როგორ ვებრძოლოთ კანის ჰიპერპიგმენტაციას სახლის პირობებში? წაიკითხეთ ეს სტატია

2671

როგორ ვებრძოლოთ კანის ჰიპერპიგმენტაციას სახლის პირობებში? წაიკითხეთ ეს სტატია

პიგმენტაცია არის კანის დაფერვა პიგმენტების ზემოქმედებით. ადამიანის ორგანიზმში კანის საფარის, თვალის და თმის ფერზე პასუხისმგებელია მელანინი. მისი მთავარი ამოცანაა უჯრედების დაცვა ულტრაიისფერი სხივების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.

მელანინი ირეკლავს და ითვისებს სხივებს და არ ძალევს მათ კანის ფენებში შეღწევის და უჯრედების განადგურების საშუალებას. და ის რასაც ჩვენ რუჯს ვუწოდებთ – სინამდვილეში ორგანიზმის დამცავი რეაქციაა.

თუ მელანინინ შემცველი კანის უჯრედების საკმარისი რაოდენობა კანის ზედაპირზე თანაბრად არის განთავსებული, რუჯიც თანაბარი და ლამაზია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეინიშნება ჰიპერპიგმენტაცია.

შეძენილი ჰიპერპიგმენტაციის მთავარ მიზეზებს შორის არის:

ულტრაიისფერი გამოსხივება (52-63%)

ჰორმონალური სისტემის დარღვევები და ანთებითი პროცესები (25%)

ორსულობა (18-24%)

თითქმის ყველა რჩევა  ეხება მზისგან დაცვას და ჯანმრთელი ორგანიზმისთვის დამცავი კრემის გამოყენება კანის პრობლემების უმრავლესობას მართლაც ააცილებს. მაგრამ როგორც ვხედავთ ზოგ შემთხვევაში მისი მიზეზი შიგნით იმალება.

კერძოდ ჰიპერპიგმენტაცია შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, როგორებიცაა ჰორმონალური ბალანსის დარღვევა, ნუჭ-ნაწლავის პრობლემები, ასაკობრივი ცვლილებები, სტრესი, გენეტიკური თავისებურობები და არასწორი მოვლა და კოსმეტიკური საშუალებები.

ამიტომ ჰიპერპიგმენტაციის მკურნალობისთვის ხშირად საჭიროა დერმატოლოგის, ენდოკრინოლოგის და სხვა სპეციალისტების ჩართულობა და სწორი მედიკამენტური და კოსმეტიკური პრეპარატების შერჩევა.

ახლა კი გაგაცნობთ როგორ ებრძოლოთ სახლის პირობებში ამ პრობლემას.

ალოე

ალოეს წვენი ეფექტური საშუალებაა არა მხოლოდ ჭრილობების შეხორცების პროცესის დასაჩქარებლად და დაზიანებული უჯრედების რეგენერაციისთვის, არამედ კანზე გაჩენილი მუქი წრეების შესამცირებლად. აიღეთ მცენარის ნედლი ფოთოლი, გაჭერით შუაზე და გამოწურეთ წვენი რბილობისგან. ჩაალბეთ მასში ბამბის დისკი და  წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ის კანის პრობლემურ მონაკვეთებში. ჩაიტარეთ პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე.

კეფირი

კეფირი სასარგებლო მხოლოდ ნაწლავებისთვის როდია. რძემჟავას მაღალი შემცველობის ხარჯზე, ის გვეხმარება ლაქების გაღიავებაში, კანის გაწმენდაში და მის დარბილებაში. შეიზილეთ ის ლაქაზე, გაიჩერეთ 20 წუთით და ბოლოს ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ პროცედურა რაც შეიძლება ხშირად სასურველი შედეგის მიღებამდე.

კარტოფილი

B ვიტამინის მაღალი შემცველობის ხარჯზე, კარტოფილი გვეხმარება კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლაში და ლაქების გაღიავებაში. ნედლი კარტოფილი კარგად გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და შეუდექით კანის პრობლემური მონაკვეთების დამუშავებას. ჩაიტარეთ პროცედურა დღეში 3-ჯერ.

ოხრახუში

კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი C ვიტამინის დეფიციტია. ამ შემთხვევაში ძალიან დაგეხმარებათ ოხრახუში.

კარგად გარეცხეთ ის და გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ თავის ღეროებთან ერთად. მიღბული ფაფისებრი მასა შეიზილეთ კანის პრობლემურ მონაკვეთებში, გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

კურკუმა

ეს აღმოსავლური სანელებელი ცნობილია მისი გამაახალგაზრდავებელი თვისებებით. კურკუმის დახმარებით შესაძლებელია ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაც, თუ მას მარტივი ინსტრუქციით გამოიყენებთ.

მოაომზადეთ პასტისებრი მასა ერთმანეთში დაფქული კურკუმისა და ცხიმიანი კარაქის შერევით. შეიზილეთ ის კანის პრობლემურ მონაკვეთებში, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

კიტრი

გათალეთ კიტრი და მისი კანით შეუდექით ლაქების დამუშავებას (ნელი წრიული მოძრაობებით). კანის მასაჟი ბოსტნეულის გამოყენებით ლაქებს ხანმოკლე დროში ნაკლებად შესამჩნევს გახდის.

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

frenis kompensacia
frenis kompensacia