მარილების დაგროვება : გაუსაძლისი ტკივილების მარტივი გზებით მკურნალობა

1404
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

მარილების დაგროვება : გაუსაძლისი ტკივილების მარტივი გზებით მკურნალობა

რას ნიშნავს „მარილების დაგროვება“?

ადამიანი რაც უფრო ასაკში შედის, მით უფრო მეტ პრობლემას აწყდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მხრივ. ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი: ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი, არაჯანსაღი კვება, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭირო ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა.

ხალხში ყველა დაავადებას, რომელის ასე თუ ისე ძვლებსა და სახსრებს უკავშირდება, „მარილების დაგროვებას“ უწოდებენ.

მიუხედავად ამისა, მედიცინაში ასეთი ტერმინი არ არსებობს. არსებობს საყრდენმამოძრავებელი აპარატის დაავადებების მკაფიო განსაზღვრული სახელწოდებები: ართრიტები, ართროზები, ნიკრისის ქარი და სხვ.

უშუალოდ „მარილების დაგროვებასთან“ დაკავშირებულია მხოლოდ ნიკრისის ქარი (ნიკრისის ართრიტი).

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ რეცეტებსა და მომზადებაზე:

უნდა მოაგროვოთ მზესუმზირას ფესვები, კარგად გარეცხოთ და გააშროთ. დაანამცეცოთ, 1 ჭიქას დაასხათ 3 ლ წყალი და ადუღოთ 5 წუთი, გადაწუროთ და მიიღოთ დღეში თითო ლიტრი, როცა გნებავთ.

მოხარშული ფესვები არ გადაყაროთ შეინახეთ მაცივარში. მათი გამოყენება კიდევ ორჯერ შეიძლება. მეორე მოხარშვისას 10 წუთი უნდა ადუღოთ, მესამე მოხარშვისას - 15 წუთი.

გამოდის, რომ 1 ჭიქა ფესვისგან 9 ლ ნახარშის მომზადებაა შესაძლებელი და ეს
ნახარში 9 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ.

ნახარში ძალიან გემრიელია, მე მას წყლის მაგივრად ვსვამ ხოლმე, ოღონდ გაითვალისწინეთ:  ერთსა და იმავე დროს უნდა მიიღოთ.

ორთვიანი კურსის შემდეგ სახსრები თითქოს უფრო მოქნილი გამიხდა, ტკივილები გამიყუჩდა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად შევძელი დახრა, კისრის თავისუფლად მობრუნება. ასე მგონია, გავახალგაზრდავდი.

შესანიშნავად გამოვცადე ეს საშუალებაც:

სახეხზე გახეხეთ 250 გრამი ოხრახუშის ძირი და ერთი ცალი ლიმონი კანიანად, დაამატეთ 100 გრამი წვრილად დაჭრილი ოხრახუში და 300 გრამი თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსი 1 თვეა. ეს წამალი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia