ყავის ნალექის გამოყენების 15 მეთოდი. ის თქვენი დამხმარე გახდება ყოველდღიურ ცხოვრებაში

1949

ყავის ნალექის გამოყენების 15 მეთოდი. ის თქვენი დამხმარე გახდება ყოველდღიურ ცხოვრებაში

ყავის ნალექი ძვირფასი ორგანული ნედლეულია, რომელსაც მრავალი სასარგებლო თვისება აქვს.

1. სასუქი მცენარეებისთვის. ყავის ნალექი შესანიშნავ მცენარეულ სასუქს ქმნის. იგი განსაკუთრებით უხდება ხეხილს და ყვავილებს. ყავა ნიადაგს მჟავიანობას მატებს და მავნებლებსაც იშორებს. თუკი ნალექს სტაფილოს თესლს დაუმატებთ, ხილი უფრო ტკბილი იქნება და მავნე ნივთიერებებსაც არ მიიკარებს.

2. დეოდორანტი ხელებისა და მაცივრისთვის. ყავის მდიდარ არომატს შეუძლია აღმოფხვრას უსიამოვნო სუნი. მაგალითად, შეგიძლიათ ხახვის ან ნიორის დამუშავების შემდეგ ხელები ყავის ნალექებით დაიმუშაოთ. ჩაასხით ნალექი ჭიქაში და ჩადგით მაცივარში, დადგება სასიამოვნო სუნი და ჩაანაცვლებს სოდას, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ამ მიზნით.

3. აფრთხობს ბაღის მავნებლებს. ყავის სუნი უსიამოვნოა ზოგიერთი ცხოველისა და მწერისთვის. ეს სასარგებლოა ბაღში სხვადასხვა მავნებლების დასაშინებლად. ამისათვის თქვენ უნდა შეურიოთ ყავის ნალექი ფორთოხლის კანს და დააწყოთ მიღებული ფხვნილი მცენარეების გარშემო.

4. რწყილის გაქრობის საშუალება. ნალექი ასევე გააქრობს რწყილებს ცხოველებში. დაბანეთ მაგალითად ძაღლი და წაუსვით ნალექი. სუნი შეაშინებს პარაზიტებს.

5. ჰაერის გამწმენდი საშუალება. ყავის ნალექი შეიძლება დაემატოს ყვავილების ვაზას. ეს ორგანულად მოხვდება საერთო შემადგენლობაში, გახდება ბუნებრივი დეკორატიული შემავსებელი და ასევე მოქმედებს როგორც ჰაერის გამწმენდი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას აბაზანაში, ტუალეტში ან მისაღები ოთახში.

6. ანტიცელულიტური ნიღაბი. კოფეინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გამოდევნის ზედმეტ სითხეს სხეულიდან. ამ თვისების წყალობით, ის სასარგებლოა ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამკურნალო ნიღბის მოსამზადებლად ყავის ნალექი დაუმატეთ, ზეითუნის ზეთს, კოჭას ზეთს ან ღვინოს. შემდეგ მიღებული მასა წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილებში და წრიული მოძრაობით შეიზილეთ ფუნჯით ან ღრუბლით. პროცედურა გაიმეორეთ ჯვირაში 1-2 ჯერ.

7. ჭურჭლის სარეცხი საშუალება. უხეში სტრუქტურის წყალობით, ყავის ნალექი შესანიშნავად აშორებეს გამხმარ ჭუჭყს და საკვების ნარჩენებს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ქვაბებისა და ტაფების გასარეცხად, სოდისა და საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ნაცვლად, რაც საშიშია ხალხისა და გარემოსთვის.

8. ნიღაბი. თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ყავის ნალექი შეგიძლიათ კანში შეიზილოთ. ეს აძლიერებს თმის ფესვებს და ხელს უწყობს თმის ზრდას. პროცედურა უნდა ჩატარდეს შამპუნის მიღებამდე ცოტაოდენი ყავის ნალექის წასმით და კანში ნაზად შეზელვით. 10-15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ. დროთა განმავლობაში, თმის ძირები გამაგრდება და შეწყვეტს ცვენას. ყავის ნიღაბი არ არის რეკომენდებული ქერათმიანებისთვის, რადგან ყავა არის ბუნებრივი საღებავი და შეუძლია თმას მუქი ელფერი მისცეს.

