მას შემდეგ, რაც ამ სტატიას წაიკითხავთ, ყურებს ძალიან ღრმად აღარასოდეს გამოიწმენდთ..!

1284

აბაზანის მიღების შემდეგ, ალბათ, მაშინვე ყურებს იწმენდთ. იცოდით, რომ ეს არც ისე კარგი იდეაა? უბრალოდ, იცოდეთ: ყურებს გამოწმენდა არ სჭირდება. მათ აქვს საკუთარი ჰიგიენური პროცესი და უცხო სხეულის მათში მოხვედრით და მათი “გამოწმენდით” თქვენ ანგრევთ ორგანიზმის ნატურალურ პროცესს.შეიძლება, თავი პოტენციურად დაიზარალოთ კიდეც ! როდესაც აბაზანის მიღების შემდეგ, ყურებს იწმენდთ, თქვენ იქიდან აშორებთ გოგირდს, ის ყურის შიგნით არსებული ჯანსაღი ნივთიერებაა,ანტიბაქტერიულია და ყურის დაცვის ფუნქცია აკისრია. ის წარმოიქმნება ყურის ბარაბანთან ახლოს და ნელ-ნელა გამოდის გარეთ, შრება და იოლად ვარდება გარეთ.ეს ამ ორგანოების არსებობისთვის ჩვეულებრივი პროცესია.

რა ხდება მაშინ, როდესაც იყენებთ ყურის ჩხირებს?

როდესაც ყურის ჩხირით იწმენდთ ყურს, გოგირდი ყურში ღრმად აღწევს, რაც ბუნებრივად, არ ხდება. ამ პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს მისი იქ გაჭედვა, რაც იწვევს შესაძლო სამედიცინო გართულებებს. ასე შედის სოკო და ბაქტერიები ყურის სიღრმეში, რამაც შესაძლოა, სხვა გართულებებთან ერთად, ინფექციაც გამოიწვიოს.
ყურები არასდროს არ უნდა გამოიწმინდოთ. ექიმი დუგლას ბექოუს მიხედვით, როდესაც ყურის შიგნით, კანს ხშირად ეხებით, ჰისტამინი თავისუფლდება.ეს კანს აღიზიანებს. რაც უფრო მეტად ეხებით მას, ის უფრო მეტად ღიზიანდება.
თუ გრძნობთ, რომ ყურში ძალინ დიდი რაოდენობის გოგირდი გაქვთ, დროა, ექიმთან მიხვიდეთ. მან შესაძლოა, გირჩიოთ ყურების გამოწმენდა. ეს თქვენით არ გააკეთოთ !

ექიმთან უნდა მიხვიდეთ იმ შემთხვევაში, თუ:

ამჩნევთ გოგირდის დაგროვებას
ძალიან ძლიერად გეფხანებათ ყურები
ყურის ხშირი ტკივილები გაქვთ
ყურში ცუდად გესმით
ყურებიდან ჩირქი მოგდით

ალბათ, დროა, ყურების გამოწმენდა შეწყვიტოთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia