ღორის ქონი უფრო სასაგებლოა ორგანიზსმისთვის თუ ქოქოსის ზეთი? გაეცანით საინტერესო კვლებებს

1777

ღორის ქონი უფრო სასაგებლოა ორგანიზსმისთვის თუ ქოქოსის ზეთი? გაეცანით საინტერესო კვლებებს

ქოქოსის ზეთი სასარგებლოდ მიიჩნევა ლაურინის მჟავის მაღალი შემცველობით, რომელიც სისხლში ლიპოპროტეინების დონის სიმკვრივეს ზრდის.

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები „კარგ“ ქოლესტერინს მიეკუთვნება, და ითვლება, რომ ის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს არ ზრდის.

თუმცა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ზრდას ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებელი არ მოაქვს. სჯობს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების საფრთხეზე ვკონცენტრირდეთ. ლაურინის მჟავა გაჯერებული ცხიმია და სისხლში მათ დონეს ზრდის.

გამოდის, როგორც დაბალი, ასევე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ზრდით ლაურინის მჟავა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის. უფრო სასარგებლოა, მონო და ნახევრად უჯერი ცხიმები მიიღოთ, ვიდრე ლაურინის მჟავა.

ქოქოსის ზეთი 82% გაჯერებულ ცხიმს შეიცავს. სხვათა შორის, პალმის ზეთიც ამდენივე გაჯერებულ ცხიმს შეიცავს, მაგრამ ბევრი მის მიღებას გაურბის, ქოქოსის ზეთი კი ჯანსაღ ცხოვრების წესთან ასოცირდება.

ახლა შეადარეთ: კარაქი შეიცავს მხოლოდ 63% გაჯერებულ ცხიმს, ღორის ქონი – 39%. გამოდის, ღორის ქონი გულის ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა.

როგორც ხედავთ, ნორმალური დოზით ღორის ქონი არ არის საზიანო ადამიანის ოეგანიზმისთვის.

ღორის ქონი – უნიკალური უძველესი პროდუქტი, რომელსაც საპატიო ადგილი უჭირავს თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოში. ამ პროდუქტის ფართო გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით განპირობებულია არა მხოლოდ მისი სასარგებლო თვისებებისა და კალურიულობის, არამედ ამ პროდუქტისთვის დამახასიათებელი ნეიტრალური გემოსა და სუნის გამო.

რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტი, ღორის ქონი შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიაში, თუმცა სახლში დამზადებული პროდუქტი, ეჭვგარეშეა, გაცილებით სასარგებლო და გემრიელია. მისი დამზადების მეთოდი საკმაოდ მარტივია:

ვიღებთ ღორის ქონს, მთლიანად ვასუფთავებთ ხორცისგან და ვალბობთ წყალში 12 საათის განმავლობაში, პერიოდულად აუცილებლად ვუცვლით წყალს. კარგად დამბალ ქონს ვჭრით პატარა ნაჭრებად და ვიწყებთ დაბალ ცეცხლზე მისი გადნობის პროცესს, წყლის სრულ აორთქლებამდე. წარმოქმნილი ნახევრადგამჭვირვალე ცხიმი გადაგვაქვს მინის ქილაქში ან კერამიკის ქოთანში, მჭიდროდ ვაფარებთ თავს და ვტოვებთ გარკვეული პერიოდით.

უძველესი დროიდან ღორის ქონი გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა: სახსრების ტკივილი, ეგზემა, გაციება და ა.შ. გარდა შინაგანად მიღებისა, ქონით იმუშავებენ უშუალოდ სხეულის მტკივან ზედაპირსაც.

რაც შეეხება სიმელოტეს, მის დასამარცხებლად ქონს იზელენ თავის კანში, იჩერებენ რამდენიმე წუთით და შემდეგ თავს თბილი წყლით იბანენ.

თუ მუხლის სახსარი გტკივათ, დაიმუშავეთ ის ღორის ქონით, შემოიხვიეთ პარკი, ზემოდან თბილი ქსოვილი და დაიტოვეთ მთელი ღამით. მეტი ეფექტურობისთვის, ქონში მცირეოდენ თაფლსაც ურევენ. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, მდგომარეობის გაუმჯობესებას ხანმოკლე დროში შენიშნავთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia