მჟაუნას სასარგებლო თვისებები. ნეტავ აქამდე მცოდნოდა

1981

მჟაუნას სასარგებლო თვისებები. ნეტავ აქამდე მცოდნოდა

მჟაუნას, როგორც სამკურნალო მცენარეს, უძველესი დროიდან იყენებდნენ, თუმცა მას საკვების სახით არ იღებდნენ, რადგან სარეველად მიაჩნდათ და მოწამვლისა ეშინოდათ.

მჟაუნის მჟავე გემოს მის ფოთოლში მჟაუნმჟავის არსებობა განაპირობებს. ფოთლები შეიცავს ასევე მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), ცილებს, ფლავონოიდებს, შაქრებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, გოგირდს, თუთიას, სპილენძს, ფტორს, ვიტამინებს B1, В2, С, К, PP. ვიტამინებით და, განსაკუთრებით, С-ვიტამინით მდიდარია მჟაუნის ყველა სახეობა.

მჟაუნას სასარგებლო თვისებები

მჟაუნას ოდითგან მიიჩნევენ სამკურნალო მცენარედ. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს:

ტკივილგამაყუჩებელი: იყენებენ წელის ტკივილისას, რევმატიზმის, მტკივნეული მენსტრუაციის, კლიმაქსის სიმპტომებისას;

ნაღვლმდენი და სოკოს საწინააღმდეგო: ეფექტურია ცისტიტის, ფურუნკულოზის, სოკოვანი დაავადებებისას;

სისხლდენის შემაჩერებელი;

შემკვრელი საშუალება: იყენებენ დიზენტერიის, კუჭის აშლილობის დროს;

ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური;

იყენებენ ღრძილების ანთებისა და ანგინის დროს;

როგორც პროფილაქტიკური საშუალება ციებ-ცხელების, მუნისა და სხვა დაავადებებისას.

მჟაუნა ქალებისთვის:

მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ მჟაუნა ქალების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, არ არის, მაგრამ ხალხური მკურნალები ამ სამკურნალო მცენარეს უძველესი დროიდან იყენებენ თავიანთ რეცეპტებში. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მჟაუნა აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს მოცულობას მენსტრუაციის დროს; აგრეთვე აქრობს ტკივილს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ასევე შეხვდებით მჟაუნას უნაყოფობის სამკურნალო რეცეპტებში. მცენარე ძალიან სასარგებლოა მეძუძური დედისთვის. მისი გამოყენება თერმული დამუშავების შემდეგ ჯობს, რადგან ამით მისი მჟავიანობა ნეიტრალდება. თუ ალერგია არა აქვს ადამიანს, მისი ნედლი სახით გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ზომიერი რაოდენობით.

როგორ მივიღოთ მჟაუნა და რისთვის

მჟაუნის ქორფა ფოთლების სალათი მცენარეული ზეთით შესანიშნავი საშუალებაა ქოლესტერინთან ბრძოლისთვის. ამ შემადგენლობით ის აძლიერებს და წმენდს სისხლძარღვებს. რეგულარული მიღების დროს კი ასევე ძლიერდება ნერვული სისტემა. ჯობს მშიერ კუჭზე მიიღოთ.

მცირეოდენი სისხლდენისას მჟაუნა ანტისეპტიკური საშუალების ფუნქციას ასრულებს – მიიდეთ ფოთოლი ჭრილობაზე.

მჟაუნის ახლად გამოწურულ წვენს შეუძლია დაშალოს თირკმელებში კენჭები. მიიღეთ უზმოზე და ღამით, 10-12 დღის განმავლობაში 100 მილიგრამი წვენის სახით.

საკვებითა და ალკოჰოლით ძლიერი მოწამვლისას მიიღეთ წყალში გახსნილი 50-60 მილიგრამი მჟაუნის წვენი (თანაფარდობა 50/50). მკურნალობის კურსი – 10-14 დღე.

რევმატიზმისა და წელის ტკივილისას მოამზადეთ ქორფა ფოთლების ფაფა. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დადეთ დოლბანდზე ან სხვა ქსოვილზე და მიიდეთ მტკივნეულ ადგილზე. ზევიდან დააფარეთ პოლიეთილენის მასალა და შალის ქსოვილი (ან პირსახოცი) სითბოსთვის. კომპრესი მოიხსენით 20-30 წუთის შემდეგ და კანი დაიზილეთ, სანამ მშრალი არ გახდება. ეს პროცედურა შეასრულეთ დღეში მინიმუმ ერთხელ, სანამ ტკივილი არ გაქრება.

სტომატიტის, კარიესის, ყელის ტკივილის დროს იყენებენ მჟაუნის ფესვის ნაყენს: 1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500-600 მილიგრამი ცხელი წყალი. გააჩერეთ 2-3 საათი და გადაწურეთ. გაციების დროს ეს ნაყენი შეგიძლიათ ცხვირში გამოივლოთ, გაისუფთავოთ პრობლემური კანი. ის ასუფთავებს კანის ფორებს და აქრობს ანთებით პროცესებს.

 

Facebook კომენტარები