იცით თუ არა, რამ შეიძლება გამოიწვიოს შუა ღამით უეცარი გამოღვიძება?

1740

იცით თუ არა, რამ შეიძლება გამოიწვიოს შუა ღამით უეცარი გამოღვიძება?

1. ასაკის მატება

ასაკის მატებასთან ერთად დაძინებაც ჭირს. ამავე მიზეზით შეიძლებაღამეში რამდენჯერმე გაგეღვიძოთ. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები ღრმა ძილში ნაკლებ დროს ატარებენ და მათი აგღვიძება უფრო იოლი ხდება.

როგორ გადავწყვიტოთ პრობლემა: თუ თქვენი პრობლემები დეპრესიას ან შფოთვას უკავშირდება დასაძინებელი წამლები დაგეხმარებათ. თუმცა მისი მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება.

ღამის ძილის გასაუმჯობესებლად, დღის ძილს მოერიდეთ.

2. ალკოჰოლი

ალკოჰოლის მირების შემდეგ ღრმა ძილში იოლად გადადიხართ, მაგრამ ის დიდხანს არ გრძელდება. ძლიერი სასმელების ზემოქმედების დროს ძილის მშფოთვარეა.

როგორ გამოვასწოროთ პრობლემა: მოერიდეთ ძილის წინ დალევას ან ერთ ჭიქაზე მეტს ნუ დალევთ.

3. ძილის აპნოე

ძილის აპნოეს დროს, ორგანიზმს ჟანგბადი საკმარისად არ მიწოდება, ამ დროს მისი თვითგადარჩენის რეფლექსი იღვიძებს და ორგანიზმს გამოღვიძებას აიძულებს.

ძილის აპნოეს სიმპტომები: გამოღვიძებისას – თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, პირის სიმშრალე ან ტკივილი მკერდის არეში. ხშირი ხასიათცვალებადობა და ზედმეტი ძილიანობაც აპნოეს სიმპტომებია.

როგორ გადავწყვიტოთ პრობლემა: დიაგნოზის დასმის შემდეგ მკურნალობის დაწყებაა საჭირო. შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი ან დიეტის დაცვაც დაგჭირდეთ. ასევე, უარი უნდა თქვათ მოწევასა და ალკოჰოლზე.

4. შფოთვა ან დეპრესია

შფოთვა და დეპრესა პანიკურ შეტევებსა და კოშმარებს იწვევს. ისინი არასტაბილური ძილის ძირითად მიზეზს წარმოადგენენ. ამ დარღვევამ შეიძლება ირაციონალური შიშები და მოუსვენრობა გამოიწვიოს, ეს შეგრძნებები კი ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს შეგიშლით.

როგორ გამოვასწოროთ პრობლემა: თუ შფოთვა და დეპრესია გაწუხებთ, პროფესიონალური დახმარება გესაჭიროებათ. სპეციალისტი კოგნიტურ – ქცევით თერაპიას ან სხვა სახის მკურნალობას დაგინიშნავთ. რელაქსაციის მეთოდები: იოგა და მედიტაციაც ან ვარჯიში მოდუნებაში დაგეხმარებათ და ძილის ხარისხსაც გაგიუმჯობესებთ.

5. დაღლილი ფეხების სინდრომი

თუ ფეხების მუდმივად გამოძრავების სურვილი გაქვთ, შეიძლება დაღლილი ფეხების სინდრომი გაწუხებდეთ. ეს ნევროლოგიური პრობლემაა, ზოგიერთი ადამიანი ამ დაავადებას საერთოდ ვერ ამჩნევს. სიმპტომები ღამით უფრო რთულდება.

როგორ მოვიშოროთ პრობლემა: თუ მოცემული სინდრომი გაწუხებთ, უარი თქვით მოწევაზე და ალკოჰოლის გამოყენებაზე. ფეხების მასაჟი, მსუბუქი სავარჯიშოები, თბილი აბაზანები, ყინულის პაკეტები ან სათბურა სიმპტომებს ოდნავ შეგიმცირებთ. ზოგიერთი ექიმი პაციენტს რკინის დანაატებსაც უნიშავს, ამიტომ აჯობებს თუ ექიმს მიმართავთ.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia