მუდმივი პრობლემა : რა მოვუხერხოთ პირის ღრუში უსიამოვნო სუნს ? გასწავლით საუკეთესო გამოსავალს
პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, იგივე ჰალითოზი, ყველა ადამიანში იწვევს დისკომფორტს და ხშირ შემთხვევებში დაბალი თვითშეფასების მიზეზიც ხდება.
პირის ღრუს უსიამოვნო სუნის გასაქრობად არაერთი საშუალება არსებობს:
როგორებიცაა - საღეჭი რეზინი, პირის ღრუს სავლები, სპრეი და ა.შ. თუმცა ყველა ეს პროდუქტი არა პრობლემის გამომწვევ მიზეზთან ბრძოლის, არამედ სიმპტომის დროებით შეჩერების საშუალებაა.
არასასიამოვნო სუნი განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რა მიზეზი განაპირობებს დაავადების პროვოცირებას. ჰალითოზის მქონე ადამიანი შესაძლოა საერთოდ ვერ გრძნობდეს მას ან პირიქით, შესაძლოა ძალიან შემაწუხებელი იყოს როგორც მისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის.
პირის ღრუს არასასიამოვნო სუნის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს
- საკვები ნარჩენების კბილებს შორის დატოვება იწვევს ბაქტერიების გამრავლებას და შედეგად წარმოქმნის არასასიამოვნო სუნს. ასევე გარკვეული საკვების მიღება, როგორიცაა - ხახვი, ნიორი და სანელებლები.
- თამბაქო - იწვევს პირის ღრუს არასასიამოვნო სუნს, გარდა ამისა მეტია ღრძილების დაავადების ალბათობა, რაც თავის მხრივ აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზია.
- პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა - კბილების ყოველდღე გახეხვა და სპეციალური კბილების საწმენდი ძაფით წმენდა აუცილებელია საკვები ნარჩენებისგან სათანადოდ გასაწმენდად, წინააღმდეგ შემთხვევაში კბილის გარშემო ხდება ნადების ფორმირება, რომელიც აზიანებს ღრძილებს.
- პირის სიმშრალე - ნერწყვი პირის ღრუში ასრულებს დეზინფექტორის როლს, აშორებს არასასიამოვნო სუნსა და ნაწილაკებს;
- პირის ღრუს ინფექციები - არასასიამოვნო სუნი შესაძლოა გამოწვეული იყოს პირის ღრუში ქირურგიული ჩარევის შედეგად არსებული ჭრილობებით
პირის ღრუს არასასიამოვნო სუნს ხშირ შემთხვევაში ჰიგიენის წესების არასწორად დაცვის გარდა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა იწვევს.
ანთებითი პროცესების დროს პირში გამოსავლებად უკეთესია მარილიან-იოდიანი ხსნარი 1 ჩ/კ მარილი და 5 წვეთი იოდი ერთ ჭიქა წყალზე. წყალი ცხელი უნდა იყოს, მაგრამ არა იმდენად, რომ დაგწვათ.
არ შეიძლება მისი ბუყბუყიც და მთელ პირში გადაადგილება — უნდა ჩაიგუბოთ დაავადებული კბილის მხარეს და გააჩეროთ 30-40 წამი, მერე გადმოაფურთხოთ და ახალი ულუფა ჩაიგუბოთ. ასე გაიმეოროთ 10-15-ჯერ. გამოვლება კი 2 საათში ერთხელ არის
საჭირო.
კარგია აგრეთვე კრაზანას, მუხის ქერქის, არყის ფოთლების ნაყენი, მწვანე ჩაი.
აიღეთ 1 სუფრის კოვზი რომელიმე ბალახი და დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი.
დააყენეთ 30 წუთით, გაწურეთ და გამოივლეთ.
აიღეთ 3 სუფრის კოვზი კრაზანა, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე და გააჩერეთ 2 საათი. გამოივლეთ პირში დღეში სამჯერ ღრძილების გასამაგრებლად და უსიამოვნო სუნის გასაქრობად.
თუ კბილი ამოგიღეს, ხსნარი სხეულის ტემპერატურისა უნდა იყოს. ამ დროს კარგია ანტისეპტიკური ხსნარები: კრაზანას, გვირილის, ვარდის ფურცლების, მწვანე ჩაის ნაყენი. ივლეთ 2-3 დღე. მე ეს სავლებები მშველის. იქნებ თქვენც მოგიხდეთ.