შავბალახა : ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს არტერიულ წნევას

413

შავბალახა : ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს არტერიულ წნევას

შავბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. წვრილი ვარდისფერი ყვავილები ღეროების ბოლოებზე თავთავისებურ ყვავილედებს ქმნის. ყვავის ივნისიდან
სექტემბრამდე.

მედიცინაში იყენებენ შავბალახას ბალახს, რომელსაც ყვავილობის დროს აგროვებენ. ჭრიან მცენარის კენწეროებს ფოთლებთან და ყვავილებთან ერთად.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

აშრობენ საშრობში, ან ჰაერზე, ჩრდილში, ფარდულში თხელ ფენად გაშლილს. მზა ნედლეული წარმოადგენს 4 მმ. სისქის და 40 სმ. სიგრძის ყვავილებიან და ფოთლებიან კენწეროებს, ახასიათებს სუსტი სუნი და მწარე გემო აქვს.

შავბალახას პრეპარატების მოქმედებით კატაბალახას პრეპარატების მოქმედებას გავს. დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს
არტერიულ წნევას, ანელებს გულის შეკუმშვას.

შავბალახა გამოიყენება სპირტზე ნაყენის სახით. კატაბალახასთან ერთად შედის დამამშვიდებელი ჩაის შემადგენლობაში.

სახლის პირობებში 2 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩ.ჭ. ცივი წყალი და დააყენეთ 8 საათის განმავლობაში (ეს სადღეღამისო დოზაა), ან 15 გრ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩ.ჭ.
მდუღარე, დააყენეთ 15 წთ. გაცივების შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში.

შავბალახას სპირტზე ნაყენი

შავბალახას დაქუცმაცებულ ფოთოლს (200 გრ.) დაასხით 100 მლ. სპირტი, დააყენეთ 7-14 დღე, გაფილტრეთ.

მიიღეთ გაძლიერებული გულისცემის, ნევროზის დროს, ჰიპერტონიის საწყის სტადიაზე, მენიერის სინდრომის დროს (ამცირებს აღგზნებადობას, წესრიგდება
გაძლიერებული გულისცემა), მიოკარდიოპათიის დროს
(ამცირებს ქოშინს).

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები