100%-ით ბუნებრივი ნაყენი – ამის გამოყენების შემდეგ აღარ დაგჭირდებათ აფთიაქში წასვლა! მოამზადეთ დღესვე!

251

100%-ით ბუნებრივი ნაყენი - ამის გამოყენების შემდეგ აღარ დაგჭირდებათ აფთიაქში წასვლა! მოამზადეთ დღესვე!

შოთხვის ბუჩქს გულგრილად ნუ ჩაუვლი!

როცა შოთხვის ბუჩქს ჩაუვლით, კარგად ჩაისუნთქეთ მისი სურნელი და ყვავილების თაიგულიც თან გაიყოლეთ, რადგან ამ მცენარის მხოლოდ სუნიც კი საკმარისია მავნე მიკროორგანიზმების დასახოცად. ძველ დროში წყლის გასაწმენდად შოთხვის ყვავილებს იყენებდნენ — წყლიან ჭურჭელში მცენარის რამდენიმე ტოტს აგდებდნენ.

შოთხვის ყვავილს ბევრი დაავადების სამკურნალოდ ვიყენებ, მაგალითად, კონიუნქტივიტის დროს:

  • 1ს/კ გამომშრალ ყვავილს დაასხით
  • 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი.

ამ ნაყენით ჩამოიბანეთ შეწითლებული ქუთუთოები და 2 დღეში ანთება უკვალოდ გაქრება. შოთხვს ვიყენებ აგრეთვე კუჭ-ნაწლავის მუშაობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ თუ ამ მცენარეზე ალერგია გაქვთ, ფრთხილად უნდა იყოთ. ყვავილების გარდა, შოთხვის ფესვი, ფოთლები და კენკრაც სასარგებლოა.

ფესვი შარდმდენია, ოფლმდენიც, სიცხესაც დაბლა სწევს. ფოთლებში უამრავი ვიტამინია, ხოლო ნაყოფი (კენკრა) საუკეთესო საშუალებაა კუჭის აშლილობის დროს. ფესვების ნაყენი ხსნის თავის ტკივილს, სპაზმებს, კარგ შედეგს იძლევა გულის დაავადებების დროს, როგორც მატონიზებელი და დამამშვიდებელი საშუალება, აგრეთვე კუჭის დაავადებებისას:

  • 1 ს/კ გამომშრალ, დანამცეცებულ ფესვს
  • დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი,
  • დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წუთით.
  • გაწურეთ.
  • სვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

კენკრის ნაყენის მოსამზადებლად:

  • 1 ს/კ გამხმარ კენკრას დაუმატეთ
  • 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და
  • მდუღარე წყლის აბაზანაზე დადგით 45 წუთით,
  • შემდეგ გადაწურეთ და
  • სვით 0,5 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

ეს ნაყენი ძალიან კარგია ქრონიკული ენტერიტის და კოლიტის დროს, აგრეთვე დიზენტერიის გადატანის შემდეგ. ამ ნაყენის მიღებისას დოზირება ზუსტად უნდა მოხდეს, რადგან ნაყოფში თურმე მცირე რაოდენობით შხამიც შედის.

ექიმის კომენტარი:

შოთხვი კავკასიაში გავრცელებული მცენარეა, იგი მაღალი ბუჩქია, ზოგან კი დაბალტანიან ხედაც იზრდება, 2-10 მ სიმაღლის. მოყავისფრო ტოტები დაფარულია მოყვითალო-მოთეთრო მეჭეჭებით. აქვს არომატული, ნექტარით მდიდარი თეთრი ყვავილები, რომლებიც 12სმ-მდე სიგრძის თავჩაქინდრულ მტევნებშია შეკრებილი.

შავი ნაყოფი ერთკურკიანია, ხორცოვანი მწკლარტე რბილობით. შოთხვის ნაყოფი შეიცავს 5%-მდე შაქარს, ბევრ მთრიმლავ ნივთიერებას, ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, ფლავონოიდებს და ეთერზეთს. მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო ნაყოფს შემკვრელ საშუალებად იყენებენ კუჭაშლილობის დროს. ფოთლები მდიდარია C ვიტამინით და ეთერზეთით.

მედიცინაში შოთხვს იყენებენ არაინფექციური ფაღარათიანობის და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის მოშლის დროს. ხალხური მედიცინა შოთხვის ქერქსაც იყენებს, როგორც შარდმდენ, ოფლმდენ და შემკვრელ საშუალებას, ფოთლების ნახარშს ზოგჯერ ფაღარათიანობის და ბრონქიტის დროს იყენებენ, ყვავილების ნაყენს კი ნივთიერებათა ცვლის მოშლისას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

frenis kompensacia
frenis kompensacia