სასწრაფოდ!!! ვისაც მეტეორიზმის ნიშნები აქვს, ვურჩევ გაეცნოს ამ ფასდაუდებელ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც ეს პრობლემა სამუდამოდ მოგვარდება!

1759

სასწრაფოდ!!! ვისაც მეტეორიზმის ნიშნები აქვს, ვურჩევ გაეცნოს ამ ფასდაუდებელ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც ეს პრობლემა სამუდამოდ მოგვარდება!

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია თავად კვების მიღების პროცესი. ის უნდა იყოს მშვიდი.

დაუშვებელია :

  • ჩქარა ჭამა,
  • ჭამის დროს ლაპარაკი,
  • გაზიანი სასმელების მიღება.

რაც შეეხება რაციონს, ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. როდესაც მეტეორიზმი განსაზღვრულ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შესაბამისი დიეტა აუცილებელია. ლაქტაზის დეფიციტის დროს უნდა გამოირიცხოს რძე და  შაქრის შემცველი სხვა პროდუქტები.

ჯანმრთელი ადამიანი უნდა ერიდოს მეტეორიზმის ხელშემწყობ პროდუქტებს:

  • უხეში უჯრედისით მდიდარ საკვებს (კომბოსტოს, ისპანახს, ყურძენს, ქიშმიშს),
  • პარკოსნებს (ლობიოს, ბარდას),
  • ჭვავის (შავ) პურს,
  • ასევე ბურახს, ლუდს, გაზიან სასმელებს, მაჭარს.

რეკომენდებულია რძემჟავა პროდუქტები, წიწიბურა, ხორბალი, თერმულად დამუშავებული ხილი და ბოსტნეული, ხორცი — მხოლოდ მოხარშული. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ინდივიდუალურია. ბევრმა თვითონვე იცის, რომელი საკვები იწვევს მასში მეტეორიზმს. ბუნებრივია, ასეთი პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული.

მედიკამენტური მკურნალობა

აირების ჭარბი დაგროვების შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას. ჩვენი მოსახლეობა კარგა ხანია იცნობს ნახშირსა და თიხის პრეპარატებს. არსებობს აირების მშთანთქმელი ახალი საშუალებებიც. მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული, ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედი საშუალებების მიღება.

ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, თუ მეტეორიზმსა და აირების ჭარბ გამოყოფას თან ახლავს:

  • ფაღარათი;
  • ყაბზობა;
  • გულისრევა ან ღებინება;
  • წონის დაქვეითება;
  • ტკივილი მუცლის ან სწორი ნაწლავის არეში;
  • მუდმივი გულძმარვა;
  • შემაწუხებელი და მუდმივი მეტეორიზმი.

რჩევები მათ, ვისაც მეტეორიზმი აწუხებს:

  • არასოდეს დატოვონ უყურადღებოდ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები.
  • დაიცვან რეკომენდაციები კვების რეჟიმთან დაკავშირებით.
  • ერიდონ მეტეორიზმის გამომწვევ საკვებს.
  • არ მიიღონ ანტიბიოტიკები აუცილებელი ჩვენების გარეშე — ისინი ნაწლავურ მიკროფლორას ანადგურებენ.
  • დიდხანს ნუ გამოიყენებენ საფაღარათო საშუალებებს.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა მეტეორიზმის დროს:

ჩემი შვილი რამდენიმე თვისაა. ძალიან აწუხებს მუცლის შებერილობა, ე.წ. გაზები და უძილობა. ექიმმა სხვადასხვაგვარი მზა წამალი დაუნიშნა, მაგრამ დიდ შედეგს ვერ მივაღწიე. ჩემმა მეგობარმა, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, კამის ნაყენი მირჩია, რომელიც მართლაც ეფექტიანი აღმოჩნდა:

რეცეპტი:

  1. 1 ს/კ კამის თესლს (თუ კამის თესლი არ გაქვთ, ქორფა კამა დაჭერით წვრილად. დაგჭირდებათ 1 ს/კ),
  2. დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,
  3. დააყენეთ 1 საათი, შ
  4. ემდეგ გადაწურეთ და ასვით ბავშვს დღის განმავლობაში წყლის მაგიერ.

ნაყენის მიღება უფროსებსაც შეგიძლიათ (მაგრამ მდუღარედასხმული კამა 3-4 წუთით უნდა წამოადუღოთ, რომ ნაყენი უფრო მაგარი გამოვიდეს) და თავად დარწმუნდებით მის სიკეთეში.

frenis kompensacia
frenis kompensacia