სახის ჰელმინთებს: ნედლი ნიორი, ბროწეული, გოგრის თესლი, ჭარხალი, ნიგოზი, ორეგანო.

ამინდი
amindi