7 პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ დაბალი ჰემოგლობინის მომატებაში

4925

7 პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ დაბალი ჰემოგლობინის მომატებაში

ჰემოგლობინი (Hb), რომელიც სისხლის უჯრედებშია, პასუხისმგებელია ორგანიზმში ქსოვილებსა და უჯრედებში ჟანგბადის გადატანაზე.

ჰემოგლობინის დონე ორგანიზმში გამოხატულია ჰემოგლობინის გრამებში 100 მლ (ან 1 დლ) სისხლში. სისხლში ჰემოგლობინის ნორმალური დონე : 14-დან 18 გ / დლ-მდე ზრდასრული მამაკაცებისთვის, 12-დან 16 გ / დლ-მდე ზრდასრული ქალებისთვის.

დაბალი ჰემოგლობინის სიმპტომები: ორგანიზმში ჰემოგლობინის დონის დაქვეითება გამოიხატება დაღლილობით, სისუსტით, ქოშინით, თავბრუსხვევით, თავის ტკივილით, კანის სიფერმკრთალით, ფრჩხილის ფსკერისა და ღრძილების სიფერმკრთალით, გულისცემის გახშირებით და მადის დაკარგვით. ჰემოგლობინის დონის მნიშვნელოვანმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია.

ჰემოგლობინის დაბალი დონის მიზეზები: ქალებში ჰემოგლობინის დაბალი დონის მიზეზი არის ორსულობა ან მენსტრუალური ციკლი. ასევe, შეიძლება მრავალი სხვა მიზეზი იყოც.

ჰემოგლობინის დაბალი დონის ყველაზე გავრცელებული მიზეზები კვების დეფიციტია. მაგალითად, რკინის, ფოლიუმის მჟავის, C ვიტამინის და B12 ნაკლებობა. დაბალმა ჰემოგლობინმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება.

აქ მოცემულია ჰემოგლობინის დონის ბუნებრივი გზით გაზრდის რამდენიმე მეთოდი.

1. მიირთვით რკინით მდიდარი საკვები. ჰემოგლობინის დაბალი დონის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი რკინის დეფიციტია. რკინაზე დაფუძნებულ ზოგიერთ საკვებს მითკუთვნთბა ღვიძლი, წითელი ხორცი, კრევეტები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თხილი, ფინიკი, ოსპი, ხამანწკები. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ რკინის პრეპარატები, მაგრამ სწორი დოზირებისთვის მიმართეთ ექიმს, რადგან რკინის მაღალი დოზები შეიძლება საშიში იყოს.

2. გაზარდეთ C ვიტამინის მიღება. ჰემოგლობინის დაბალი დონე ასოცირდება C ვიტამინის ნაკლებობასთან. ამის გამოსწორება შესაძლებელია ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებით. სხეულს არ შეუძლია სრულად აითვისოს რკინა ვიტამინის გარეშე. C ვიტამინით მდიდარ საკვებში შედის პაპაია, ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი, წიწაკა.

3. მიიღეთ ფოლიუმის მჟავა. ფოლიუმის მჟავა არის B კომპლექსის ვიტამინი, რომელიც საჭიროა სისხლის წითელი უჯრედების შესაქმნელად. ამიტომ, თუ ფოლიუმის დეფიციტი გაქვთ, მაშინ უფრო მაღალი რისკი გაქვთ ჰემოგლობინის დაბალი დონისა. ფოლიუმს შეიცავს მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ღვიძლი, ბრინჯი, ხმელი ლობიო, ხორბლის ჩანასახები, გამაგრებული ბურღულეული, არაქისი, ბანანი და ბროკოლი.

4. ჭარხალი. ჭარხალი რეკომენდებულია ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად. მასში ბევრია რკინა, ფოლიუმი, ბოჭკოები და კალიუმი. მისი საკვები ღირებულება ხელს უწყობს სისხლის უჯრედების რაოდენობის გაზრდას.

5. ბროწეული. ბროწეული შეიცავს რკინას და კალციუმს, ასევე ცილებს, ნახშირწყლებს და ბოჭკოებს. მის კვებით ღირებულებას შეუძლია ხელი შეუწყოს სისხლში ჰემოგლობინის ზრდას და  სისხლის ჯანსაღ ნაკადს.

7. მოეროდეთ რკინის ბლოკატორებს. თუ ჰემოგლობინი დაბალი გაქვთ, გადახედეთ საკვებს, რომლის თავიდან აცილება გჭირდებათ, ეს არის საკვები, რომელსაც შეუძლია დაბლოკოს თქვენი სხეულის რკინის ათვისების უნარი. ეს პროსუქტებია: ყავა, ჩაი, სოდა, ლუდი, ღვინო, კალციუმით მდიდარი საკვები, როგორიცაა რძის პროდუქტები და კალციუმის დანამატები.

frenis kompensacia
frenis kompensacia