მენინგიტის ნიშნები: 7 სიმპტომი, რომელიც უნდა იცოდეთ!
მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის შემომსაზღვრავი, დამცავი მემბრანების ინფექციაა. ეს ინფექცია შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, მაგრამ ყველაზე ხშირად ვლინდება ბავშვებში, თინეიჯერებში და ახალგაზრდა ადამიანებში. მენინგიტის სიმპტომები იწყება უეცრად და შეიძლება მოიცავდეს:
1. მოულოდნელი სიცხე. მოულოდნელი სიცხე, რომელსაც თან ახლავს ტრემორი, შეიძლება იყოს მენინგიტის სიმპტომი. ამ შემთხვევაში, სხეულის ტემპერატურა მაღალია და ძნელია დაწევა.
2. კუჭის ტკივილი, გულისრევა და პირღებინება. თუ კუჭის ტკივილი ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები გაქვთ, ეძებეთ სხვა თანმხლები სიმპტომები. მიდით ექიმთან და დარწმუნდით, რომ მენინგიტი არ არის.
3. თავის ტკივილი და შაკიკი. ადამიანებს რომლებსაც აქვთ შაკიკი, იციან როგორ მძიმდება ტვინი ტკივილებისას. ძლიერი თავის ტკივილი და სინათლისადმი მგრძნობელობა შეიძლება მიუთითებდეს შაკიკზე. მაგრამ ეს სიმპტომები, როგორც მარტო, ასევე კომბინირებული, შეიძლება ასევე იყოს მენინგიტის ნიშანი.
4. გამონაყარი. გამონაყარი ჩვეულებრივ არის ატოპიური დერმატიტისა და ალერგიის ნიშანი. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ გააკეთოთ მარტივი ტესტი სახლში, რათა დარწმუნდეთ საჭიროა თუ არა ექიმთან კონსულტაცია. დააჭირეთ თითი გამონაყარს. თუ გაფერმკრთალდება, არ იღელვოთ. მაგრამ თუ ასე არ იქნება, აუცილებლად მიმრთეთ ექიმს.
5. ბუნდოვანი მხედველობა. მენინგიტი გავლენას ახდენს სხეულის სხვადასხვა ფუნქციაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დისფუნქციების ფართო სპექტრი. მაგალითად, მენინგიტის მქონე ზოგიერთ ადამიანს აქვს მხედველობის დაბინდვა, რაც ართულებს მათ გარშემომყოფზე ფოკუსირებას. მაშინაც კი, თუ ეს არ არის მენინგიტი, მხედველობის დაქვეითება ყოველთვის სერიოზული პრობლემაა და საჭიროა შემოწმება!
6. ძილიანობა და დეზორიენტაცია. თუ შესამჩნევი ძილიანობა და დეზორიენტცია გაქვთ, რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. ეს სიმპტომები თავისთავად არ წარმოიქმნება.
7. კისრის გაშეშება. თუ არ დაშავებულხართ და არანაირი ტრავმა არ მიგიღიათ და მაინც გაქვთ კისერი გაშეშებული, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. შესაძლოა მენინგიტმა გამოიწვია კისრის გაშეშება და შეშუპება.