9. თმის საღებავი. ძლიერ მოხარშული ყავა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მუქი თმის საღებავი, როგორც ბუნებრივის, ასევე შეღებილის. ასევე რეკომენდებულია ხნას დამატება. უკეთესი ფერის შესანარჩუნებლად, თმის კონდიციონერს გირჩევთ დაამატოთ ახლად მოხარშული ყავის ნალექი, წაისვით იგი მთლიან სიგრძეზე და დაიტოვეთ 15-20 წუთი. ამის შემდეგ, კარგად ჩამოიბანეთ თმა. კიდევ ერთი ვარიანტია რომ მზა ყავით ჩამოიბანოთ თმა.

10. საღებავი კვერცხის, ქაღალდისა და ქსოვილებისთვის. ყავა შესანიშნავად ღებავს არა მხოლოდ თმას, არამედ ქსოვილებს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სააღდგომო კვერცხის ბუნებრივი საღებავის დასამზადებლად. საბოლოო ფერი დამოკიდებული იქნება ხსნარის კონცენტრაციაზე: რაც უფრო მეტ ყავას დააყრით წყალს ადუღების დროს, მით უფრო მკვეთრი იქნება ფერი. საღებავის დასამზადებლად საჭიროა ყავის მოხარშვა და გაგრილება. შემდეგ შეგიძლიათ კვერცხის მოხარშვა. 10 წუთი ხარშეთ.

11. ავეჯზე ნაკაწრების შეღებვა. ნალექი კარგად ფარავს ნაკაწრებს. ნალექში ჩაყავით ბამბის დისკი და ძლიერად წაუსვით ნაკაწრებს სანამ ფერს არ შიცვლის. გამოიყენეთ მხოლოდ მუქ ავეჯზე.

12. მოცურების საწინააღმდეგო საშუალება ტროტუარზე. მარილისაგან განსხვავებით, რომელიც საშიშია გარემოსა და მოქალაქეთა ფეხსაცმლისთვის, ყავის ნალექი აბსოლუტურად უვნებელია გარემოსთვის. ამავე დროს, ის შეიძლება გახდეს ქიმიკატების ალტერნატივა, რომლებიც ზამთარში გამოიყენება მოლიპულ ყინულთან საბრძოლველად. გარდა ამისა, ბუნებრივი ნედლეული იზიდავს მზის სხივებს და აჩქარებს თოვლის დნობის პროცესს.

13. სხეულისა და სახის სკრაბი. ყავის ნალექი შესანიშნავი ბუნებრივი სკრაბია. დაუმატეთ მას ცოტა ზეითუნის ზეთი, რომელიც კვებავს და ატენიანებს კანს. ასევე რეკომენდებულია ყავის სკრაბი სანაპიროზე ან სოლარიუმში წასვლამდე.

14. ნიღაბი თვალების შეშუპების წინააღმდეგ. დაფქვილი ყავისგან შეგიძლიათ სახის მკვებავი ნიღაბი გააკეთოთ. ორი სუფრის კოვზი დაფქვილ ყავას დაამატეთ ორი სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, ერთი კოვზი თაფლი და სამი სუფრის კოვზი რძე ან იოგურტი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, ნაზად შეიზილეთ კანზე და გააჩერეთ 15-20 წუთით, სანამ ნარევი გაშრება. ყავის ნიღაბი ამკვრივებს ფორებს, ამცირებს სახის სიწითლეს და აშორებს ზედმეტ ცხიმს კანიდან. გარდა ამისა, ყავა ხსნის შეშუპებას თვალების ქვეშ, თაფლი და რძე კი კარგად ატენიანებს კანს.

15. ბუნებრივი ლიფტინგი. კიდევ ერთი ყავის ნიღაბი ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ კოსმეტიკურ ლიფტინგს სილამაზის სალონში. ამისთვის საჭიროა შეურიოთ ერთი მეოთხედი ჭიქა ყავის ნალექი ერთი კვერცხის ცილას და მიღებული მასა წაისვათ სახეზე მასაჟისებური მოძრაობებით. მას შემდეგ, რაც ნიღაბი გაშრება, შეგიძლიათ ჩამოიბანოთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia